Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისში ფუნქციონირება დაიწყო წიგნის მკითხველთა კლუბმა

სკოლა ანაბასისში ფუნქციონირება დაიწყო წიგნის მკითხველთა კლუბმა. ხელმძღვანელი ქეთი ყიფიანი.

წიგნის მკითხველთა კლუბის წესდება

მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს წიგნის მკითხველთა კლუბის ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ხელმძღვანელის, წევრის უფლება-მოვალეობებს.

მუხლი2. მკითხველთა კლუბის მიზნები და ამოცანები

მკითხველთა კლუბის მთავარი მიზნებია:

1. მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.

2. მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება.

3. კითხვისა და კრიტიკული აზროვნების, განსჯისა და წვდომის უნარ-ჩვევის გამომუშავება.

4. მოსწავლეთა აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება

5. აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის,სოციალური კომუნიკაციის უნარების განვითარება.

6. ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემის უნარის განვითარება.

7. ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა- განვითარება.

მუხლი 3. მკითხველთა კლუბის ფუნქციები:

1. მოსწავლეთა მიერ ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვა. მათში მოცემული ინფორმაციის გაგება ,გააზრება და გამოყენება.

2. სხვადასხვა აქტივობის დაგაგმვა-განხორცელება, შეხვედრების, წაკითხული ლიტერატურის განხილვების ორგანიზება.

3. ლიტერატურის სწავლისა და მასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება.

მუხლი 4. მკითხველთა კლუბის წევრობა

1. მკითხველთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს გაწევრიანების სურვილს.

2. წევრობა არის ნებაყოფლობითი და მკითხველთა კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა კლუბის წევრიც.

მკითხველთა კლუბის წევრს უფლება აქვს:

• მონაწილეობდეს მკითველთა კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში

• ისარგებლოს მკითხველთა კლუბის ყველა რესურსით.

მკითხველთა კლუბის ხელმძღვანელობა

• მკითხველთა კლუბს ხელმძღვანელობს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი,რომელიც გამოხატავს ინიციატივას, მზადყოფნას საკლუბო მუშაობის წარმართვისა და წარმოადგენს განაცხადსა და სამოქმედო გეგმას.

• ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს და წარმართავს საკლუბო მუშაობას.

• ზრუნავს მკითხველთა კლუბის საქმიანობისა და ეფექტური მუშაობისათვის.

კლუბის სამუშაო პერიოდი

• კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო სემესტრებს

• კლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ, ასევე საჭიროებისამებრ.

• კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ,

• საჭიროებისამებრ იკრიბება შაბათ-კვირას.

კლუბის ხელმძღვანელი:ქეთი ყიფიანი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *