ჩვენი ონკანის წყალი
სასმელი წყალი — წყალი რომელიც უსაფრთხოა დასალევად ან საკვების მოსამზადებლად. კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭირო სასმელი წყლის რაოდენობა განსხვავდება და ეს დამოკიდებულია ფიზიკურ აქტივობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და გარემო პირობებზე.
ჩვეულებრივ, განვითარებულ ქვეყნებში ონკანის წყალი აკმაყოფილებს სასმელი წყლის სტანდარტებს. როგორი წყალი მოედინება ჩვენს ონკანებში ? ამ კითხვაზე კომპეტენტური პასუხის მისაღებად ეკოლოგთა, მკვლევართა და საოქალაქო განათლების კლუბის წევრები ( კლუბების ლიდერები : თეა სამხარაძე, ქეთევან ედიბერიძე, თამარ მალაღურაძე)საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ზესტაფონის სერვის ცენტრს ეწვიენ და გაესაუბრნენ ხარისხის კონტროლის სპეციალისტებს მარიამ ღიბრაძეს და რუსუდან სარალიძეს . მდინარე ყვირილას წყალი მიწისქვეშა ბუნებრივი ფიტრატის გავლით შემოდის წყალშემკრებებში, მუშავდება ქლორით , ვიდრე ქსელში წავა მოწმდება ორგანოლეპტიკურად, ბაქტეორიოლოგიურად და ქიმიურად. წყალი რომელიც სტანდარტს აკმაყოფილებს ქსელში ნაწილდება და ჩვენს ონკანებში მოედინება. თუმცა წყლის კონტროლი გეგმიურად ყველა ქუჩაზე ხდება . ყოველდღიურად 4 ქუჩის წყალი მოწმდება ადგილზე, შედეგები რეგიონალურ ლაბორატორიაში გადამოწმდება, თვეში ერთხელ კი საქართველოს წყალმომარაგების კომპანია ამოწმებს ჩვენს წყალს, კვარტალში ერთხელ სურსათის უვნებლობა. წყლის შემოწმება არაგეგმიურადაც ხდება დაზიანების დროს, რეზერვუარის დამუშავების შემდეგ. ასე რომ ჩვენი ონკანის წყალი არაერთგზის შემოწმებას გადის. ჩვენმა მასპინძლებმა მოსწავლეებს უჩვენეს როგორ ახორციელებნენ წყლის ორგანოლეპტიკურ, ბაქტეოროლოგიურ და ქიმიურ შემოწმებას. ამ პროცესებზე დაკვირვება ძალიან საინტერესო იყო. რაც მთავარია მივიღეთ კომპეტენტური პასუხი კითხვაზე როგორი წყალი მოედინება ჩვენს ონკანებში. დიდი მადლობა ჩვენს მასპინძლებს ქალბატონ მარიამს და ქალბატონ რუსუდანს.