Categories
სკოლა ანაბასისი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარდა

2022 წლის 31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან – 83, საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებიდან კი 31 წელი გავიდა.ანაბასისელებმა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის და ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. მოსწავლეებმა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღის და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება/განხილვის შემდეგ დისკუსია მოაწყვეს, სადაც ისაუბრეს ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის როლსა და დამსახურებაზე საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, იმსჯელეს 1991 წლის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე.31 მარტი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. 31 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გაათავისუფლა საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან. შემთხვევით არ არის, რომ კონსტიტუციით დაცული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი სწორედ 31 მარტის რეფერენდუმს ეყრდნობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *