Categories
სკოლა ანაბასისი

„ჩემო სიამაყევ, ჩემო სადარდელო, დედა საქართველო! „

„ჩემო სიამაყევ, ჩემო სადარდელო, დედა საქართველო! „

დიმიტრი უზნაძე ბრძანებდა : „სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევენ, არამედ – განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას”. 21-ე საუკუნის მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება.

მე-3 ბ კლასელებმა ( მასწავლებელი ეკა ჯიმშიაშვილი) საინტერესო გზა გაიარეს პროექტის განხორციელებისათვის თემაზე: „ჩემო სიამაყევ, ჩემო სადარდელო, დედა საქართველო!” ბოლო ეტაპამდე შეძლეს თანამედროვე ტენოლოგიებთან მუშაობა, ბიბლიოთეკაში წიგნების მოძიება და იქედან საჭირო ინფორმაციის ამოღებას. მოძიებული ინფორმაცია დაახარისხეს, დაწერეს სუფთად და ლამაზად და სათანადო ინტონაციის დაცვით წაიკითხეს დ კლასში. უსმენდნენ ერთმანეთს აკეთებდნენ შეფასებას და კომენტარებს.

მოსწავლეები შეძლეს პასუხისმგებლობისა და საპრეზენტაციო უნარების გამომუშავება. გაიღრმავეს ცოდნა საართველოს ისტორიული წარსულის, ტრადიციების და კულტურის შესახებ.

მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, წამოიღეს საჭირო წიგნები. გაეცვნენ ინფორმაციას . დახატეს საქართველოს რუკა. გამოყვეს კუთხეები და გააფერადეს. ასევე დახატეს და გააფერადეს ეკლესია-მონასტრები.

პრეზენტაციების წარმოდგენას ემოცია შემატა მოსწავლეთა საქართველოს კუთხეებისათვის დამახასიათებელმა ჩაცმულობამ,მათ საინტერესოდ წარმოგვიდგინეს საქართველოს კუთხეებზე ინფორმაციები და პოეტური შედევრები, სინანული გამოთქვეს საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიების გამო. ჩაგვისახეს იმედი, რომ ეს თაობა აუცილებლად იცხოვრებს ერთიან , თავისუფალ საქართველოში! ამაყად, გულმოდგინედ და სიყვარულით შეასრულეს საქართველოს ჰიმნი!

წარმატებები მესამე კლასელებს და მათ პედაგოგს ეკა ჯიმშიაშვილს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *