Categories
სკოლა ანაბასისი

ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა

სკოლა ანაბასისი. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა. ჯანსაღი ცხოვრების წესი არა მხოლოდ კონკრეტულ პრინციპებზე დაყრდნობით ცხოვრებაა, არამედ, პირველ რიგში, გააზრებული ქმედებების ერთობლიობაა, რომელიც ასევე მოიაზრებს კარგი სოციალური კავშირების ჩამოყალიბებას, საკუთარ თავზე ზრუნვას, ჯანსაღ ურთიერთობებს და ა.შ შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების წესი ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობის ნაზავია. ანაბასისის და და დილიკაურის ეკოკლუბის წევრებმა ერთად დაგეგმეს ქალაქ ზესტაფონში არსებულ ფიტნეს კლუბში განეხორციელებინათ ვიზიტი და გაეცნოთ კლუბის მუშაობის პრინციპი. ადგილზე დახვდათ ინსტრუქტორი რომელმაც მოსწავლეთა კითხვებს უპასუხა. ფიტნესი სათავეს ამერიკიდან იღებს, ის ჩამოყალიბდა 90-იან წლებში როგორც ბოდიბილდინგის ალტერნატივა. ბოდიბილდინგი ორიენტირებულია სხეულის მაქსიმალურად დიდი კუნთოვანი მასის მიღებაზე, ვარჯიშით და ანაბოლური სტეროტიდების (პრეპარატები) დახმარებით. ფიტნესი სხვა სისტემით მუშაობს სხეულზე – ვარჯიში და სწორი კვება, რომლის მიზანია ჯანმრთელი სხეული. სიტყვასიტყვით ფიტნესი ნიშნავს შეესაბამებოდე, იყო კარგ ფიზიკურ ფორმაში ინგლისური სიტყვიდან – to be fit. ფიტნესი იმ ადამიანების ცხოვრების განუყოფელი წესია, ვინც სულის და სხეულის ჰარმონიისაკენ ისწრაფვის, ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე და სურვილი აქვს მუდამ კარგად გამოიყურებოდეს. სამედიცინო თვალსაზრისით ფიტნესი ეხმარება გულს, სისხლძარღვებს, ფილტვებს, კუნთებს მაქსიმალურად ეფექტურ მუშაობაში, ახანგრძლივებს ახალგაზრდობას, ებრძვის ცელულიტს, აძლიერებს დიეტის ეფექტს. ფიტნესი ზრდის კუნთის ამტანობას და ძალას, მოქნილობას, არეგულირებს სხეულის შემადგენლობას – სწორ თანაფარდობას მასას (კუნთები, ძვლები, ნერვული ქსოვილები, შინაგანი ორგანოები) და ცხიმს შორის. მოსწავლეები გაეცნენ მათი ასაკისთვის შესაფერის აქტივობებს და შეეცადნენ კიდევაც ამ აქტივობების შესრულებას, ასევე ყურადღება გაამახვილეს ჯანსაღი კვებაზე, რომელზეც ამომწურავად უპასუხა ინსტრუქტორმა. ეკოკლუბის წევრები კმაყოფილნი დარჩნენ შეხვედრით და ზოგიერთმა მათგანმა სურვილი გამოთქვა კვლავ ესტუმროს ფიტნეს კლუბს და დაკავდეს სპორტული აქტივობებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *