Categories
სკოლა ანაბასისი

7აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

სკოლა ანაბასისი. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა. 7აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს – 1948 წლის 7 აპრილს.ყოველ წელს, ამ დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უძღვნის ერთ კონკრეტულ თემას და ცდილობს ამ თემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ამჟამინდელი პანდემიის, დაბინძურებული პლანეტისა და დაავადებების მზარდი სიხშირის პირობებში, 2022 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა.ეს მოწოდება წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას მწვანე და ჯანსაღი საფარის აღდგენისთვის, COVID-19 პანდემიასთან ბრძოლისათვის , რომელიც ინდივიდებისა და პლანეტის ჯანმრთელობას აყენებს საზოგადოების ყურადღების ცენტრში.სკოლის ეკოკლუბისა და სამოქალაქო კლუბების ინიციატივით მოსწავლეთა საზოგადოებას ეწვია ზეტაფონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგი თინათინ ფორჩხიძე, რომელიც მოსწავლეებს ჯანმრთელობასა და ვაქცინაციაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ყოველწლიურად ვაქცინებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უნდა ვუმადლოდეთ. COVID-19-ის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შემუშავება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის პროცესში, იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს და ჩვენ კვლავ დავუბრუნდეთ საყვარელი საქმეების კეთებას, საყვარელ ადამიანებთან ერთად კვლევასა და განვითარებაში ჩადებული უპრეცედენტო ინვესტიციების და გლობალური თანამშრომლობის შედეგად, მეცნიერებმა COVID-19–ის წინააღმდეგ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შემუშავება რეკორდულ დროში მოახერხეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმარმა ამომწურავად უპასუხა მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს. დიდი მადლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ ცენტრს სკოლასთან თანამშრომლობისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *