Categories
სკოლა ანაბასისი

,,კოროზია”

ანაბასისი საერთაშორისო კონკურსში!

დასრულდა საერთაშორისო პროექტი , რომელიც კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და ილიაუნის უნივერსიტეტის თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტში ჩართული იყო კონკურსით შერჩეული ნორჩ მკვლევართა კლუბები. მათ შორის იყო მკვლევართა კლუბი ,,ანაბასისი” . პოლონელ ექსპერტებთან ერთად შედგა ნაყოფიერი შეხვედრები. ერთად გავიარეთ სამეცნიერი კვლევის ყველა ეტაპი. პროექტში ჩართული იყო მე-8 კლასის მოსწავლეები. პროექტის თემა იყო ,,კოროზია,,. კლუბის წევრებმა იმუშავეს ორ საკვლევ კითხვაზე: ,, როგორ მოქმედებს გარემოს PH რკინის კოროზიაზე? ექსპერიმენტებით დაადგინეს კოროზია მიმდინარეობს დაბალ PH ზე – მჟავა გარემოში; მაგრამ დაბალ PH ზე მეტად კოროზიას აჩქარებს: ქლორიდ იონები, რკინაზე პასიური ლითონის თანამყოფობა; წყალი და ჟანგბადი ერთად.

კოროზიას ანელებს მაღალი PH ტუტე გარემო ; (ნატრიუმის ტუტე, სოდა), ასევე აქტიური ლითონის (ალუმინი) თანამყოფობა; კოროზია მნიშვნელოვნად მცირდება თავდახურულ გამოხდილ წყლიან ჭურჭელში. პირველი კვლევის შემდეგ მოსწავლეებმა ახალ საკვლევ კითხვაზე დაიწყეს მუშაობა ,,ცვლის თუ არა რკინის კოროზიის სიჩქარეს საკვები ზეთი?”. მკვლევარებმა დაადგინეს , რომ კოროზიის სიჩქარეს ამცირებს საკვები ზეთი . ჟანგვა კოროზიისათვის ხელსაყრელ გარემოში ორ დღეში უკვე შესამჩნევია. ჩვეულებრივ ზეთთან შედარებით გამომწვარი ზეთი კიდევ უფრო მეტად ამცირებს კოროზიის სიჩქარეს. მარილიან წყალში ჩვეულებრივი ზეთით დასველებულმა რკინის ლურსმანმა ორ დღეში დაიწყო ჟანგა ,გამომწვარ ზეთში კი 16 დღის განმავლობაშიც არ მომხდარა დაჟანგვა. დასკვნით შეხვედრაზე პროექტი , მასზე მუშაობის პროცესები შეჯამდა. საინტერესო პოსტერები წარმოადგინეს კლუბებმა. მოსწავლეებმა შეიძინეს კვლევის უნარჩვევები, ითანამშრომლეს ერთმანეთთან. მათმა აქტიურმა თანამშომლობამ კვლევის წარმატებით განხორციელებას შეუწყო ხელი. მადლობა მე-8 კლასელებს მოტივაციისათვის! კვლევებში ჩართულები იყვნენ: დავით აბაშიძე, სანდრო ლეჟავა, ბარბარე კობერიძე, ბარბარე კაპანაძე, მათე კობახიძე, მაშო გუგუშვილი, თეკლა ლუტიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *