Categories
სკოლა ანაბასისი

საჭადრაკო ჩემპიონატი

მოსწავლეებს შორის ჩატარებულ საჭადრაკო ჩემპიონატებში წარმატებული მონაწილეობით ყოველთვის გვახარებენ ,,ანაბასისელები”. ამ წარმატებაში სპორტისა და ჭადრაკის პედაგოგის ქალბატონ ვიოლეტა შეყილაძის დაუღალავ შრომას ლომის წილი აქვს. წლევანდელ რაიონულ საჭადრაკო ტურნირიდანაც ხელდამშვენებული დაგვიბრუნდნენ პატარა მოჭადრაკეები. 9 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შორის პირველი ადგილისა და 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერის მფლობელი გახდა მეორეკლასელი მითა მესხი , მეორე ადგილზე კი პირველკლასელი გუგა სებისკვერაძე გავიდა. ტურნირზე ძალიან კარგი თამაში აჩვენეს -ლევან სახვაძემ, ირაკლი წულუკიძემ, სანდრო ქათამაძემ, გიორგი ნასრაძემ, ნიკოლოზ თავაძემ, გაბრიელ წასიძემ და საბა ლუტიძემ .(ისინი ყველანი ერთი კლასის მოსწავლეები არიან. კლასის ხელ-ლი მარინა ჭულუხაძე) 11წლამდე ასაკის მონაწილეებს შორის ჩემპიონი გახდა მეოთხეკლასელი ირაკლი ცხადაძე, მასვე გადაეცა 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, მეორე ადგილზე კი მისი თანაკლასელი ანა სადუნიშვილია. (კლასის ხელმძღვანელი ლოლიტა ნებიერიძე). ვულოცავთ ნორჩ მოჭადრაკეებს და მათ პედაგოგს ქალბატონ ვიოლეტა შეყილაძეს მიღწეულ წარმატებას და მადლობას ვუხდით გაწეული შრომისათვის!

+3

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *