დედაჩემი ყველაზე ლამაზი ქალია….
ანაბასისის წამყვანმა პედაგოგმა შორენა მუმლაძემ პირველ ბ კლასში საზეიმო გაკვეთილი ჩაატარა: ,,გაზაფხული და დედა“.ჩვენი პატარები ლამაზი სტრიქონებით ეფერებოდნენ გაზაფხულს და დედას. გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება და ირგვლივ ყველაფერი ასმაგად ლამაზია. არემარე ივსება ნათელი ფერებით, მზე სასიამოვნოდ აცხუნებს. მზე აცხუნებს, მაგრამ დედა გვათბობს.
გაზაფხულზე აღინიშნება ლამაზი დღესასწაულები დედის დღე, 8 მარტი. დედა გვასწავლის სიბრძნეს, გვაძლევს რჩევებს, მზრუნველობს ჩვენზე , გვიცავს… დედობრივ სიყვარულს საზღვარი არ აქვს. ჩვენთვისაც ყველაზე ძვირფასი ადამიანი დედაა…ემოციური იყო მათი პასუხი კითხვაზე ,, ვისი დედიკოა ყველაზე ლამაზი?“. ყველა ერთხმად აცხადებდა ,,დედაჩემი ყველაზე ლამაზი ქალია…. „მრავალფეროვანი ეპითეტებით შეამკეს დედა და თავისი მოსაზრებები გულმოდგინედ დააფიქსირეს კოგნიტურ სქემაზე . ამაყად გვაჩვენეს ,რომ მათ უკვე წერა შეუძლიათ და უცხო ტექსტის კითხვაც არ არის მათთვის ძნელი. დედიკოებს პირველი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გაუკეთეს- თავიანთი ხელით შექმნილი მისალოცი ბარათები, გულმოდგინედ გამოყვანილი ასოებით, სავსე თბილი სიტყვებით და სიყვარულით!