სპორტი ხელს უწყობს სამყაროში პოზიტიურ ცვლილებებს!
2013 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მიღებული დადგენილების თანახმად, 2014 წლიდან, ყოველი წლის 6 აპრილს, საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ თარიღს. ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად ღირსეულად უერთდება ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.
სკოლა ანაბასისში სპორტის საერთაშორისო დღისადმი რამდენიმე აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა მოსწავლეთა თვითმართველობისა და სკოლაში არსებული კლუბების ხელმძღვანელობით. ( კურატორები: ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე, თამარ მალაღურაძე, სპორტის პედაგოგი კობა სვიანაძე)
მოეწყო სემინარი ,, სპორტი ჩვენს ცხოვრებაში“ , რომელზეც მე-9 კლასის მოსწავლეები ანზორ მაღლაკელიძემ და ნიკოლოზ ცხადაძემ საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს მოსწავლეებს . ისაუბრეს რატომ აღვნიშნავთ ამ დღეს.მათ აღნიშნეს:
ეს დღე ყოველწლიურად იძლევა შესაძლებლობას აღვნიშნოთ სპორტის ძალა, რომელიც ხელს უწყობს სოციალური ცვლილებების განვითარებას, საზოგადოების განვითარებას, სამართლიანობისა და ჩართულობის წახალისებას და მშვიდობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას ინდივიდებს, თემებსა და ერებს შორის.
ამ დღის აღნიშვნით ჩვედნ ვიზიარებთ ხედვას, რომ სპორტი ხელს უწყობს სამყაროში პოზიტიურ ცვლილებებს.
6 აპრილი სიმბოლურად იქნა შერჩეული, რადგან სწორედ ამ დღეს – 1896 წლის 6 აპრილს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები. ასე რომ, სპორტის საერთაშორის დღე ოლიმპიადების აღორძინების თარიღს უკავშირდება.
სპორტი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს,გარდა იმისა რომ იგი წარმოადგეს ჯამრთელობის წინაპირობას ასევე მას შეუძლია უამრავი სასიკეთო რამ მოუტანოს.
“ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული”ეს ფრაზა ყველასთვის კარგად არის ცნობილი და თუ ჩვენ გვინდა რომ გვქონდეს როგორც ჯანსაღი სხეული ასევე სულიც მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მივაქციოთ და გავითავისოთ ის რომ სპორტი ამისათვის არის ის პირველი საშუალება რომელიც დაგვეხმარება ჩვენი მიზნის მიღწევაში,სპორტი ადამიანში უამრავ დადებით რეაქციას იწვევს მაგალითად.აძლიერებს იმუნიტეტს,ანვითარებს ტვინის უჯრედებს და ა.შ
სემინარი ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რა ადგილი უჭირავს სპორტს მათ ცხოვრებაში.
სკოლის ეზოში არსებულ სპორტულ მოიდანზე გაიმართა კლასებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატი და გამოვლინდა ფინალში გადასული ორი გუნდი.
მოსწავლეებმა განახორციელეს ფეხით მსვლელობა ზესტაფონში და ესტუმრნენ სპორტულ სკოლას, სადაც სკოლის დირექტორმა ბატონმა ზაზა მახათაძემ გულთბილი მასპინძლობა გაუწია მათ, ესაუბრა იმ წარმატებაზე, რომელიც ზესტაფონელმა სპორტსმენებმა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწიეს. შედეგები ნამდვილად არ არის მოკრძალებული. ორი სახელოვანი მწვრთნელის სიმონ საყვარელიძის და ჯონდო ჯანიაშვილის ვარსკვლავი სწორედ ამ დღეს გაიხსნა და სკოლის კიბის საფეხურებზევე შებიჯებისას გრძნობ პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ , რომლებმაც სასახელო სპორტსმენები გაუზარდეს სამშობლოს. მოსწავლეებმა სვლა განაგრძეს სპორტის სასახლისაკენ , დაესწრნენ რაიონულ ჩემპიონატს მაგიდის ჩოგბურთში, გაიზიარეს გამარჯვებულთა სიხარული. ანაბასისის რამდენიმე მოსწავლე ჩართული იყო რაიონის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.
განხორციელებული ღონისძიებები ემსახურებდა სპორტის პოპულარიზაციას, რომელიც მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.