საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ,,ჩვენი ჯარი”-ს ფარგლებში დღეს , 2024 წლის 3 აპრილს, სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისში სასკოლო საზოგადოების წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები კაპრალსპეციალისტი მამუკა კაპანაძე და კაპრალსპეციალისტი გაგა ხუბუკელაშვილი.
ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში პრეზენტაციების სახით თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები გააცნეს და საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული გმირების,თითოეული მათგანის გმირობის ისტორია უშუალოდ ჯარისკაცებისგან მოისმინეს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა შესთავაზეს.