ვიზრუნოთ მიუსაფარ ცხოველებზე!
ყოველწლიურად, დაწყებული 2011 წლის 4 აპრილიდან მსოფლიოში აღინიშნება უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღე. ეს დღე უპატრონო ქუჩის ცხოველების თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების დღეა . სკოლა ანაბასისის ეკოლოგთა, მკვლევართა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით სამუშაო შეხვედრები გამართეს სკოლის მოსწავლეებთან, წარუდგინეს მათ საინტერესო პრეზენტაცია. პასუხები გასცეს დასმულ შეკითხვებს. ბარბარე კაპანაძემ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილა იმაზე ,რომ მსოფლიოში დაახლოებით 600 000 000 მეტი უპატრონო შინაური ცხოველია და მათ სჭირდებათ ყურადღება და დახმარება. ძაღლებს და კატებს უნდა ჰქონდეთ სახლი და მასზედ უნდა ზრუნავდნენ, მაგრამ მსოფლიოში ძალიან დიდ რაოდენობა უპატრონოა და ისინი ცხოვრობენ ქუჩაში. მათ აწუხებთ სიცივე, სიცხე, უწყლობა, შიმშილი. ხშირად ისინი დაავადებული არიან. უპატრონო ქუჩის ცხოველები ხშირ შემთხვევაში იდევნებიან მოსახლეობისა და ხელისუფალთა მხრიდან, ხშირია მათ მიმართ სისასტიკე და არაჰუმანური დამოკიდებულება.
ჩვენ, ადამიანებს, გვაქვს იმის საშუალება, რომ თანავუგრძნოთ უპატრონო ცხოველებს, დავეხმაროთ მათ, მივცეთ სახლი და გავუწიოთ მზრუნველობა და პატრონაჟი.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა მოუწოდეს მთელი მსოფლიოს ადამიანებს უპატრონო ცხოველებისადმი გამოიჩინონ ჰუმანური დამოკიდებულება, იზრუნონ მათზე, მისცენ სახლი და დაეხმარონ!