Categories
სკოლა ანაბასისი

,,გაცოცხლებული ხელოვნება-ქანდაკებიდან ანიმაციამდე”

კერძო სკოლა ,,ანაბასისში” დიდი ყურადღება ეთმობა პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვას. ამჯერად, IVა კლასში ხელოვნების პედაგოგის,ნანა გიორგაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი სახელწოდებით-,,გაცოცხლებული ხელოვნება-ქანდაკებიდან ანიმაციამდე”. პროექტის მიზანი იყო: შეძენილი ცოდნის შეჯამება და ახალ რეალობაში გადატანა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით.აღსანიშნავია,რომ პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა რამდენიმე ეტაპი გაიარეს,მიზნის მისაღწევად მასწავლებელთან ერთად დეტალურად დაგეგმეს სამუშაო პროცესი,მოიძიეს და დაახარისხეს საჭირო ინფორმაცია,შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო,ბოლოს კი მიღწეული შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.პროექტი მიმდინარეობდა მოსწავლეთა სრული ჩართულობით. თეორიული საკითხების: რა არის ქანდაკება? როგორია ძველი და ახალი ქანდაკებები? -შესწავლის შემდეგ მოსწავლეებმა ნახეს ფილმი-,,ხელოვნება მეთისთან და დადასთან ერთად-მიქელანჯელო”, რომელმაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მოსწავლეებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს ქართული ხალხური ზღაპრის პოპულარიზაციის მიზნით შეერჩიათ ზღაპარი -,,კომბლე”,გამოეძერწათ ზღაპრის პერსონაჟები,შეექმნათ თეატრის დეკორაცია და გაეცოცხლებინათ საყვარელი ზღაპრის პერსონაჟები კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით. კლასი დაიყო ჯგუფებად,მიმდინარეობდა ერთობლივი მუშაობა და მსჯელობა,თუ როგორ შეექმნათ ტყის იმიტაცია პერსონაჟებთან ერთად,ბოლოს კი იყო კულმინაცია:მათ მიერ შექმნილი პერსონაჟებითა და თეატრის დეკორაციით ,კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით შეძლეს საყვარელი გმირების გაცოცხლება და გახმოვანება. ასე გახდა შესაძლებელი ხელოვნების დარგების კავშირი ერთმანეთთან,ასევე კავშირი კომპიუტერულ ტექნიკასთან,რაც პროექტის ძირითადი მიზანი იყო. პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტის -ანიმაციის ჩვენება გაიმართა მოსწავლეების,მშობლების,სკოლის დირექციისა და მასწავლებლების წინაშე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ანიმაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს პროექტზე მუშაობის დროს მიღებული დაუვიწყარი ემოციები და შთაბეჭდილებები.დასასრულს,სკოლის დირექტორმა,მშობლებმა და დამსწრე პედაგოგებმა მოსწავლეებსა და ხელოვნების პედაგოგ ნანა გიორგაძეს მადლობა გადაუხადეს ინოვაციური პროექტის განხორციელებისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *