“სტუმრად ცნობილ ადამიანებთან”.
სკოლა ანაბასისში პროექტი „ვაქციოთ სკოლა გენდერული პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებად“ აქტიურად მიმდინარეობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ორგანიზებით, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით”.
ამჟამად პროექტის ფარგლებში საინტერესოდ წარიმართა აქტივობა „სტუმრად ცნობილ ადამიანებთან“ , რომელიც X კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლებაში პირველ პროექტულ სწავლებაში შერჩეული პროექტის ,, გენდერული მეინსტრიმინგისათვის” მიმართულებით დაგეგმეს.
აქტივობის მიზანი იყო ქალთა შესაძლებლობების შესახებ სტერეოტიპების და მითების მსხვრევა;
პროექტის სამიზნე ჯგუფის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში თემის აქტივისტი ქალბატონების შესახებ, ვინც თავი დაამახსოვრა ზესტაფონის (და არა მარტო ზესტაფონის) საზოგადოებას თავისი საქმიანობით და პროფესიონალიზმით.
მოსწავლეები ესტუმრნენ ზესტაფონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ თამარ გველესიანს, რომელიც მოსწავლეებს საინტერესოდ ესაუბრა თავისი მოღვაწეობის შესახებ.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა ქალბატონი თამარი სკოლაში მიიწვიეს, სადაც დაგეგმილია მთელი სასკოლო საზოგადოების შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან.
მადლობა ქალბატონ თამარს საინტერესო და გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც ახალგაზრდების თქმით, მათ მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა.
პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე და თეა სამხარაძე.