Categories
სკოლა ანაბასისი

ისტორიის პედაგოგმა ნინო როინიშვილმა სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარების ჯგუფს დასაკვირვებლად წარუდგინა გაკვეთილი

სკოლა ანაბასისის მერვე კლასში ისტორიის პედაგოგმა ნინო როინიშვილმა სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარების ჯგუფს დასაკვირვებლად წარუდგინა გაკვეთილი თემაზე: საქართველო და გარესამყარო XIV საუკუნეში (გიორგი ბრწყინვალის საგარეო პოლიტიკა).გაკვეთილის მიზანი: მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეები გაეცნობიან და იმსჯელებენ საქართველოსა და გარესამყაროს ურთიერთობების შესახებ XIV საუკუნეში. შეძლებენ გააცნობიერონ ქართველი მეფეების (ამ კონკრეტულ სიტუაციაში გიორგი ბრწყინვალის) მიერ გარემომცველი დიდი სახელმწიფოების მიმართ გამოყენებული მოქნილი დიპლომატიის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისათვის, იმსჯელებენ იმაზე, თუ რა ხერხებით ცდილობდნენ ისინი დაპირისპირებულ მხარეებს შორის საკუთარი ინტერესების დაცვას. წერილობითი ისტორიული წყაროების გაანალიზებით და ისტორიულ რუკებზე მუშაობით უკეთ გაიაზრებენ შესასწავლ ისტორიულ ეპოქას. მოსწავლეებს განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნების,ფაქტებისა და მოვლენების გააზრების, არგუმენტირებული მსჯელობის, რუკაზე მუშაობისა და პრეზენტაციის უნარები.გაკვეთილი დატვირთული იყო საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებით. სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფის წევრები გაკვეთილის დასრულების შემდეგ შეხვდნენ პედაგოგს და მიაწოდეს უკუკავშირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *