როცა კვერცხი „ფრინავს“ და ბავშვები — ფიქრობენ
პროექტის „მეცნიერება სამზარეულოში“ ფარგლებში მკვლევართა კლუბის „ანაბასისის“ წევრებმა მეოთხე კლასელებთან ერთად ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტი — „როგორ ამოფრინდება კვერცხი წყლის ფსკერიდან ზედაპირზე?“
ეს იყო შეხვედრა , სადაც არავინ ეძებდა „სწორ პასუხს“ დაზეპირებით. ბავშვებმა თავად დასვეს შეკითხვები, გამოთქვეს ვარაუდები, დააკვირდნენ პროცესს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდნენ შედეგამდე. ერთი შეხედვით უბრალო კვერცხმა მათ აჩვენა, რომ გარემოს მცირე ცვლილებაც კი სრულიად ახალ შედეგს იძლევა.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ექსპერიმენტი სკოლის კედლებში არ დასრულებულა ![]()
მოსწავლეებმა ის სახლშიც გაიმეორეს, ოჯახის წევრებთან ერთად — მშობლებთან, და-ძმებთან. დააკვირდნენ პროცესს, გადაიღეს ფოტოები , ვიდეოები და თავიანთი აღმოჩენები პროექტის ჯგუფში გაგვიზიარეს ![]()
![]()
ასე იქცა სამზარეულო პატარა ლაბორატორიად,
ხოლო ბავშვები — პატარა მეცნიერებად.
პროექტი ეყრდნობა SALiS ლაბორატორიის მიერ შექმნილ მოდულს
„მეცნიერება სამზარეულოში“
და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მეცნიერება იწყება ინტერესით, კითხვით და გაბედული ექსპერიმენტით! .



