Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისში გრძელდება დედაენის დღესთან მიძღვნილი ღონისძიება

14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედაა გამოცხადებული.

სკოლა ანაბასისის IV ბ კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს და წარმოადგინეს პროექტი “ენა ბურჯია ერისა”.

მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაენის მნიშვნელობის შესახებ. მათ აღნიშნეს,რომ დედაენის გარეშე გაზრდილი ადამიანი შორდება საკუთარ ფესვებს, კულტურასა და ტრადიციას, რომ ქართული ენა არის განძი, რომლის დაცვა ყველა ქართველის ვალია.

პედაგოგი თამარ ვეფხვაძე.

Categories
სკოლა ანაბასისი

III ა კლასში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

სკოლა ანაბასისის III ა კლასში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ” ქართული ენა ეს ღმერთების ენაა”,სადაც მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები დედაენის დაცვის და გაფრთხილების აუცილებლობაზე, წაიკითხეს ლექსები და ბრძნული გამონათქვამები.

პედაგოგი თეა გურაბანიძე.

Categories
სკოლა ანაბასისი

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას? …..სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას…. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…”

წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე)

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.

სკოლა ანაბასისის IX კლასში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე „ლირიული ინტერმეცო“, სადაც მოსწავლეებმა და მასწავლებელმა ინტერაქტიული მეთოდით განიხილეს რომანი „მთვარის მოტაცება“,ახსნეს სიმბოლოები და ისაუბრეს მეოცე საუკუნეზე-უჟამობის ხანაზე და ახალ ადამიანზე.

გაკვეთილის დასასრულს გაიხსენეს უმაღლეს პრეგისტალზე აყვანილი იოანე ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ და იმსჯელეს ქართული ენის დაცვის აუცილებლობაზე.

პედაგოგი მარეხ ფორჩხიძე

Categories
სკოლა ანაბასისი

მეექვსე ბ კლასში ჩატარებული ბუნების გაკვეთილი

სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფმა მეექვსე ბ კლასში ჩატარებული ბუნების გაკვეთილი მოისმინა და განიხილა.

გაკვეთილის თემა იყო “მთები და ვაკეები”,მოსწავლეებმა შეძლეს საკითხის ნათლად გააზრება და შესაბამისი პროდუქტის შექმნა.

გაკვეთილის შემდეგ ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფსა და უფროს პედაგოგ რუსუდან გურგენაშვილს შორის შედგა შეხვედრა , მასწავლებლმა ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის წარდგენის შემდეგ , ხარისხის განვითარების ჯგუფიდან განმავითარებელი უკუკავშირი მიიღო.

Categories
სკოლა ანაბასისი

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური გამოფენა-კონფერენცია-11.04.2021წ

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური გამოფენა-კონფერენცია-11.04.2021წ

სასიამოვნო ემოციებით დატვირთული, ამაღელვებელი და საინტერესო დღე ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი მოვლენებით – ძალზე საპასუხისმგებლო ჯილდოს -იმერეთის რეგიონის სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის წოდების მოპოვება.

უდიდეს სიხარულთან ერთად გრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ,როდესაც შენი სახელი და გვარი ცხადდება ღირსეული და წარმატებული პედაგოგების გვერდით.

მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის ვინც ჩემი სიხარული გაიზიარა.

ქვედა საზანოს N 1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი “მომავლის აქტიური თაობა” წევრებთან და ყველა ჩემს მოსწავლესთან ერთად უდიდესი მადლობა პროგრამა “მომავლის თაობას”, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან პარტნიორობით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID),რომელიც პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრს.

პროგრამა “მომავლის თაობის” დახმარებით მოვახდინე საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების რეალიზება და გავიზარდე, როგორც პიროვნულად,ისე პროფესიული თვალსაზრისით.

მიხარია და მეამაყება, რომ წლებია ერთად მოვდივართ!

მქონდა ბედნიერება თქვენთან მეთანამშრომლა ორი სკოლიდან და თქვენი პროექტებით და გრანტებით ორივე სკოლაში მიეღო სასკოლო საზოგადოებას სარგებელი.

ქედს ვიხრი თქვენს წინაშე მადლიერების და სიყვარულის ნიშნად!

ვისურვებდი მსგავსი სახის პროგრამების მომავალში გაგრძელებას და მათთან წარმატებულ თანამშრომლობას ჩვენი მომავალი თაობის აღზრდისა და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისათვის.

მიხარია და მეამაყება თქვენი გუნდი წევრი რომ ვარ!

მომავლის თაობა / Momavlis Taoba • EDEC

მომავლის თაობა • Momavlis Taoba | EDEC

სამოქალაქო ინიციატივები/”მომავლის თაობა”

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი

#PHinternational

#განათლებისმეცნიერებისკულტურისდასპორტისსამინისტრო

სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლა

სკოლა ანაბასისი

Categories
სკოლა ანაბასისი

ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით ჩატარებული გაკვეთილი

ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლა ანაბასისში სამოქალაქო განათლების პედაგოგის თეა სამხარაძის ხელმძღვანელობით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, სადაც სასკოლო საზოგადოების წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ მეშვიდე კლასის მოსწავლეები,რომლებაც იმსჯელეს იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ფიზიკური აქტივობა საზოგადოებაში თვითდამკვიდრებაში, რატომ მიიჩნევა პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები პირველადი მოხმარების საგნებად,რატომ არის ადრეული ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევა, რატომ არის კონკრეტული ადამიანის ადიქციური ქცევა მთელი საზოგადოების პრობლემა,რატომ და როგორ გადაიქცევა სხვადასხვა ქმედება ადიქციურ ქცევად,როგორ ვთქვათ “არა”არასასურველ შემოთავაზებებზე.

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია,რომელშიც მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ჩაერთვნენ პედაგოგები.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით მსგავსი სახის შეხვედრები დაგეგმილია ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებისთვის.

მოეწყობა ფილმის ჩვენება /განხილვა,

დამზადდება საინფორმაციო სახის ბროშურები და დარიგდება სკოლასა და ქალაქში.

#მომავლისთაობა

Categories
სკოლა ანაბასისი

ჰანს ქრისტიან ანდერსენის იუბილეს აღნიშვნა სკოლა ანაბასისში

ცნობილი დანიელი მეზღაპრის ჰანს ქრისტიან ანდერსენის იუბილე სიყვარულით აღნიშნეს სკოლა ანაბასისის მეორე კლასში. პედაგოგ შორენა მუმლაძის და ბიბლიოთეკის გამგის თამარ გვალიას ინიციატივით პატარები გაეცვნენ მწერლის ბიოგრაფიას,შემოქმედებას,გაიხსენეს საყვარელი ზღაპრები, ერთობლივად განიხილეს მისი წიგნი,რომელიც სკოლის ბიბლიოთეკაშია დაცული,როგორც ქართულ, ისე რუსულ ენაზე.

Categories
სკოლა ანაბასისი

მეორე კლასში ჩატარებული ქართულის ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი

სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფმა მეორე კლასში ჩატარებული ქართულის ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი მოისმინა და განიხილა.

გაკვეთილის თემა – საინფორმაციო ტექსტი “ცხვარი”

იაკობ გოგებაშვილის მიხედვით.

გაკვეთილის შემდეგ ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფსა და წამყვან პედაგოგ შორენა მუმლაძეს შორის შედგა შეხვედრა , მასწავლებლმა ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის წარდგენის შემდეგ , ხარისხის განვითარების ჯგუფიდან განმავითარებელი უკუკავშირი მიიღო.

Categories
სკოლა ანაბასისი

ხარისხის განვითარება

სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფმა ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის მარეხი ფორჩხიძის მიერ მე-8 კლასში ჩატარებული გაკვეთილი მოისმინა და განიხილა.

გაკვეთილის თემა იყო ,, გოგლას სოფელი”.

გაკვეთილის შემდეგ ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფსა და პედაგოგს შორის შედგა შეხვედრა , მასწავლებლმა ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის წარდგენის შემდეგ , ხარისხის განვითარების ჯგუფიდან განმავითარებელი უკუკავშირი მიიღო.

Categories
სკოლა ანაბასისი

“პირველადი სამედიცინო დახმარების” განხილვა

სკოლა ანაბასისის მესამე კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით სწავლობენ საგანს “მე და საზოგადოება”, სადაც საჭირო და აუცილებებლი საკითხებია განხილული. საპროგრამო მასალის უკეთ ათვისების მიზნით კლასში მოეწყო წიგნის “პირველადი სამედიცინო დახმარება” განხილვა. მოსწავლეებმა მიიღეს დამატებითი ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვის და უბედური შემთხვევის დროს გადაუდებელი დახმარების შესახებ.

განხილვამ საინტერესოდ ჩაიარა.

პედაგოგი თამარ მალაღურაძე, ბიბლიოთეკის გამგე თამარ გვალია.