Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ ტოლერენტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსში

სკოლა ანაბასისის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ ტოლერენტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის მიზანია მოსწავლეებს შორის ადამიანის უფლებების და ტოლერანტობის მნიშვნელობის კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათ პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

ანაბასისის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ონლაინ პრეზენტაცია გამართეს, სადაც ისაუბრეს ტოლერანტობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, მოეწყო ვიდეო ფილმების “მრავალფეროვანი გარემო”, “თანასწორობა და დისკრიმინაცია” ჩვენება/განხილვა.

კლუბის წევრებმა ჩაატარეს გამოკითხვა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში, თუ რას ფიქრობდნენ პატარები ტოლერანტობაზე, შემდეგ კი მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნეს მათ ტოლერანტობის მნიშვნელობა. მადლობას ვუხდით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კონკურსში აქტიური ჩართულობისთვის.

საბაზო საფეხურისმოსწავლეებთან საინტერესოდ წარიმართა ესეების და ნახატების კონკურსი თემაზე „ყველა განსხვავებულია,ყველა თანასწორია“, სადაც მოსწავლეებმა მხატვრულად გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულებები ტოლერანტობასთან დაკავშირებით. მოსწავლეებთან ერთად მადლობას ვუხდით ქართულის პედაგოგ მარეხი ფორჩხიძეს და ხელოვნების პედაგოგ ნანა გიორგაძეს კონკურსში აქტიური თანამშრომლობისთვის.

ტოლერანტობის თემაზე დამზადდა საინფორმაციო გაზეთი და ფლაიერები, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.

კლუბის წევრების მიერ ტოლერანტობის თემაზე დამზადებული კედლის გაზეთი „ტოლერანტობა – თავისუფლება მრავალფეროვნებაში“ საპრეზენტაციო დაფაზე განთავსდა , ხოლო ფლაიერები ქუჩაში ჩატარებული გამოკითხის შემდეგ დაურიგდა რესპოდენტებს. გამოიკითხა სხვადასხვა პროფესიის ათობით რესპოდენტი, საინტერესო იყო მათი დამოკიდებულებების მოსმენა ტოლერატობასთან დაკავშირებით.

კონკურსში აქტიურად მონაწილე მოსწავლეებთან ერთად სკოლის დირექციამ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა პედაგოგები: კლუბის მეურვე თეა სამხარაძე, ქართულის პედაგოგი მარეხი ფორჩხიძე, ხელოვნების პედაგოგი ნანა გიორგაძე.

ტოლერანტობა ,,მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა.

მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება.

ტოლერანტობა – ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში.

ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც.

ტოლერანტობა – სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *