სკოლა ანაბასისი პიროტექნიკის წინააღმდეგ!
შევცვალოთ არსებული ვითარება უკეთესობისკენ ერთობლივი ძალისხმევით!
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სკოლამდელი და
ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის მომართვას საახალწლო დღეებში
პიროტექნიკის გამოყენების შესახებ აქტიურად გამოეხმაურა სკოლა ანაბასისის სასკოლო საზოგადოება.
სკოლის დირექტორის ქალბატონი ქეთევან ედიბერიძის ხელმძღვანელობით თითოეულმა დამრიგებელმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან პიროტექნიკის მავნე გავლენის შესახებ ადამიანის და ცხოველის ორგანიზმზე და გარემოზე.
ანაბასისის სამოქალაქო განათლების კლუბის,მკვლევართა კლუბის და ეკოკლუბის წევრებმა შექმნეს და გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტი პიროტექნიკის მავნებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით!
მშვიდობიან და ბედნიერ შობა ახალ-წელს გისურვებთ, მეგობრებო!
ხელმძღვანელები ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე , თამარ მალაღურაძე.
Categories