Categories
სკოლა ანაბასისი

პროექტი

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ექსპერტთა დამოუკიდებელმა კომისიამ , შეფასების კრიტერიუმების მიხედვით სკოლა ანაბასისის მოსწავლეთა გუნდს ნახევარფინალში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა.

20 აპრილს გუნდის წევრები განხორციელებული პროექტის პრეზენტაციით კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე ჟიურის წინაშე ონლაინ წარსდგნენ.

გუნდის მიერ განხორციელებული პროექტის ,,რძე, ღილები და სამკაულები” მიზანი იყო ბიოპლასტმასის , გალალიტის დამზადება რძისაგან, რომელსაც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვიყენებთ. მოსწავლეებმა შეძლეს დაემზადებინათ რძისაგან ყელსაბამი, ღილები, სათამაშოები. ბიოპლასტმასებმა შეიძლება ჩაანაცვლოს პლასტმასებისაგან დამზადებული საგნები, რომლებიც იწვევენ ალერგიას, ძალიან დიდხანს რჩებიან გარემოში და არ იშლებიან.

გალალიტის წარმოება გავრცელებული იყო ევროპაში გასული საუკუნის დასაწყისში, შემდეგში კი დავიწყებას მიეცა. გუნდს მიაჩნია, რომ გალალიტის წარმოებას საქართველოში მომავალი აქვს. რადგან რძე განახლებადი რესურსია, შედარებით იაფია (შეიძლება ისეთი რძის გამოყენებაც, რომელიც საკვებად უვარგისია , ამჟავებულია)მისგან მიღებული ბიოპოლიმერი ეკოლოგიურად უსაფრთხოა. მისი წარმოება ქვეყნის ეკონომიკასაც წაადგება და დამატებით სამუშაო ადგილებსაც გააჩენს.

ხელმძღვანელი ქიმიის პედაგოგი ქეთევან ედიბერიძე.

წარმატებები გუნდს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *