Categories
სკოლა ანაბასისი

ჯანმრთელობა, როგორც უფლება თუ პრივილეგია?

ჯანმრთელობა, როგორც უფლება თუ პრივილეგია?

2023 წლის 7 აპრილს, ჯანდაცვის მსოფლიო დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნა 75 წლის იუბილე. სკოლა ანაბასისში ეს დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.

ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია ,, ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა“ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა 15%-ით დამოკიდებულია სამედიცინო სამსახურის ორგანიზაციაზე, 15%-ით – გენეტიკურ თავისებურებებზე, ხოლო 70%-ით – კვებისა და ცხოვრების წესზე.

დღეს უკვე ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ რაციონალური კვება ჯანმრთელობის შენარჩუნების, ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ზრდისა და განვითარების ძირითადი პირობაა. სრულფასოვანი საკვები გულისხმობს არა მარტო მის ენერგეტიკულ ღირებულებას, ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით დაბალანსებული რაციონის არსებობას, არამედ მის უზრუნველყოფას ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და მინერალებით. სწორედ ვიტამინებზე გაკეთდა ძირითადი აქცენტი პრეზენტატორების მიერ. სკოლაში მოეწყო პოსტერების გამოფენა ჯანსაღი ცხოვრების წესის თემატიკაზე.

მოსწავლეები ეწვივნენ ზესტაფონში არსებულ მრავალფუნქციურ ქალთა ესთეტიკისა და ფიტნეს ცენტრს,სადაც არის გარემო ქალბატონებმა იზრუნონ სილამაზე , ჯანმრთელობაზე და პოზიტიურ განწყობაზე. მათ გულთბილად უმასპინძლა ცენტრის ხელმძღვანელმა თეო სუთიძემ.

მოინახულეს ვაჟთა ფიტნეს კლუბი, რომელშიც ჯანმრთელობას ვაჟები იკაჟებენ.

ბლექსი საცურაო აუზში სტუმრობისას წარმომადგენელი მოსწავლეებს ცურვის მნიშვნელობაზე ესაუბრა .,, ცურვა საოცრად კარგი გზაა თქვენი სხეულისა და გულ-სისხლარღვთა სისტემის ასამუშავებლად. ერთსაათიანი ცურვა იმდენ კალორიას წვავს, რამდენსაც სირბილი , თანაც ძვლები და სახსრები ბევრად ნაკლებ ზეწოლას განიცდის. ‘’ აღნიშნა მან.

ჩატარებულმა ღონისძიებებმა მოსწავლეები კიდევ ერთხელ დაარწმუნა ჯანმრთელობა უფლებაა და არა პრივილეგია. მას დიდი გაფრთხილება უნდა.

ღონისძიებებს ორგანიზება გაუწია სამოქალაქო, მკვლევართა და ეკოლოგთა კლუბებმა. კურატორები: თეა სამხარაძე, ქეთევან ედიბერიძე, თამარ მალაღურაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *