ანაბასისში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და უცხო ენების კათედრის ერთობლივი ხელმძღვანელობით გაიმართა სასკოლო კონფერენცია თემაზე ,, წყალი და ჯანმრთელობა”,სადაც მეექვსე და მერვე კლასის მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები.
წყალი დედამიწაზე არსებული ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი რესურსია და მის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე არ იარსებებდა. ყოველი ჩვენგანის მიერ ამ ფაქტის გაცნობიერების მიუხედავად, ჩვენ ვაბინძურებთ მდინარეებს, ოკეანეებს და ზღვებს. შესაბამისად, ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას იმ დონემდე, რომ ცოცხალი ორგანიზმების განადგურება უკვე საგანგაშო მაშტაბებს იძენს.
კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს წყლის მნიშვნელობაზე და მოუწოდეს საზოგადოებას ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისკენ.
პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე და თეონა კაკალაძე.