Categories
სკოლა ანაბასისი

მე-9 კლასში ქართულ ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გაიმართა დისკუსია თემაზე: ,,შეეძლო თუ არა დათა თუთაშხიას შეეცვალა სეთურის სოფელი?“

სწავლების პროცესი რუტინულ შრომას რომ არ დაემსგავსოს ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი მარეხ ფორჩხიძე ხშირად მიმართავს განსხვავებულ სტრატეგიებს. იგი თვლის, რომ ეფექტიანისწავლა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სწავლის იმ სტრატეგიებზე, რომლებიც მოსწავლეებს შესასწავლი საკითხისადმი დადებით განწყობას უქმნის. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია დისკუსია, ის არის ინტერაქტიური სწავლების მეთოდი , რომელიც უმნიშვნელოანესია მოსწავლის კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისათვის. ორიენტირებულია არა მარტო შინაარსის ცოდნაზე არამედ გაანალიზებასა და შეფასებაზე.
მე-9 კლასში ქართულ ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გაიმართა დისკუსია თემაზე: ,,შეეძლო თუ არა დათა თუთაშხიას შეეცვალა სეთურის სოფელი?“მოსწავლეებმა შეძლეს მხატვრულ ტექსტში წარმოდგენილ ლიტერატურულ დეტალებზე დაკვირვებით პრობლემის გააზრება და პერსონაჟების ქმედების შეფასება, გამოხატეს პერსონაჟთა მიმართ საკუთარი დამოკიდებულება, გაანალიზეს ბრბოსა და პიროვნების დაპირისპირება, პარალელი გაავლეს რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებთან, ჩამოაყალიბეს არგუმენტები, რომლებიც გაამყარეს ცნობილი ადამიანების გამონათქვამებით, სხვა უკვე შესწავლილი თუ დამატებით წაკითხული ნაწარმოებების ეპიზოდების მოხმობით . გამოიტანეს დასკვნები , როგორც საკუთარი ისე სხვების მსჯელობიდან. მასწავლებელი იყო დისკუსიის მოდერატორი, რომელმაც უზრუნველყო წესების დაცვით დისკუსიის სწორად და საინტერესოდ წარმართვა.
წარმატებები ქალბატონ მარეხს მოსწავლეებთან ერთად!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *