გაუფრთხილდეთ ბუნების შვილებს!
ალბათ არ არსებობს ადამიანი , რომელსაც ვაჟა- ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობის’’გაცნობის შემდეგ გული სიბრალულით არ ავსია პატარა ნუკრის უბედურებაზე და მონადირეზე არ გაბრაზებულა. ანაბასისელმა მე-5 კლასელებმა თავიანთი ემოციები ლამაზად მოიტანეს ქართულის გაკვეთილზე , რომელიც უფროსმა მასწავლებელმა ნატო სამხარაძემ ჩაატარა. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეექმნათ წარმოსახვითი წერილი მონადირისათვის. სწორედ ამ წერილებში იგრძნობოდა ბუნების სიყვარული, მისი დაცვის აუცილებლობა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების დიდი სურვილი , ასევე წერილის ფორმატის ცოდნა, რაც დაეხმარათ მოსწავლეებს თავიანთი სათქმელი ნათლად , გულწრფელად, მკაფიოდ წარმოეჩინათ და საკუთარი არგუმენტირებული პოზიცია ,,მოუაროთ ბუნებას“ დაეფიქსირებინათ.მათ მიერ შექმნილი პოსტერებიც: ,, ბუნების შვილები’’, ,,გაუფრთხილდეთ ბუნების შვილებს’’, ,, არ დაცხოცოთ ცხოველები“ გარემომცველი გარემოზე ზრუნვის გამონათქვამებით გამოირჩეოდა. გაკვეთილი მიმდინარეობდა საინტერესოდ. გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი.
წარმატებები მასწავლებელს და მოსწავლეებს.