ანაბასისის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ბუნების პედაგოგის რუსუდან გურგენაშვილის ხელმძღვანელობით სკოლა ანაბასისის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
დასუფთავების აქცია მოეწყო სასკოლო პროექტის „ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია“ ფარგლებში;
ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრება ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ამ უფლების დაცვა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სოციალური კამპანიის მიზანია გარემოს დაცვაზე ზრუნვა და ახალგაზრდების გარემოს დაცვით სამუშაოებში აქტიური ჩართულობა, ჯანმრთელობისათვის აუცილებელი სუფთა გარემოს შენარჩუნება.
დასუფთავების აქციის მიზანი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთანაა შესაბამისობაში.
დასუფთავების აქციის ფარგლებში წამახალისებელი შეჯიბრი სისტემატიურად მოეწყობა, გარემოს ყველაზე აქტიური დამცველი კლასი გამოვლინდება წლის ბოლოს და დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით.