სკოლა ანაბასისი მე-2ბ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში.მათ ინტერესით დაათვალიერეს ქეთევან დედოფლის სასახლე და ბევრი საინტერესო ინფორმაციაც მიიღეს.კიდევ უფრო საინტეტესოდ გაგრძელდა მათი სტუმრობა ნიკოსეულ სასახლეში,სადაც მასპინძლებმა მოსწავლეები ჩართეს ისეთ პროექტში,როგორიცაა კანფეტების ისტორია.პროექტი ითვალისწინებდა ,ბავშვებს უფრო მეტი რამ სცოდნოდათ იმისშესახებ,თუ როგორ მზადდებოდა და მზადდება დღეს ტკბილეული,სად ,როდის და ვინ დაამზადა პირველად ის ნუგბარი,რომელიც მათ ასე ძალიან უყვართ.პროექტის დასასრულს ჩვენმა მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შეფუთეს კანფეტები და ხელდამშვენებული დაბრუნდნენ მშობლიურ ქალაქში. ამ პროექტს ნამდვილად ტკბილი დასასრული ჰქონდა
გუნდი ანაბასისი ათასწლეულის ინოვაციის კონკურის ნახევარფინალშია! საპროექტო განაცხადი ,,ჭკვიანი სათბური” წარადგინეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა ნიკოლოზ ცხადაძემ და ბექა ფერაძემ, გუნდს მენტორობას უწევს სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ურიათმყოფელი , გუნდის ინტრუქტორია ქიმიის პედაგოგი ქეთევან ედიბერიძე. წარმატებები გუნდს !
ExpoGeorgia – 2024. ევროპის დღე. პრეზენტაცია “Science on Stage”. მკვლევართა კლუბი ანაბასისი ევროპის დღეზე სამი პროექტით წარსდგა ვიზიტორების წინაშე. ნიკოლოზ ცხადაძემ პროექტი ,,პიგმენტები ფერმწერებისათვის ” წარადგინა, ქეთათო ნებიერიძემ ,,რძიდან მძივები და ღილები”, ბარბარე კობერიძემ ,,არა პოლიეთილენს!” მადლობა ილიაუნს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს Ilia State University ამ შესაძლებლობისთვის!
მადლობა ქალბატონ მარიკა კაპანაძეს და ხატია ნებულიშვილს მხარდაჭერისა და ზრუნვისთვის!
სკოლა ანაბასისის მეცხრე კლასის მოსწავლეები(კლასის ხელმძღვანელი ნანა გიორგაძე, პედაგოგი ნატო სამხარაძე) 19 აპრილს პროექტით ,,წითელი მიხაკის ლეგენდა” ვანს ესტუმრნენ, მოინახულეს ტიციან და გალაკტიონ ტაბიძეების სახლ-მუზეუმები, სადაც წარმოადგინეს ტიციანის პოეზია, ისაუბრეს პოეტის სულისკვეთებასა და ტრაგიკულ ბედზე, სამშობლოსადმი მის უზომო სიყვარულზე. ასევე ესტუმრნენ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს.
მკვლევართა კლუბი ,,ანაბასისი“ საერთაშორისო კვლევით
პროექტში -,,კოროზია“არის ჩართული.საერთაშორისო პროექტში ჩართვა კლუბისთვის ახალი გამოწვევაა და მას ვუყურებთ ფართო პერსპექტივიდან . პროექტი გვაერთიანებს იმ ადამიანებთან ,რომლებსაც არ ვიცნობთ, მაგრამ ერთნაირი ღირებულებები გვაქვს, მხარი დაუჭიროთ მოზარდებს ისეთი უნარების განვითარებაში , როგორიცაა კრიტიკული აზროვნება,
კრეატიულობა, ღიაობა სამყაროსადმი, მზადყოფნა გამოწვევისთვის და პრობლემის
გადაჭრაში. პროექტში ჩართვა და გლობალური პრობლემის- კოროზიის , გადასაჭრელად
ახალგაზრდა მკვლევარების ჩართვა მნიშვნელოვანია მოსწავლეებში.
თანამშრომლობითი და ეფექტური გუნდური მუშაობის უნარების განვითარებისათვის,
ზრდის მათ პასუხისმგებლობას , განავითარებს სასკოლო კულტურას, აღრმავებს
კავშირს სკოლასა და თემს შორის, ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების
გაცნობიერებას, მის ცხოვრებაში დანერგვას, ახალგაზრდების მომზადებას მომავალი
დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.
პროექტის ფარგლებში კლუბმა უკვე განახორციელა რამდენიმე შეხვედრა, რომელზეც სხვადსხვა აქტივობა განახორციელა:
კლუბის მეურვემ კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან , პოლონელ კოლეგებთან ერთად, საქართველოდან პროექტში ჩართული კლუბების ონლაინ შეხვედრის დეტალები გააცნო კლუბის წევრებს.
კლუბის წევრებმა მოიძიეს ინფორმაციები კოროზიაზე, აირჩიეს საკვლევი კითხვა, დაგეგმეს ექსპერიმენტები,აწარმოეს დაკვირვება, გაანალიზეს მიღებული შედეგები და გამოიტანეს დასკვნები;
კლუბის მეურვე ქეთევან ედიბერიძე. წარმატებები კლუბს!
ქართული საესტრადო სიმღერის I ეროვნული კონკურსის ორივე პირველი პრემია ორივე ანაბასისელმა ნუცა ბუცხრიკიძემ და გაბრიელ ჯუღელმა მოიპოვა ! ორივეს მასწავლებელი ჩვენი თეა მიქაბერიძეა! უკვე არაერთი ვარსკვლავის აღმზრდელი უნიჭიერესი პედაგოგი! ვულოცავთ სკოლა ანაბასისის მეგობარ , დიდი ტრადიციების მქონე რევაზ ლაღიძის სახელობის პირველ სამუსიკო სკოლას კონკურსში მიღწეულ წარმატებას!
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეთერთმეტეკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის მათემატიკაში კონკურსი ჩატარდა.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის და მათემატიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსში 150 აბიტურიენტი მონაწილეობდა.
კონკურსის მიზანია, გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდები და ხელი შეუწყოს მათ შემდგომ წინსვლას.
პირველ ოცეულში მოხვედრილ კონკურსანტებს გადაეცათ სერტიფიკატები.
აბიტურიენტები, რომლებიც მიმდინარე წელს ჩაირიცხებიან აწსუ-ს მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე, ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში გადალახული ექნებათ 30% ბარიერი და აღნიშნული კონკურსის რანჟირებული სიის მიხედვით აღმოჩნდებიან I-III ადგილზე, სწავლების პირველი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ ფულად წახალისებას შესაბამისად 200, 150 ან 100 ლარის ოდენობით.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეთერთმეტეკლასელებისა და აბიტურიენტებისათვის მათემატიკაში ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობდა ანაბასისის მეთორმეტე კლასის მოსწავლე თამარ კაპანაძე, რომელმაც შეძლო მიღწეული შედეგებით გამარჯვებულთა პირველ ოცეულში მოხვედრა და დაჯილდოვდა შესაბამისი სერტიფიკატით .
ვულოცავთ თამარს და მის პედაგოგ დავით ლაბაძეს კონკურსში გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
მკვლევართა კლუბ ანაბასისის STEM მიმართულების განყოფილებამ განახორციელა პროექტი : ავტომატური სათბურის შექმნა .
პროექტის მიზანი: მცენარეთა სასიცოხლო პირობების შექმნა ხელოვნურ გარემოში.
პროექტის მენტორი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი, სკოლის კურდამთავრებული გიორგი ურიადმყოფელი, ავტორები მე-10 კლასის მოსწავლეები ბექა ფერაძე და ნიკოლოზ ცხადაძე. პროექტში ჩაერთნენ მე-10 კლასის მოსწავლეები: საბა ბახტაძე , სანდრო ვარდოსანიძე, საბა გეწაძე, ლუკა ფუტკარაძე,ნიკა ჩინჩალაძე. მე-8 კლასელები ბარბარე კობერიძე და ბარბარე კაპანაძე. პროექტზე მუშაობის პროცესი ითვალისწინებდა სხვადასხვა საგნებში ქიმია , ფიზიკა ბიოლოგია , ტექნოლოგიებში, ინჟინერიაში შეძენილი ცოდნის ინტეგრაციას. გუნდის ერთობლივმა, გულმოდგინე მუშაობამ შედეგი გამოიღო არდუინოს გამოყენებით დაწერეს პროგრამა და პრაქტიკულად შეიქმნა ავტომატური სათბური. მისი მუშაობის პრინციპი შემდეგია, ტენიანობის სენსორი, ტენიანობის გარკვეული ზღვარის გადალახვის შემდეგ სიგნალს უგზავნის პროცესორს, რომელიც შემდეგ წყლის მტუმბავ მექანიზმთან აგზავნის 5v მუდმივ დენს, რის შედეგადაც წყლის მილში მიედინება ნაკადი, წყლის მილი დახვრეტილია სტანდარტის გათვალისწინებით, მცენარეები ირწყვება ტენიანობის ზღვრულ ნორმამდე. მიწოდებული სიგნალის საფუძველზე, სარწყვი სისტემა ირთვება და მთავრდება მორწყვა. მკვლევარები აგრძელებენ მუშაობას, რათა დამატებითი ელექტრონული ტექნოლოგიების დახმარებით გაზარდონ ავტომატური სათბურის ეფექტურობა და ზრუნავენ მცენარეს შეუნარჩუნონ სტაბილური PH გარემო.
პროექტის ავტორები #ნიკუშაცხადაძე და #beqaferadze მთელ დღეებს ატარებენ სკოლის STEM ლაბორატორიაში , სასურველი შედეგების მისაღწევად!