Categories
სკოლა ანაბასისი

საინტერესო და სახალისო ფრენა!

საინტერესო და სახალისო ფრენა!

მე-7 კლასში ფიზიკის უფროსმა მასწავლებლმა ნატო კაპანაძემ ჩაატარა გაკვეთილი თემაზე ,,თვითფრინავის მოდელი“ რომელიც კომპლექსური დავალების ერთ-ერთი ეტაპი იყო. მოსწავლეებმა შეძლეს პასუხი გაეცათ საკვანძო კითხვაზე: როგორი ფორმის უნდა იყოს ქაღალდის თვითფრინავი, რომ რაც შეიძლება ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდეს მოძრაობისას? გაკვეთილის ნაწილი დაეთმო თეორიული საკითხების გააზრებას და არგუმენტირებულ მსჯელობას. რა შემთხვევაში იფრენს თვითფრინავი თანაბარი სიჩქარით ? შეიძლება თუ არა გამოვიყენოთ პარაშუტი თვითფრინავის დასამუხრუჭებლად , რა გავლენას ახდენს დედამიწის მიზიდულობა თვითფრინავის მოძრაობაზე?თვითფრინავის მოძრაობისას რა როლს ასრულებს ჰაერის წინააღმდეგობის ძალა? საჭიროა თუ არა მთვარეზე დაშვებისათვის პარაშუტი.მოსწავლეებმა წარმოადგინეს თვითფრინავების მოდელები და გამოთქვეს ვარაუდები რომელი მოდელის ,,თვითფრინავი“ უფრო მეტ მანძილს გაიფრენს და რატომ. ვარაუდები ექსპერიმენტულად შეამოწმეს და დასკვნებიც გააკეთეს ,,თვითფრინავების“ მიერ განხორციელებული ფრენის სიშორეზე გავლენას ახდენს , ,,თვითფრინავების“ ფორმა, გარემო პირობები, წონა. ეს იყო ქაღალდის თვითფრინავების ყველაზე საინტერესო, სასარგებლო , მხიარული, მშვიდობიანი ფრენა სკოლის ეზოში , რომელმაც ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი და კიდევ ერთხელ დაარწმუნა მოსწავლეები რომ ფიზიკის გაკვთილებზე შეძენილი ცოდნა ეხმარებათ ყოფა-ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების ასახსნელად. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში. გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი.

წარმატებები ქალბატონ ნატოს და მის მოსწავლეებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *