Categories
სკოლა ანაბასისი

ბუნებისმეტყველებაში დასმული კითხვები

ბუნებისმტყველების გაკვეთილებზე ბავშვებს უამრავი კითხვა უჩნდებათ , რომელზეც არგუმენტირებული პასუხის მიღება მათ ინტერესს კიდევ უფრო აღრმავებს გარემომცველი გარემოში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ერთ-ერთი კითხვა რომელიც ანაბასისელ მეორე კლასელებს გაუჩნდათ ჰაერს უკავშირდება. როგორ დავადგინოთ , რომ ჩვენს გარშემო ჰაერია? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მასწავლებელმა ლოლიტა ნებიერიძემ მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა. საკუთარი ხელით დაემზადებინათ ხელსაწყო , რომლის გამოყენებითაც საინტერესო კითხვებზე პასუხს მიიღებდნენ. ყველა მოსწავლემ გულმოდგინედ დაამზადა ,,ჯადოსნური” ხელსაწყო ტრიალა.ექსპერიმენტიც ხალისით განახორციელეს სკოლის ეზოში. დაკვირვების შედეგად ბავშვებმა შეძლეს ეპასუხათ კითხვებზე:-რა მოსდის ტრიალას ქარიან ამინდში?-რა მოსდის ტრიალას სირბილის დროს?-რატომ მოძრაობს ტრიალა?-როგორ შეიძლება ოთახში ტრიალას ამოძრავება ხელის შეუხებლად?- რა იწვევს ტრიალას მოძრაობას? ექსპერიმენტით დაადგინეს, რომ ჩვენ გარშემო ჰაერი მოძრაობს,ეს მოძრაობა შეიძლება სხვადასხვა სიძლიერის იყოს. ექსპერიმენტში მონაწილეობა მოსწავლეებისათვის საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი იყო. მოსწავლეების კითხვები ამოუწურავია. ექსპერიმენტები , კვლევები….. მით უფრო მათი მონაწილეობით და აქტიური ჩართულობით მრავალ კითხვაზე აპოვნინებთ პასუხს! წარმატებები მოსწავლეებს ლოლიტა მასწავლებელთან ერთად!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *