Categories
სკოლა ანაბასისი

მოგზაურობა ვეფხისტყაოსნის სამყაროში

მოგზაურობა ვეფხისტყაოსნის სამყაროში

ანაბასისის მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა , პედაგოგი თეა გურაბანიძე, ვეფხისტყაოსნის სამყაროში გვამოგზაურეს. მათ ნათლად , გამართული ქართული მეტყველებით მოგვითხრეს ვეფხისტყაოსნის მთელი ამბავი, რომელიც რვა საუკუნის წინ გენიალურმა ქართველმა პოეტმა , რუსთაველმა ლექსად დაწერა და თაობიდან თაობას შემოგვინახა. საინტერესოდ გვიამბეს სამი მამაცი რაინდის ტარიელის , ავთანდილის და ფრიდონის ამბავი, ასევე ვის ეძებდა ვეფხის ტყავით შემოსული ტარიელი მრავალი წლის განმავლობაში. გვესაუბრნენ ქაჯებისა და მათი აუღებელი ციხესიმაგრეების შესახებ, მოგვითხრეს სამი ერთგული მეგობრის კავშირზე, რომელიც ისეთი ძლიერია რომ ყველა წინააღმდეგობას ამარცხებს . დიდი პასუხისმგებლობა, მონდომება იგრძნობოდა თითოეული მოსწავლის პრეზენტაციის წარდგენისას, მათ პროექტის ფარგლებში შექმნეს საგამოფენო სტენდი, რომელზეც ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე შესრულებული ნახატები განათავსეს, , ასევე გააკეთეს ვეფხისტყაოსნიდან მთთვის სასურველი ეპიზოდების ხელნაწერები, რომელსაც როგორც დაგვპირდნენ ზეპირად ისწავლიან, მშობელთა თანადგომით მოაწყვეს სვადასხვა წელს გამოცემული ვეფხისტყაოსნის გამოფენა . წარმატებული პროექტი გვაფიქრებინებს , რომ ვეფხისტყაოსანი ჩვენი მოსწავლეებისათვის საიმედო მეგზური გახდება მომავალში სიბრძნის შეცნობის გზაზე.

წარმატებები თეა გურაბანიძეს და მის მოსწავლეებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *