Categories
სკოლა ანაბასისი

შემოდგომა ანაბასისში

შემოდგომაა…

ანაბასისიდან ქარი მიაფრენს ფოთლის ბარათებს…

🍂

შემოდგომის ულამაზესი დღესასწაული სკოლა ანაბასისის I ბ კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ მარინა ჭულუხაძის ხელმძღვანელობით სასკოლო პროექტის “ჩემი კულტურა ჩემი სიმდიდრეა” ფარგლებში მოაწყვეს.

ნორჩმა ანაბასისელებმა გვიანი შემოდგომის ხიბლსა და მშვენიერებაზე ისაუბრეს. მოგვითხრეს რევაზ ინანიშვილისა და არნოლდ გეგეჭკორის მოთხრობები: “შემოდგომის დღე” და “დასევდიანდა ბუნება”.

აღნიშნეს, რომ ბუნებაში წითელ-ყვითელი ფერები შემოდგომის მომასწავლებელია, აქა-იქ შემორჩენილი გაყვითებული, უსიცოცხლო ფოთოლი კი სხვა არაფერია თუ არა სევდანარევი მონატრება წარსული მშვენიერებისა.

შემოდგომის ბარაქით სავსე ეზო და საოცარი ფერებით მორთული დღესასწაული მართლაც ერთ-ერთ ლამაზ მოგონებად დარჩება ჩვენი სკოლის ისტორიაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *