Categories
სკოლა ანაბასისი

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ 3 დეკემბერი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 1992 წელს გამოცხადდა.
მისი მიზანი შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის და ღირსების პატივისცემაა.
სკოლა ანაბასისის VII კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის თეა სამხარაძის ხელშეწყობით ონლაინ პრეზენტაცია გამართეს აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით.
პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხელისუფლებასთან ერთად საზოგადოების თითოეული წევრის აქტიურობა და ჩართულობა შშმ პირთა უფლებების სათანადოდ დაცვისთვის და მათი ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფისთვის.
პრეზენტაცია დასრულდა მოსწავლეთა მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების გამოხატვით, მათ ერთხმად განაცხადეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და რომ ყველა თანასწორია უფლებების მხრივ საზოგადოებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *