კერძო სკოლა ,,ანაბასისში” მიმდინარეობს სასკოლო პროექტი ,,კულტურული მრავალფეროვნება”,რომლის დევიზია-,,ჩვენ,კაცთა,მოგვცა ქვეყანა,გვაქვს უთვალავი ფერითა”.
ესგ-ის პრიორიტეტული თემა:კულტურული მრავალფეროვნება,ადამიანის უფლებები;
პროექტის მიზანია: მოსწავლეებმა გაიაზრონ,მულტიკულტურულ გარემოში ცხოვრების გამოწვევები,გააცნობიერონ მულტიკულტურულ გარემოში თანასწორუფლებიანობისა და ადამიანური ღირსების აღიარების მნიშვნელობა მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.
როგორც სკოლაში გვიყვებიან,პროექტის ფარგლებში ,,ანაბასისელებმა” ბაკურიანის საზამთრო ბანაკში ყოფნის დროს გამოკითხეს სხვადასხვა ეთნოსის ადამიანები,რომლებმაც აღნიშნეს,რომ მოსწონთ საქართველოში ყოფნა,ქართული კულტურა,წეს-ჩვეულებები,კურორტები,რომ აქ დაცულად გრძნობენ თავს და რომ საქართველო ნამდვილად ტოლერანტული ქვეყანაა.დუბაიდან ჩამოსულმა ტურისტებმა ,,ანაბასისელები” დუბაიშიც მიიწვიეს.
მოსწავლეებმა ბაკურიანთან ერთად მოინახულეს წაღვერი და ბორჯომი,გაეცვნენ წაღვერისა და ბორჯომის მინერალური წყლების შესახებ ინფორმაციას. მოსწავლეებმა ყველგან დააფიქსირეს სხვადასხვა წარმოშობის ტურისტების სიმრავლე და პოზიტიური დამოკიდებულება.
,,ანაბასისში” მოსწავლე,მასწავლებელი და მშობელი თანხმდება,რომ მოსწავლისთვის,ფორმალურ განათლებასთან ერთად,მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება,რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეს ინტერესების უკეთ წარმოჩენასა და თვითდამკვიდრებაში.
მოსწავლეებმა თავად დაგეგმეს ბაკურიანში ვიზიტი,აქტივობები,გართობა,დასვენება.შეადგინეს მენიუ და საკუთარ თავზე აიღეს დღის რეჟიმის შედგენა/განხორციელება,რასაც ხალისით და წარმატებით გაართვეს თავი.ბანაკი მთლიანად მოსწავლის მოთხოვნებზე იყო აგებული და მათ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას აძლევდა.
,,მსგავსი გასვლები მოსწავლეებში ინდივიდუალური,ესთეტიკური და შემოქმედებითი მიდრეკილებების გამოვლენას უწყობს ხელს,რაც შემდგომში მოსწავლეს უვითარებს ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების,გადაწყვეტილებების მიღების ,პრობლემის გადაჭრის,სისტემური აზროვნების,სოციალურ და თანამშრომლობით უნარებს.მოსწავლეები იძენენ ცხოვრებისეულ პრაქტიკულ გამოცდილებას”,-აღნიშნავენ სკოლაში და უღრმეს მადლობას უხდიან თითოეულ მოსწავლეს ,მშობელს,სკოლის დირექციასა და კლასის დამრიგებელს, თეა სამხარაძეს საინტერესო აქტივობის განხორციელებისთვის.