Categories
სკოლა ანაბასისი

ახალი სასწავლო წლის დაწყება

დღეს 2021 წლის 15 სექტემბერია, უჩვეულო, გამოწვევებით სავსე, მაგრამ მაინც სასურველი, საინტერესო და იმედია, სასიამოვნო სიახლეების მომტანი ახალი სასწავლო წლის დასაწყისი!

უდიდესი სიყვარულით, მონატრებითა და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ, ჩვენო მეგობრებო, მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო, ანაბასისის გულშემატკივრებო, თქვენ და სრულიად საქართველოს ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას!

ძვირფასო მოსწავლეებო, სასწავლო პროცესს დისტანციურად ვიწყებთ. დასანანია, რომ ვერ გხვდებით, მაგრამ ხომ იცით, წესების დაცვა და ჯანმრთელობის შენარჩუნება უპირველესია…

გასული წლების გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ შეგვიძლია დაბრკოლებების გადალახვა და წარმატებების მიღწევა, რისი დასტურია ჩვენი კურსდამთავრებულების მიღწევები ეროვნულ გამოცდებზე .

მომავალშიც ერთობლივი ძალისხმევითა და ჩვეული შემართებით შევძლებთ გამოწვევების ღირსეულად გამკლავებასა და საუკეთესო შედეგების მიღწევას .

განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, მოუთმენლად რომ ელოდებიან 4 ოქტომბერს, როდესაც, სიხარულით ფრთაშესხმულნი, შემოაბიჯებენ ცოდნის ტაძარში და ააჟრიამულებენ თავიანთ საკლასო ოთახებს.

ჯანმრთელობას, წინსვლას და წარმატებებებს გისურვებთ და სიყვარულით ველოდებით თქვენთან შეხვედრას!

უკეთესი მომავლის იმედითა და პატივისცემით თქვენი სკოლა ანაბასისი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *