Categories
სკოლა ანაბასისი

გვიყვარს ჯანსაღი და სუფთა დედამიწა!

სკოლა ანაბასისის მეორე ბ კლასში ( ხელმძღვანელი ანი კახნიაშვილი ) განხორციელდა პროექტი თემაზე „ გვიყვარს ჯანსაღი და სუფთა დედამიწა“. ყოველის წლის 22 აპრილს გარემოს დაცვის მიზნით მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება . მეორე ბ კლასიც დიდი მონდომებით შეუერთდა ამ დღეს. დედამიწა ჩვენი სახლია, მას კი ჩვენგან მოვლა და მზრუნველობა სჭირდება. პროექტის მიზნებია: . . მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის მოძიება, როგორც სახელმძღვანელოებიდან ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. . მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ წერითი და შემოქმედებითი უნარები, გაიღრმაონ ცოდნა დედამიწის შესახებ და ისწავლონ რომ დედამიწას გაფრთხილება სჭირდება. მოსწავლეებმა წიგნებიდან და თანამედროვე ტექნოლოგიებიდან მოძიებული ინფორმაცია გადმოსცეს. ისაუბრეს დედამიწაზე, მის კონტინენტებზე, ტყის ბინადარ ცხოველებსა და მცენარეებზე. საფრთხეებზე, რომელიც დედამიწას ემუქრება ადამიანების დაუდევრობის გამო და ამ საფრთხეების აღმოფხვრის გზებზე. ასევე ლამაზი ლექსებით მოეფერნენ დედამიწასა და ულამაზეს ბუნებას. პროექტის შემდეგ კი დაასუფთავეს ეზო და მცირედი წვლილი შეიტანეს დედამიწაზე ზრუნვაში. პროექტში ჩართული იყო პედაგოგი ეკა ჯიმშიაშვილი. ვულოცავთ პედაგოგ ანა კახნიაშვილს და მის აღსაზრდელებს პროექტის წარმატებით განხორციელებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *