Categories
სკოლა ანაბასისი

გაკვეთილი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში.

,,ბენქსი“ ლეგენდის დაბადება – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც სკოლა ანაბასისის VIII კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ხელოვნების პედაგოგის ნანა გიორგაძის ხელმძღვანელობით.

ექსპოზიცია ასახავს ლეგენდარული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის (ანონიმური მხატვრის) – ბენქსის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლებამდე. ექსპოზიცია შედგება გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალისაგან. კულმინაცია კი ბენქსის ორიგინალური ნამუშევრებია.

,,დაუწერელი შეთანხმებაა საზოგადოებასა და ჟურნალისტებს შორის, რომ სამყარო უკეთესია მისი ანონიმური ყოფნით“- სტივ ლაზარიდისი.

ბენქსის ორიგინალურ ნამუშევრების გვერდით იყო ქართველი სთრიტარტის მხატვრების ნამუშევრები.

მოსწავლეებს სახვითი ხელოვნების მუზეუმში საშუალება მიეცათ აგრეთვე ენახათ ცნობილი ქართველი მხატვრების : აპოლონ ქუთათელაძის, ნათელა იანქოშვილის, ქეთევან მაღალაშვილის, ედმონდ კალანდაძის, დალი ფოდიაშვილის, თემო გაცაძის, ირაკლი ფარჯიანის და სხვათა ნამუშევრები.

მუზეუმმა და ექსპონატებმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს მოსწავლეებზე, რომლებიც კიდევ ერთხელ ეზიარნენ ხელოვნების უკვდავებას.

რა როლს თამაშობს ხელოვნება ადამიანის ცხოვრებაში? ხელოვნება ვითარდებოდა კაცობრიობის განვითარების კვალდაკვალ. ადამიანი ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩასწვდომოდა თავის გარშემო არსებულ სამყაროს. ცდილობდა აეხსნა მოვლენები და ყოველივეს, რასაც გაიაზრებდა, გადაეცა მომავალი თაობებისთვის. ხელოვნება შესანიშნავი საშუალებაა ამისა. სწორედ ამ მიზნით მოეწყო სასწავლო გასვლითი ექსკურსია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში და რომელმაც თავის მიზანს წარმატებით მიაღწია.

პედაგოგები ნანა გიორგაძე, თამარ მალაღურაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *