ასეთი სახელწოდებით განხორციელდა გასვლითი სასწავლო ექსკურსია გეოგრაფიის პედაგოგის რუსუდან გურგენაშვილის ინიციატივით მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებთან შემდეგი მარშუტით -ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე- ზესტაფონი.
მოსწავლეებმა მატარებლიდან ინტერესით დაათვალიერეს ყვირილის ულამაზესი ხეობა, ძველი და ახალი რკინიგზა, გაიხსენეს მისი დაარსების ისტორია, რომელიც უკავშირდება ჭიათურის მანგანუმის მოპოვებას. ისაუბრეს სასარგებლო წიაღისეულის შესახებ, დაათვალიერეს სალიეთის მარმარილოს კარიერა, ჭიათურის მაღაროს ცნობილი გამამდიდრებელი ქარხნები; მოსწავლეებში დიდი გაოცება გამოიწვია გამამდიდრებელ ქარხნებამდე ჩამომდინარე ყვირილის სისუფთავემ, რომელიც აღნიშნული ტერიტორიიდან მკვეთრად იცვლის ფერს დაბინძურების გამო; ინტერესით ათვალიერებდნენ გეოლოგიური ერების წარმონაქმნ ქანებს, რომლებიც საოცარი სილამაზით გამოირჩეოდნენ;
ანაბასისელებმა მოინახულეს “მოდი ნახე”( გვიანდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, საჩხერიდან ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის დაშორებით. ზღვის დონიდან 700 მეტრზე. აშენებული XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ), საიდანაც დააკვირდნენ საჩხერის რელიეფს; აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის, სავანის, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ანაბასისელებმა ჭიათურაში მოინახულეს მღვიმის მონასტერი( XIII საუკუნეში რატი რაჭის ერისთავის მიერ დაარსებული) , ჭიათურის ცნობილი საბაგიროდან დაათვალიერეს ქალაქის რელიეფი, მარგანეცის გადამზიდი “ვაგონეტები”, ნახეს კაცხის სვეტი( V-VI სს.),იმერეთის მაღლობიდან დაათვალიერეს და ერთმანეთს შეადარეს კავკასიონის ქედი და მესხეთის ქედის გაგრძელება,სამხრეთ მთიანეთი. საშინაო დავალების სახით მოსწავლეებს დაევალათ ერთმანეთისთვის შეედარებინათ საჩხერის, ჭიათურის და ზესტაფონის რელიეფები.
გეოგრაფიის საკითხებთან ერთად მოსწავლეებმა ისაუბრეს პეიზაჟზე,შემოდგომის ფერებზე (ხელოვნება), გარემოს დაბინძურებასა და პრევენციულ ღონისძიებებზე (მოქალაქეობა).
სასწავლო ექსკურსიიდან მოსწავლეები სასიამოვნო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ შინ.
პედაგოგები რუსუდან გურგენაშვილი, ნანა გიორგაძე, თეა სამხარაძე;