სკოლა ანაბასისში პროექტ ,,მადლობა თავისუფლებისათვის!“ფარგლებში რამდენიმე აქტივობა განხორციელდა 1. საინფორმაციო სემინარი ,,9 აპრილი საქართველოს ისტორიაში“ მოსწავლეთა თვითმართველობის წევრებმა ანასტასია ჯუღელმა, ქეთი ცერცვაძემ , ანი კობერიძემ თანატოლებს წარუდგინეს საინტერესო პრეზენტაციები ,,სისხლიანი 9 აპრილი’’, ,,9 აპრილი დღე გლოვისა,მაგრამ იმავდროულად დღე ზეიმისა’’ 2. ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“. ტიტები იქცა 1989 წლის 9 აპრილის სიმბოლოდ. სკოლის ეზოში ეკოლოგთა კლუბის ინიციატივით ტიტების არაერთი ნერგი დაირგო. 3. ,, რა ვიცით 9 აპრილზე“ თვითმართველობამ შეიმუშავა კითხვარი, რომლის დახმარებითაც გამოკითხა საზოგადოების წევრები. 4.,, ხეები ლექსებით იფარჩება, ხეებზე აკრავენ ღვთის ბრალდებას..“. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ რუსთაველის ჭადრებზე მიკრულ თეთრ ფურცლებს ქარი აფრიალებდა …ხელნაწერი ლექსების წინ ხალხი ჩერდებოდა , ერთი ხიდან მეორისაკენ გადაადგილდებოდნენ . ეს იყო ემოციის გამოშვების ერთ-ერთი გზა. ხალხი ხეებზე მიკრული ამ ლექსებით ყვებოდა თუ ეხმაურებოდა 9 აპრილის ღამის კოშმარს. თვითმართველობის წევრებმა სიმბოლურად ქალაქის ქუჩებში ხეებზე თეთრ ფურცლებზე დაწერილი ის ლექსები გააკრა რომელიც 33 წლის წინ რუსთაველზე ფრიალებდა ხეებზე და საზოგადოების ყურადღებას იპყრობდა. ,,ჩემო სამშობლოვ, ჩემო ერო , ჩემო ქალაქო უიარაღოს იარაღით როცა გებრძვიან ეს იმას ნიშნავს , ძლიერი ხარ უიარაღოც“გვახსოვს და გვტკივა 9 აპრილი…. მადლობა თავისუფლებისათვის! -სკოლა ანაბასისის მოსწავლეთა თვითმართველობა.
Categories