Categories
სკოლა ანაბასისი

ღია გაკვეთილი

სკოლა ანაბასისის მეშვიდე კლასში წამყვანი მასწავლებლის თეა მიქაბერიძის მიერ ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელსაც მონიტორინგს უწევდა სკოლის შეფასების ჯგუფი.

გაკვეთილის თემა: ძველი და ახალი მუსიკალური ინტონაციები.

მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს პრეზენტაციები ვივალდის,ბახის,შოპენის შემოქმედებაზე და განიხილეს მცირე მუსიკალური მოტივები.

მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ერთმანეთს დააკავშირეს ბახის “ტოკატა და ფუგა” და მათემატიკური მაგალითი, ვივალდის მუსიკის “შტორმის” ფონზე შეასრულეს ნახატი, შოპენის “პრელუდიის” თანხლებით წაიკითხეს გალაკტიონის “მთაწმინდის მთვარე”. მოსწავლეებმა სმენის,რიტმის,მხედველობის, ხელის სწრაფი მოძრაობის განვითარების მიზნით მოირგეს დირიჟორის როლი და შეასრულეს იოჰან შტრაუსის პოლკა.

დასასრულს, მოსწავლეებმა დადებითად შეაფასეს მუსიკის როლი და მნიშვნელობა, მათ არგუმენტირებულად იმსჯელეს, თუ როგორაა მუსიკა ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალება.

Categories
სკოლა ანაბასისი

ქიმიაში ჩატარებული სქემით გათვალისწინებული გაკვეთილი თემაზე : PH 117 113

ქიმიაში ჩატარდა სქემით გათვალისწინებული გაკვეთილი თემაზე : PH 117 113

77 421 118 77 141 113 524 322 323 221 77.

ჰორტენზია ლურჯი თუ ვარდისფერი.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ნივთიერებათა კლასიფიცირებას მათი შედგენილობის, ფიზიკური, ქიმიური თვისებების მიხედვით.

ქიმიური პროცესების კვლევის მიზნით კვლევის პროცესების დაგეგმვას;

ქიმიური პროცესების კვლევისათვის საჭირო პროცედურების განხორციელებას გაკვეთილზე განხილული მასალის დაკავშირებას სხვა სასწავლო დისციპლინებთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის განვითარების ჯგუფის წევრები, რომლებმაც უკუკავშირი მისცეს ქიმიის პედაგოგ

ქეთევან ედიბერიძეს.

Categories
სკოლა ანაბასისი

ი. ა. კრილოვის ბიოგრაფია და იგავ-არაკები

2021 წლის 9 ივნისს მეცხრე კლასში ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი თემაზე ი. ა. კრილოვის ბიოგრაფია იგავ-არაკის, როგორც დიდაქტიკური ჟანრის განვითარების ისტორია.

მიუხედავად იმისა, რომ ი.ა. კრილოვი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ორ საუკუნეზე მეტი წლის წინათ, მისი შემოქმედება დღესაც აქტუალურია, რადგან ის მანკიერებები, რომელთაც ის ხედავდა საზოგადოებაში, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტად არის ფესვგადგმული დღევანდელობაში.

კრილოვი დღესაც გვასწავლის ზნეობას და იმ მანკიერებების აღმოფხვრის გზებს, რომლებიც ჩრდილს აყენებს ჩვენს საზოგადოებას და ხელს გვიშლის სრულყოფილი,თავისუფალი,სამართლიანი და ცივილური საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისში ხელოვნების კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

სკოლა ანაბასისში ხელოვნების კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

მეცხრე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ -მუსიკალური კომპოზიცია “ხელოვნებაა თავად უკვდავება”,სადაც ისაუბრეს ხელოვნების ცალკეული დარგების შესახებ-თეატრი, კინო, ქორეოგრაფია, ფერწერა, მუსიკა.

მოსწავლეებმა სიყვარულით გაიხსენეს ზესტაფონელი ცნობილი ხელოვანები: უშანგი ჩხეიძე,სერგო ზაქარიაძე, ვარინკა წერეთელი.

ღონისძიებაზე შესრულდა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.

ბიბლიოთეკის გამგე თამარ გვალია დიდ მადლობას უხდის მოსწავლეებს თანამაშრომლობისა და იდეის განხორციელებაში თანადგომისთვის.

Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისში სააღდგომოდ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია მოეწყო

სკოლა ანაბასისში სააღდგომოდ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია მოეწყო, რომელშიც მთელი სასკოლო საზოგადოება აქტიურად ჩაერთო.

მშობელთა და პედაგოგთა გულისხმიერი დამოკიდებულების შედეგად შეგროვებული სურსათ-სანოვაგე, პირველადი მოხმარების ნივთები , ტანსაცმელი და სათამაშოები გადავეცით ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბენეფიციარებს.

უღრმესი მადლობა ჩვენს გულისხმიერ მშობლებს და მთელ სასკოლო საზოგადოებას გვერდით დგომისა და დახმარებისთვის!

წლებია ერთობლივი ძალისხმევით წარმატებით ხორციელდება ჩვენი საქველმოქმედო პროექტი,რომლის დევიზია: „ჩვენ ყველასთან მივალთ , ვისაც ვჭირდებით“ .

ჩვენი პროექტით სარგებელს იღებენ ის ოჯახები, ვისთვისაც თითოეული ჩვენგანის დახმარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

პროექტით სარგებელს იღებენ ჩვენი მოსწავლეებიც ,რომელთა მეხსიერებაში წარუშლელად დარჩება „სიკეთის გაკვეთილები“ და რეალურ ცხოვრებაში ისინი „სიკეთის ელჩებად“ გვევლინებიან!

#სიკეთეგადამდებია!

#გააგრძელესიკეთე!

Categories
სკოლა ანაბასისი

ხარისხის განვითარება

სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფმა მეხუთე კლასში ჩატარებული გაკვეთილი მოისმინა და განიხილა.

გაკვეთილის თემა – ვულკანები.

გაკვეთილმა დასახულ მიზანს მიაღწია.

გაკვეთილის შემდეგ ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფსა და პედაგოგ რუსუდან გურგენაშვილს შორის შედგა შეხვედრა , მასწავლებლმა ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის წარდგენის შემდეგ , ხარისხის განვითარების ჯგუფიდან განმავითარებელი უკუკავშირი მიიღო.

Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისში დედამიწის დღე სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს

ანაბასისში დედამიწის დღე სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს!

§ პირველად დედამიწის დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოს დამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად.

§ დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

§ საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა. მას შემდეგ, ყოველწლიურად, ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

§ სკოლა ანაბასისში დედამიწის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. ( ღონისძიებებს ორგანიზება გაუწია სკოლის დირექტორმა ქეთევან ედიბერიძემ და სკოლის ხარისხის განვითარების მენეჯერმა თეა სამხარაძემ)

§ პირველკლასელებმა (კლასის ხელმძღვანელი ლოლიტა ნებიერიძე წარმოადგინეს ლამაზი , კოსტუმირებული, შთამბეჭდავი პერფორმანსი ,,დედამიწა საფრთხეშია“ გაბრიელა დვალის მიერ შესრულებულმა მაიკლ ჯექსონის სიმღერამ ,,დედამიწა“ ემოციურად დამუხტა

მსმენელები.

§ ჩატარდა ესეების კონკურსი ,, ადამიანი და ბუნება“ ( ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ მალაღურაძე და ქართულის მასწავლებლები ნატო სამხარაძე,მარეხი ფორჩხიძე) გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლეები: მეშვიდე კლასელები ელენე მელაძე , ქეთი ცერცვაძე, ანასტასია ჯაფარიძე, ,ნია ცერცვაძე, მიხეილ სხილაძე,ანასტასია ჯუღელი.

,,დედამიწა ჩვენი სახლია, ჩვენი, კერიაა, რომელიც დღემდე გვემსახურება, რომელსაც დიდ ზიანს ვაყენებთ, მაგრამ მაინც ჩვენს გვერდით დგას. დაგვიბერდა ჩვენი დედამიწა, თუმცა მაინც წვალებით გვიძლებს და გვივლის“ აღნიშნავს მე -7 კლასის მოსწავლე ქეთი ცერცვაძე.

§ მე-7 , მე-8 კლასებში ჩატარდა ვიქტორინები ეკოლოგიურ საკითხებზე ( პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე , თეა სამხარაძე)

§ მოეწყო კონფერენცია ,, გაუფრთხილდეთ დედამიწას“ (ხელმძღვანელები ქიმიის მასწავლებლები მარინა ხუსკივაძე და ქეთევან ედიბერიძე) , კონფერენციის მოდერატორები იყვნენ მე-9 კლასელი მოსწავლეები თამარ კაპანაძე და ანანო შერგელაშვილი.

მე-10 კლასელი მოსწავლეების: ელენე ჩუბინიძის, დავით ჯინჭარაძის, თემურ გოგიაშვილის მიერ საინტერესო და აქტუალური ეკოლოგიური პრობლემები იქნა განხილული: ოზონის შრე, ოზონის შრე და ცხოველები, დედამიწის დაბინძურების ხარისხი და მოსალოდნელი საფრთხეები. ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიოპლასტმასების წარმოება რძისაგან გააცნო თანატოლებს ათასწლეულის ინოვაციური კონკურსის ნახევარფინალისტმა გუნდმა ,,ანაბასისმა“ (წევრები :ხატია ჩიბურდანიძე, ქეთათო ნებიერიძე, მარიამ გოგიაშვილი, გიორგი ლილუაშვილმა, ნიკოლოზ ბოგვერაძე) და რძიდან თავიანთი დამზადებული ნივთები- ღილები, მძივები, სათამაშოები წარმოადგინეს.

§ ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ,,რა , სად, როდის?“ თემაზე ,,დედამიწა ჩვენი სახლია“ ( ტექნიკური ოპერატორი გიორგი ფერაძე), მასში მონაწილეობა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეთა მიერ დაკომპლექტებულმა ოთხმა გუნდმა მიიღო. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობები 5 კატეგორიაში მოესინჯათ:

§ 1. ცოცხალი ბარომეტრები;

§ 2. ჩვენ და ეკოლოგია;

§ 3. ბრძნული გამონათქვამები ბუნებაზე;

§ 4. წითელი წიგნი;

§ 5. სხვადასხვა ;

თამაში საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა, შეკითხვები განკუთვნილი იყო დარბაზისთვისაც, რამაც ჩართულობის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა.

§ მე-4 კლასის მოსწავლეების მიერ (კლასის ხელმძღვანელები მარინა ჭულუხაძე და თამარ ვეფხვაძე, ხელოვნების პედაგოგი ნანა გიორგაძე) სკოლის ეზოში ბუნების დაცვის თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

§ ანაბასისელებმა დედამიწის დღეს ეზოში მუსიკის ფონზე მხიარული სანახაობა მოაწყვეს და სიმბოლურად დარგეს მცენარეები სკოლის ეზოში.

Categories
სკოლა ანაბასისი

წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ანაბასისში

წიგნის საერთაშორისო დღე სკოლა ანაბასისის მეორე კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი ლანა ჩუბინიძე) ბიბლიოთეკაში სტუმრობით აღნიშნეს. მათ დაათვალიერეს წიგნადი ფონდი, სადაც სხვადასხვა თემატიკის ,შინაარსის და გამოცემის წიგნებია თავმოყრილი. ბიბლიოთეკის გამგემ თამარ გვალიამ პატარებს გააცნო ახლად გამოცემული სამტომეული “ქართული მარტო ენაა?!”, “სხვა საქართველო სად არის?”, “მოდიოდა ნინო მთებით”. მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებზე. ღონისძიებაზე ჟღერდა წიგნების შინაარსის შესაბამისი ქართული მელოდიები.

Categories
სკოლა ანაბასისი

II ბ კლასში ჩატარებული ქართულის ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი

სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფმა II ბ კლასში ჩატარებული ქართულის ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი მოისმინა და განიხილა.

გაკვეთილის თემა – ჩიტბატონა.

გაკვეთილმა დასახულ მიზანს მიაღწია.

გაკვეთილის შემდეგ ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფსა და პედაგოგ შორენა მუმლაძეს შორის შედგა შეხვედრა , მასწავლებლმა ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის წარდგენის შემდეგ , ხარისხის განვითარების ჯგუფიდან განმავითარებელი უკუკავშირი მიიღო.

Categories
სკოლა ანაბასისი

პროექტი

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ექსპერტთა დამოუკიდებელმა კომისიამ , შეფასების კრიტერიუმების მიხედვით სკოლა ანაბასისის მოსწავლეთა გუნდს ნახევარფინალში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა.

20 აპრილს გუნდის წევრები განხორციელებული პროექტის პრეზენტაციით კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე ჟიურის წინაშე ონლაინ წარსდგნენ.

გუნდის მიერ განხორციელებული პროექტის ,,რძე, ღილები და სამკაულები” მიზანი იყო ბიოპლასტმასის , გალალიტის დამზადება რძისაგან, რომელსაც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვიყენებთ. მოსწავლეებმა შეძლეს დაემზადებინათ რძისაგან ყელსაბამი, ღილები, სათამაშოები. ბიოპლასტმასებმა შეიძლება ჩაანაცვლოს პლასტმასებისაგან დამზადებული საგნები, რომლებიც იწვევენ ალერგიას, ძალიან დიდხანს რჩებიან გარემოში და არ იშლებიან.

გალალიტის წარმოება გავრცელებული იყო ევროპაში გასული საუკუნის დასაწყისში, შემდეგში კი დავიწყებას მიეცა. გუნდს მიაჩნია, რომ გალალიტის წარმოებას საქართველოში მომავალი აქვს. რადგან რძე განახლებადი რესურსია, შედარებით იაფია (შეიძლება ისეთი რძის გამოყენებაც, რომელიც საკვებად უვარგისია , ამჟავებულია)მისგან მიღებული ბიოპოლიმერი ეკოლოგიურად უსაფრთხოა. მისი წარმოება ქვეყნის ეკონომიკასაც წაადგება და დამატებით სამუშაო ადგილებსაც გააჩენს.

ხელმძღვანელი ქიმიის პედაგოგი ქეთევან ედიბერიძე.

წარმატებები გუნდს!