Categories
სკოლა ანაბასისი

“წიგნების თაროს” საჯარო შეხვედრა

2023 წლის 20 იანვარს, უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრში “წიგნების თაროს” საჯარო შეხვედრა გაიმართა. ანაბასისელებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ალექსანდრე ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია : “ამბავი, რომელსაც 50 000 წელია ვყვებით” – როგორ იქმნებოდა ლიტერატურა, პირველი ადამიანების ამბებიდან 21-ე საუკუნის ბესტსელერებამდე.

📚ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა „წიგნების თაროს“ საჯარო თამაში .

სასიამოვნოა ის ფაქტი , რომ ცამეტი გამარჯვებულიდან ორი ანაბასისელი იყო, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე თამარ კაპანაძე და მეცხრე კლასის მოსწავლე საბა ბახტაძე. სწორი პასუხის ავტორები სპეციალური პრიზებით და წიგნებით დაჯილდოვდნენ.

ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *