Categories
სკოლა ანაბასისი

,,ოქროს რიცხვი-2024”

2024 წლის 2 ივნისს ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტში ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ქსელის, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური რესპუბლიკური კონფერენციის “ოქროს რიცხვი – 2024” ჩატარდა.

კონფერენციის მიზანია ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა და მასწავლებელთა მომზადება საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, ამ დისციპლინით დაინტერესებული მოსწავლე- ახალგაზრდობის გამოვლენა, მოსწავლეთა ადრეული ასაკიდანვე ჩართულობა სამეცნიერო- კვლევით პროექტებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უმაღლესი საგანანმანათლებლო დაწესებულებების თუ ცალკეული სამეცნიერო ცენტრების ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მკვლევართა კლუბი ანაბასისი კონფერენციაზე წარსდგა პროექტით : ,, როგორ დავამზადოთ საკვების შესაფუთი მასალა“ . პროექტზე იმუშავეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა ნიკოლოზ ცხადაძემ, ქეთი დოღაძემ, მერვე კლასის მოსწავლეებმა ბარბარე კაპანაძემ და ბარბარე კობერიძემ. პროექტის ხელმძღვანელი ქეთევან ედიბერიძე.

პროექტის ავტორები თანატოლებს, პედაგოგებს, კონფერენციის ორგანიზატორებს ესაუბრნენ , განხორციელებული პროექტს შესახებ. ანაბასისის მკვლევართა პროექტი სახამებლიდან ბიოშესაფუთი მასალის დამზადების საშუალებას იძლევა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ საკვების შესაფუთად; იგი ეკოლოგიურად უსაფრთხოა, მისი დამზადება შესაძლებელია საოჯახო პირობებშიც, განახლებადი , ხელმისაწვდომი რესურსებიდან , მასში შეფუთულ საკვებ პროდუქტს უნარჩუნდება პირვანდელი სახე; ადვილად იშლება წყლით და ნიადაგში არსებული მიკროორგანიზმებით; მიღებული პროდუქტის ღირებულებაა:დამზადების სიმარტივე და გამოყენების აუცილებლობა. ჩვენი პლანეტის ეკოლოგიისათვის მნიშვნელოვანია პლასტიკური შესაფუთი მასალების შეცვლა ბიოდაშლადი თვისებების მქონე ალტერნატიული საშუალებებით. პროექტის ავტორებმა მიიღეს დადებითი უკუკავშირები ,კომპეტენტური პიროვნებებიდან , რაც საშუალებას იძლევა მათი კვლევა გაფარდოვდეს და პროექტმა პრაქტიკაში დანერგვის ახალი პერსპექტივები შეიძინოს. წარმატებები მკვლევარებს!

კონფერენციამ საშუალება მისცა მონაწილეებს ნაყოფიერი და საინტერესო დღე გაეტარებინათ თანატოლებთან და კოლეგებთან ერთად, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და გაეცნოთ სხვა ჯგუფების მიერ წარმოდგენილი კვლევით პროექტები.მადლობა კონფერენციის ორგანიზატორებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *