სკოლა ანაბასისის უფროსმა მასწავლებელმა დიანა მუმლაძემ მესამე ა კლასში ინგლისურ ენაში ჩაატარა გაკვეთილი, რომელსაც დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი. გაკვეთილის თემა იყო ,,წელიწადის დროები’’.მოსწავლეებმა შეძლეს მათთვის ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო ინგლისურ ენაზე საუბარი. მასწავლებლის მიერ დაგეგმილმა სახალისო აქტივობებმა უზრუნველყო გაკვეთილის მიზნის მიღწევა.აქტივობების შესასრულებლად ინსტრუქციები იყო მკაფიო და მოიცავდა მოსწავლეთა სავარაუდო შეცდომების პრევენციას. სასწავლო აქტივობების შესრულების ინსტრუქციების შემუშავების დროს გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები. მასწავლებელი სიტუაციის შესაბამისად იყენებდა მიმიკას, ჟესტიკულაციას, ჩანდა, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის დამყარებულია ეფექტური კომუნიკაცია. საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეებს უწევდათ როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფურად მუშაობა. აქტიურად ერთვებოდნენ სახალისო ქვიზების შესრულებაში. გაკვეთილის დასკვნით ნაწილში, შეასრულეს ჯგუფური სამუშაო და წარმოადგინეს მოკლე პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე წელიწადის სხვა და სხვა დროებზე. გაკვეთილის მიზნის მიღწევას ხელი შეუწყო მრავალფეროვანმა, გაკვეთილის მიზნის შესაბამისმა მოსწავლეთა მამოტავირებელმა რესურსებმა. წარმატებები მოსწავლეებს და ინგლისური ენის ახალგაზრდა პედაგოგს დიანა მუმლაძეს.
Categories