Categories
სკოლა ანაბასისი

„STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისათვის“.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შპს „სთიმითი“ და პოლონეთის რესპუბლიკის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი ერთობლივად ახორციელებენ საგრანტო პროექტს, „STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისათვის“.

პროექტი ითვალისწინებს იმერეთის 10 სკოლასთან თანამშრომლობას, რომლის დროსაც გაიმართება ტრენინგები და შერჩეულ გამარჯვებულ სკოლებს გადაეცემათ STEM ლაბორატორიები და შესაბამისი ნაკრებები.

პროექტში ჩართულია სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისი. პროექტის მთავარი მიზანია STEM მიდგომის დანერგვა სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოსწავლეებისთვის თანამედროვე და ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნისთვის. STEM – მეცნიერება, ტექნოლოგიები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და მათემატიკა – სწავლების ახალი ფორმატია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა საგანს, ხელს უწყობს ინტეგრირებული აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას. პროექტის ფარგლებში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგულარულად აწყობს შეხვედრებს, ტრენინგებს და ვებინარებს მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად. დღეს, იმერეთის მასშტაბით შერჩეულ 10 სკოლის პედაგოგებისათვის ჩატარდა ინტერაქტიური ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სკოლა ანაბასისის პედაგოგებმა. ტრენინგის დროს, STEAMit-ის მიერ შექმნილი STEM ნაკრების გამოყენებით, თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ, პედაგოგებმა ავაწყვეთ ანიმასკოპი. აღნიშნული პრაქტიკული სამუშაო პროცესი საინტერესო, მოტივაციური და სახალისო აღმოჩნდა. ტრენინგის ბოლოს დავგეგმეთ ანიმაციური ფილმის შექმნა ანიმასკოპის დახმარებით, რომლის შინაარსი ითვალისწინებს რამდენიმე საგანის: ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებას .

პროექტი შესაძლებლობას გვაძლევს, STEM მიდგომები სკოლაში უფრო ფართოდ დაინერგოს, შექმნას ინკლუზიური და თანამედროვე სასწავლო გარემო, რომელიც მოამზადებს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის. განსაკუთრებული მადლობა პროექტის ორგანიზატორებსა და ტრენერებს თანამშრომლობისთვის და პედაგოგთა განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის! STEM განათლება მომავალს ქმნის – ეს არის ინოვაცია, რომელიც ცვლის ჩვენს სკოლებსა და მოსწავლეთა შესაძლებლობებს!

Categories
სკოლა ანაბასისი

“ჭეშმარიტი სიკეთე უსაზღვროა!”

ანაბასისში მთელი სასკოლო სზოგადოების ჩართულობით წლებია წარმატებით მიმდინარეობს საქველმოქმედო პროექტი , რომლის ფარგლებში ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ერთ-ერთია „ჰუმანიტარული კავშირი ზესტაფონის კათარზისი“, გვყავს პირდაპირი ბენეფიციარები, მრავალშვილიანი ოჯახები, სოციალურად დაუცველი და მარტოხელა მოხუცები, ვცდილობთ ჩვენგან სიყვარულით გაცემული მადლით გული გავუთბოთ მათ და გავულამაზოთ სიცოცხლე.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ჩვენს მოსწავლეებს და მათ ოჯახებს გვერდით დგომისა და თანამშრომლობისთვის!

პროექტის ხელმძღვანელი თეა სამხარაძე.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,კონფლიქტები ჩვენ გარშემო-მართე დიალოგით და არა დაპირისპირებით”.

სკოლა ანაბასისში წარმატებით მიმდინარეობს სასკოლო პროექტი „კონფლიქტები ჩვენ გარშემო- მართე დიალოგით და არა დაპირისპირებით“ , რომლის მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ კონფლიქტის არსი, შეძლონ ამოიცნონ კონფლიქტის შემთხვევები და მოაგვარონ მშვიდობიანად, დაგეგმონ და განახორციელონ პრევენციული ღონისძიებები.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე აქტივობა:

• საინფორმაციო შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან და პროექტის გეგმის გაცნობა;

• პრეზენტაცია „კონფლიქტები ჩვენ გარშემო“;

• ანიმაციური და მხატვრული ფილმების ჩვენება/განხილვა საფეხურების მიხედვით, ასაკის შესაბამისად;

• თანატოლგანმანათლებელთა შეხვედრები თემაზე „უფროსები გვირჩევენ“, „მედიაციის როლი კონფლიქტების მოგვარებაში“.

• საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება და დარიგება;

პროექტი გაგრძელდება მთელი სასწავლო წლის მანძილზე და მასში მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან მშობლებიც;

Categories
სკოლა ანაბასისი

,,კარგ ქართველთა ხსოვნისათვის”

მე-9ა და მე-9ბ კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი-,,კარგ ქართველთა ხსოვნისათვის”(ხელმძღვანელი:თამარ სვანიძე).

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ჯგუფებად გაერთიანდნენ და მიზანმიმართულად იმუშავეს.მათ ისეთი ქართველების შესახებ შეაგროვეს დამატებითი ინფორმაცია,როგორებიც იყვნენ:გიორგი შატბერაშვილი,ივანე ზურაბიშვილი,გაბრიელ ეპისკოპოსი,რეზო თაბუკაშვილი,ექვთიმე თაყაიშვილი და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

მოსწავლეებმა ერის წინაშე ამ პიროვნებების დამსახურებებზე იმსჯელეს და თავიანთი მოსაზრებები გააზრებულად დააფიქსირეს იმაზე,თუ რატომ იმსახურებს თითოეული მათგანი მემორიალური დაფისა თუ ძეგლის გახსნას.

პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა შექმნეს ვიდეორგოლები,რომელთა საშუალებითაც თავიანთი ცოდნა და კრეატიულობა გამოავლინეს.მათ შეძლეს სხვადასხვა საგნობრივი და ფუნქციური ცოდნის ინტეგრირებული გამოყენება,რაც უზრუნველყოფს კრიტიკული აზროვნებისა და კვლევითი უნარების განვითარებას.გაკვეთილის დასასრულს,მოსწავლეებმა შეავსეს გასასვლელი ბარათები,რითაც თავიანთი შრომა და პროექტის მიმდინარეობა შეაფასეს.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,ჩემი საყვარელი სასკოლო აქტივობები”

მცირე ასაკიდან ჩართულობა პროექტებში. სკოლა ანაბასისის მე-2ა და ბ კლასის მოსწავლეები მიწვეული იყვნენ ვიეტნამის სკოლის ონლაინ დამაკავშირებელ გაკვეთილზე თემით – ჩემი საყვარელი სასკოლო აქტივობები.

მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთი სკოლის საყვარელ აქტივობებზე, ივარჯიშეს კითხვის ფორმაზე, რა სასკოლო აქტივობა მოგწონთ და რატომ? …

ორი სკოლის მასწავლებლებმა შექმნეს სახალისო სასწავლო გარემო. გაკვეთილი აგებული იყო სწავლებაში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის და ციფრული ტრანსფორმაციის გამოყენებით. მოსწავლეები ხალისით მონაწილეობდნენ თავიანთი შესაძლებლობების დემონსტრირებაში. მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაკავშირებოდნენ თანატოლებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და გაეუმჯობესებიათ თავიანთი ინგლისური ენის უნარები, მიეღოთ მეტი ცოდნა და თავდაჯერებულად ჩართულიყვნენ კომუნიკაციაში.

მსგავსი აქტივობა არა მხოლოდ ხელს უწყობს ინგლისური ენის სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ ხელს უწყობს ადგილობრივ და უცხოურ სკოლებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას.