Categories
სკოლა ანაბასისი

ლოლიტა მასწავლებლის ერთი არაჩვეულებრივი დღე მე-2ა კლასთან ერთად

2022 წლის 26 ივნისი📚

კითხვის სიყვარული ადრეულ ასაკშივე ვლინდება. სწორედ ამ დროს არის საჭირო ბავშვის გონებრივი მისწრაფებების წარმართვა. სწავლისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებისათვის აუცილებელია მოსწავლეს შევაყვაროთ კითხვა. მეტყველებისა და წერის უნარების ჩამოყალიბებისათვის, სასკოლო საქმიანობაში დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლის პირველ საფეხურზე დაეუფლოს წიგნიერებას. ცნობილია, რომ უწიგნურობას უმძიმესი შედეგი მოაქვს მომავალი თაობის სწორად ჩამოყალიბებაში.

ამიტომ წიგნი, პური სულისა, ყველას უნდა უყვარდეს.

ამ მიზნით ანაბასისის მე-2 ა კლასის მასწავლებლებმა( ლოლიტა ნებიერიძემ და სალომე კაკაურიძემ) მშობლების აქტიური ჩართულობით დავგეგმეთ ექსკურსია: ზესტაფონი-სათაფლია- ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი-ბოტანიკური ბაღი-ზესტაფონი.

ემოციურად დატვირთული იყო “ოტიას ეზო”-ში სტუმრობა. სახლ-მუზეუმში გულთბილად მიგვიღეს და დეტალურად გაგვაცნეს ოტიასა და მისი შვილის დაჩი იოსელიანის შემოქმედება.

ბატონმა დაჩიმ პატივი დაგვდო და ჩემს მოსწავლეებს გადასცა მე-2 კლასის დამთავრების სერთიფიკატები.

“ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა”. დაჩის შემოქმედებამ და ხელთნაკეთმა ნივთებმა მოლოდინს გადააჭარბა. სამახსოვრო წარწერები გაუკეთა “დაჩის ზღაპრების” წიგნზე, რომლის ილუსტრაციების ავტორი დაჩი იოსელიანია. საოცარმა გარემომ მოტივაცია გაუჩინა ბავშვებს და იქვე, თავიანთი სურვილით წაიკითხეს “დაჩის ზღაპრები”.

წიგნიერებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი მათ ცხოვრებას იმაზე უკეთესს გახდის ვიდრე გუშინ იყო.

ასე ნაბი-ნაბიჯ ვეუფლებით წიგნიერებას. -ნატვრისთვალი ჩვენს ხელშია.

-“ჩვენ ეს შევძელით.”-დავიპყარით წიგნიერების ეს საფეხური 👏💝

უღრმესი მადლობა “ოტიას ეზოს” და მშობლებს ჩართულობისა და მხარდაჭერისათვის.

-წიგნიერება ჩვენი ნათელი მომავლის საწინდარია.

ბედნიერი ზაფხული ჩემო კუდრაჭებო.😘😘😘😘😘📚📚📚📚📚

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *