ანაბასისელი მეექვსეკლასელები ზღაპარ -ქალაქს ესტუმრენ,სადაც კლავიშზე აფარფატებულ პეპლებსაც შეხვდდნენ, ყირამალა მოსიარულე კაცსაც , ქარების დამმორჩილებელს, მექუდესაც და ნაღვლიან კლოუნსაც, ქალაქის გდარჩენას რომ ცდილობდა მავნე სენისგან- ჩემოდნების სიყვარულისგან, მექუდეც შეიყვარეს, მხოლოდ პირველ ქუდს რომ კერავდა პატარებისათვის, ცისფიქრიან ადამიანებად რომ ქცეულიყვნენ.. დიდი მადლობა ქართულის პედაგოგ ქალბატონ მარეხ ფორჩხიძეს და მის აღსაზრდელებს არაჩვეულებრივი სანახაობის მოწყობისათვის! როგორ მოგვნატრებია სცენა და მსახიობობა!
სკოლა ანაბასისი. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა.სკოლა ანაბასისში მეექვსე მეორე კლასში ქართულის წამყვანი მასწავლებლის ელისო ბერაძის მიერ ჩატარდა გაკვეთილი თემაზე,, ხელი გავუწოდოთ ბუნებას“. რომელსაც დააკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი. გაკვეთილი კლასში განხორციელებული კომპლექსური დავალების ერთ-ერთი ეტაპი იყო. მოსწავლეებმა შეძლეს შეექმნათ კედლის გაზეთები(გაერთიანებულნი იყვნენ 4 ჯგუფად),წარმოედგინათ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია,პრეზენტაციისას წარმოადგინეს მთავარი იდეა და გამოიტანეს დასკვნა,შეძლეს ,გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება ბუნების მიმართ,წარმოეჩინათ გუნდური მუშაობის,შემოქმედებითი და წერითი უნარების ცოდნა. მოსწავლეთა აქტიურობა,შემოქმედებითობა(წარმოადგინეს საკუთარი შექმნილი ლექსები და მოთხრობები ბუნების დაცვის თემაზე),სითამამე პრეზენტაციების წარმოდგენის დროს, მსჯელობის თანმიმდევრულობა,საკუთარი მოსაზრებების საილუსტრაციოდ კონკრეტული მაგალითების მოხმობა,ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ელემენტების ეფექტურად გამოყენება,დროის ლიმიტის დაცვა,კორექტულობა სხვა ჯგუფების მონაწილეთა მიმართ.გაკვეთილზე აქცენტი გაკეთდა ,რომ ჩვენი პლანეტა და ჩვენი ჯანმრთელობა ეს მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული ცნებებია! დავიცვათ პლანეტა ! ნიშნავს დავიცვათ ჯანმრთელობა! ხელი გავუწოდოთ ბუნებას! ნიშნავს ვიზრუნოთ ჯანმრთელობის დასაცავად! მასწავლებელის მიერ გაკვეთილისთვის წინასწარ შერჩეული ან იმპროვიზირებული სწავლების ყველა სტრატეგია მიზნის შესაბამისი იყო . მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობის დროს იყენებდა მრავალფეროვან კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებისაგან დაფიქრებას, საკითხის გააზრებასა და მსჯელობას მოითხოვდა. მასწავლებელი თანმიმდევრული იყო კითხვების დასმის დროს, იწყებდა მარტივით და თანდათან ართულებდა მათ. მაღალი სააზროვნო დონის შეკითხვების გამოყენებით მასწავლებელი აგრეთვე ხელს უწყობდა მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. ხშირად კითხვის დასმის ინიციატორები მოსწავლეებიც იყვნენ. მასწავლებელი ეფექტურად იყენებდა მათ ინიციატივას და გაკვეთილი დინამიურად მიმდინარეობდა. მოსწავლეები არგუმენტირებულად მსჯელობდენ, – აჯამებდენ, გამოქონდათ დასკვნები. მასწავლებელი ფასილიტატორის როლში იყო და მთელ კლასს წარმატებით რთავდა სწავლა-სწავლების პროცესში. წარმატებები მასწავლებელს და მოსწავლეებს!
სკოლა ანაბასისი. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა.ამჟამინდელი პანდემიის, დაბინძურებული პლანეტისა და დაავადებების მზარდი სიხშირის პირობებში, ჩვენი პლანეტა და ჩვენი ჯანმრთელობა ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება. სკოლა ანაბასისის მე-4 ა და მე-4 ბ კლასის მოსწავლეები – პედაგოგები ნანა ფერაძისა და სალომე კაკაურიძის ხელმძღვანელობით გლობალური მასშტაბის პროექტის ,,გაკვეთილები საზღვრების გარეშე ” სემინარში ჩაერთნენ : ,გარემოს დაცვა.“ ჩვენმა მოსწავლეებმა თანატოლებს მომზადებული პრეზენტაციებითა და პოსტერებით გააცვნეს თავიანთი დამოკიდებულება გარემოს დაცვის საკითხებზე , ასევე მოისმინეს ვიეტნამელი, რუმინელი და ინდოელი მოსწავლეების მოსაზრებები. შეხვედრის შედეგად ბავშვებს განუვითარდათ ინგლისური ენის მოსმენითი და სასაუბრო უნარები, აუმაღლდათ ცნობიერება, გარემოს დაცვის საკითხებზე . სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის ეკოკლუბის წევრები . ანასტასია ჯუღელი მიესალმა სემინარის მონაწილეებს. ვიეტნამის სკოლის წარმომადგენლმა და ჩვენ მასწავლებლებთან ერთად შემდგომი თანამშრომლობის გზები დაგეგმა.წარმატებები მასწავლებლებს და მოსწავლეებს!შეხვედრის ორგანიზატორმა ვიეტნამის წარმომადგენელმა გულთბილი წერილი გამოგვიგზავნა.Bac Cuong Primary School in Lao Cai City, Lao Cai Province, Vietnam loves you so much Ms. Nana Peradze Teacher at Anabasisi School Ms. Salome KakauridzeTeacher at Anabasisi School Dr.Inga Kharchilavaat Kvaliti Village School Ms. Laura Stanciu at Scoala Superioara Comerciala Nicolae Kretzulescu Ms. Marina Turashvili Teacher at Vardzia Public School Ms. Le Thi Anh Minh English teacher at Tan Phu Primary School in Tan Son District – Phu Tho ProvinceMs. Duong Thi Hoc English teacher at Minh Luong Primary School in Van Ban District – Lao Cai ProvinceMs Doan Thi Thanh Thuy English Teacher at Bac Cuong Primary School in Lao Cai City, Lao Cai ProvinceMs Đặng Thuy Hoa English teacher at Ly Tu Trông Secondary School in Lao Cai city, Lao Cai Province, TOP 10 PRIMARY SCHOOLS IN LAO CAI CITY, LAO CAI PROVINCETOP 2 SECONDARY SCHOOLS IN LAO CAI CITY, LAO CAI PROVINCE Integration Happy Confident Share Expand Let’s do together… Become a Global CitizenLove all so much თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს! ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, საერთო საქმეები, რომელიც შეიძლება ერთად ვაკეთოთ! წარმატებები!
სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი ინგლისური ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებლის სოფიო გიორგაძის მიერ მე-5 კლასში ჩატარებულ გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა. გაკვეთილის თემა იყო: ,,ჩემი სახლი” მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი ლექსიკური მარაგით ინგლისურ ენაზე წარმოედგინათ პრეზენტაციები, ეპასუხათ დასმული შეკითხვებზე,აღეწერათ მასწავლებლის მიერ მიწოდებული სლაიდები, აჩვენეს რომ გამომუშავებული აქვთ შესაბამისი ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლიათ მისი გამოყენება, შეთავაზებულ წინადადებებში შეძლეს სწორი და არასწორი ინფორმაციების გარჩევა. აქტურად ჩაერთნენ ,,Memory Game–ში, რომლისთვისაც სპეციალური ელექტრონული პროგრამა გამოიყენა პედაგოგმა , მე-5 კლასელებმა უმოკლეს დროში შეძლეს დამალული ფოტოების გამოცნობა და გახსნა. გაკვეთილი მიმდინარეობდა დინამიურად და საინტერესოდ . შექმნილი იყო თანამშრომლობითი , პოზიტიური სასწავლო გარემო . წარმატებები მოსწავლეებს და მასწავლებელს!
სკოლა ანაბასისი. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა. სკოლის წამყვანი მასწავლებლის მარინა კაპანაძის მიერ რუსულში, მე-8 ბ კლასში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი”. მოსწავლეებმა შეძლეს ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ლექსიკო-გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენება, მინი დიალოგების შედგენა , ტექსტი ინტერვიუ ,,მარია შარაპოვა “წაკითხვა , გაგება, გააზრება, დასკვნების გამოტანა, რამაც საშუალება მისცა მათ აღეწერათ შეთავაზებული ილუსტრაციები და წერილობითი რეკომენდაციები მიეცათ თანატოლებისა და უმცროსი მეგობრებისათვის . მათ შექმნეს ფოტოგამოფენა, რომელთა გამოყენებით შეიძლება საინფორმაციო ბუკლეტების დაამზადება .,ჯანსაღი ცხოვრება უალტერნატივოა” გაკვეთილზე დაკვირვებას აწარმოებდა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი. მასწავლებლის მიერ გაკვეთილისათვის შეჩეული იმპროვიზებული სწავლების ყველა სტრატეგია მიზნის შესაბამისი იყო. მოსწავლეები არგუმენტირებულად მსჯელობდნენ , აჯამებდნენ და დასკვნებს აკეთებდნენ. წარმატებები მოსწავლეებს და მასწავლებელს!
სკოლა ანაბასისში პროექტ ,,მადლობა თავისუფლებისათვის!“ფარგლებში რამდენიმე აქტივობა განხორციელდა 1. საინფორმაციო სემინარი ,,9 აპრილი საქართველოს ისტორიაში“ მოსწავლეთა თვითმართველობის წევრებმა ანასტასია ჯუღელმა, ქეთი ცერცვაძემ , ანი კობერიძემ თანატოლებს წარუდგინეს საინტერესო პრეზენტაციები ,,სისხლიანი 9 აპრილი’’, ,,9 აპრილი დღე გლოვისა,მაგრამ იმავდროულად დღე ზეიმისა’’ 2. ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“. ტიტები იქცა 1989 წლის 9 აპრილის სიმბოლოდ. სკოლის ეზოში ეკოლოგთა კლუბის ინიციატივით ტიტების არაერთი ნერგი დაირგო. 3. ,, რა ვიცით 9 აპრილზე“ თვითმართველობამ შეიმუშავა კითხვარი, რომლის დახმარებითაც გამოკითხა საზოგადოების წევრები. 4.,, ხეები ლექსებით იფარჩება, ხეებზე აკრავენ ღვთის ბრალდებას..“. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ რუსთაველის ჭადრებზე მიკრულ თეთრ ფურცლებს ქარი აფრიალებდა …ხელნაწერი ლექსების წინ ხალხი ჩერდებოდა , ერთი ხიდან მეორისაკენ გადაადგილდებოდნენ . ეს იყო ემოციის გამოშვების ერთ-ერთი გზა. ხალხი ხეებზე მიკრული ამ ლექსებით ყვებოდა თუ ეხმაურებოდა 9 აპრილის ღამის კოშმარს. თვითმართველობის წევრებმა სიმბოლურად ქალაქის ქუჩებში ხეებზე თეთრ ფურცლებზე დაწერილი ის ლექსები გააკრა რომელიც 33 წლის წინ რუსთაველზე ფრიალებდა ხეებზე და საზოგადოების ყურადღებას იპყრობდა. ,,ჩემო სამშობლოვ, ჩემო ერო , ჩემო ქალაქო უიარაღოს იარაღით როცა გებრძვიან ეს იმას ნიშნავს , ძლიერი ხარ უიარაღოც“გვახსოვს და გვტკივა 9 აპრილი…. მადლობა თავისუფლებისათვის! -სკოლა ანაბასისის მოსწავლეთა თვითმართველობა.
სკოლა ანაბასისი. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა. ჯანსაღი ცხოვრების წესი არა მხოლოდ კონკრეტულ პრინციპებზე დაყრდნობით ცხოვრებაა, არამედ, პირველ რიგში, გააზრებული ქმედებების ერთობლიობაა, რომელიც ასევე მოიაზრებს კარგი სოციალური კავშირების ჩამოყალიბებას, საკუთარ თავზე ზრუნვას, ჯანსაღ ურთიერთობებს და ა.შ შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების წესი ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობის ნაზავია. ანაბასისის და და დილიკაურის ეკოკლუბის წევრებმა ერთად დაგეგმეს ქალაქ ზესტაფონში არსებულ ფიტნეს კლუბში განეხორციელებინათ ვიზიტი და გაეცნოთ კლუბის მუშაობის პრინციპი. ადგილზე დახვდათ ინსტრუქტორი რომელმაც მოსწავლეთა კითხვებს უპასუხა. ფიტნესი სათავეს ამერიკიდან იღებს, ის ჩამოყალიბდა 90-იან წლებში როგორც ბოდიბილდინგის ალტერნატივა. ბოდიბილდინგი ორიენტირებულია სხეულის მაქსიმალურად დიდი კუნთოვანი მასის მიღებაზე, ვარჯიშით და ანაბოლური სტეროტიდების (პრეპარატები) დახმარებით. ფიტნესი სხვა სისტემით მუშაობს სხეულზე – ვარჯიში და სწორი კვება, რომლის მიზანია ჯანმრთელი სხეული. სიტყვასიტყვით ფიტნესი ნიშნავს შეესაბამებოდე, იყო კარგ ფიზიკურ ფორმაში ინგლისური სიტყვიდან – to be fit. ფიტნესი იმ ადამიანების ცხოვრების განუყოფელი წესია, ვინც სულის და სხეულის ჰარმონიისაკენ ისწრაფვის, ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე და სურვილი აქვს მუდამ კარგად გამოიყურებოდეს. სამედიცინო თვალსაზრისით ფიტნესი ეხმარება გულს, სისხლძარღვებს, ფილტვებს, კუნთებს მაქსიმალურად ეფექტურ მუშაობაში, ახანგრძლივებს ახალგაზრდობას, ებრძვის ცელულიტს, აძლიერებს დიეტის ეფექტს. ფიტნესი ზრდის კუნთის ამტანობას და ძალას, მოქნილობას, არეგულირებს სხეულის შემადგენლობას – სწორ თანაფარდობას მასას (კუნთები, ძვლები, ნერვული ქსოვილები, შინაგანი ორგანოები) და ცხიმს შორის. მოსწავლეები გაეცნენ მათი ასაკისთვის შესაფერის აქტივობებს და შეეცადნენ კიდევაც ამ აქტივობების შესრულებას, ასევე ყურადღება გაამახვილეს ჯანსაღი კვებაზე, რომელზეც ამომწურავად უპასუხა ინსტრუქტორმა. ეკოკლუბის წევრები კმაყოფილნი დარჩნენ შეხვედრით და ზოგიერთმა მათგანმა სურვილი გამოთქვა კვლავ ესტუმროს ფიტნეს კლუბს და დაკავდეს სპორტული აქტივობებით.
სკოლა ანაბასისი. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა. 2022 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა.ეს მოწოდება წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას მწვანე და ჯანსაღი საფარის აღდგენისთვის! სკოლა ანაბასისის ეზოში არაერთი ხე დაირგო . ერთ-ერთი მათგანი როგორც მოწყვლადი სახეობა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“. ეს გახლავთ უთხოვარი ანუ ურთხელი. იგი გადაშენების ზღვარზე მდგომი მცენარეა. ლეგენდის თანახმად, XII საუკუნეში, თამარ მეფემ გლეხებს უთხოვარის ტყეების გაჩეხვა აუკრძალა. ამ ლეგენდას ვუმადლით და იმასაც, რომ საქართველო დღეს ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც უთხოვარის რელიქტური კორომებია შემორჩენილი.ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ მაშინ ზრუნავდნენ საკუთარი ფლორის გაიშვითებული სახეობების დაცვა-შენარჩუნებაზე. სკოლის ეზოში ასეთი იშვიათი მცენარის დარგვის იდეა მე-4ა კლასის მოსწავლეებს ეკუთვნის. კლასის ხელმძღვანელი თეა გურაბანიძე . უთხოვარი მათი ხეა, რომელზე მზრუნველობაც თავის თავზე აიღეს ! მადლობა მოსწავლეებს, მშობლებს გარემოზე ზრუნვისათვის!
სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი მათემატიკის წამყვანი მასწავლებლის ნატო აბულაძის მიერ მე-8 კლასში ჩატარებულ გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა. მასწავლებელის მიერ გაკვეთილისთვის წინასწარ შერჩეული სწავლების ყველა სტრატეგია მიზნის შესაბამისი იყო . მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობის დროს იყენებდა მრავალფეროვან კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებისაგან დაფიქრებას, საკითხის გააზრებასა და მსჯელობას მოითხოვდა. მაღალი სააზროვნო დონის შეკითხვების გამოყენებით მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. გაკვეთილი წარიმართა ისე , რომ მოსწავლეები კოგნიტურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში. იგი თავიდან ბოლომდე ხალისიანად და დინამი-ურად მიმდინარეობდა, მასწავლებელი იყენებდა მრავალფეროვან სტრატეგიებს. პროცესი იყო ინტერაქტიური, რამაც უზრუნველყო გაკვეთილის მიზნის მიღწევა მოსწავლეებმა შეძლეს წრფივ ორუცნობიან განტოლებათა სისტემის ამოხსნის ჩასმისა და გრაფიკული ხერხების განმტკიცება და ალგებრული შეკრების ხერხის დაუფლება. ერთი და იგივე საკითხის სხვადასხვა მხრიდან დანახვამ ხელი შეუწყო საკითხის ღრმად გააზრებას.გაკვეთილზე წარმოჩინდა მოსწავლეების მიერ ელექტრონული პროგრამაში geogebra მუშაობის უნარების ფლობა, რამაც მათი ცოდნა გაკვეთილზე განხილულ საკითხთან დაკავშირებით მარტივად აღქმადი გახადა. წარმატებები პედაგოგს და მოსწავლეებს
სკოლა ანაბასისი. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა. 7აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს – 1948 წლის 7 აპრილს.ყოველ წელს, ამ დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უძღვნის ერთ კონკრეტულ თემას და ცდილობს ამ თემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ამჟამინდელი პანდემიის, დაბინძურებული პლანეტისა და დაავადებების მზარდი სიხშირის პირობებში, 2022 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა.ეს მოწოდება წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას მწვანე და ჯანსაღი საფარის აღდგენისთვის, COVID-19 პანდემიასთან ბრძოლისათვის , რომელიც ინდივიდებისა და პლანეტის ჯანმრთელობას აყენებს საზოგადოების ყურადღების ცენტრში.სკოლის ეკოკლუბისა და სამოქალაქო კლუბების ინიციატივით მოსწავლეთა საზოგადოებას ეწვია ზეტაფონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგი თინათინ ფორჩხიძე, რომელიც მოსწავლეებს ჯანმრთელობასა და ვაქცინაციაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ყოველწლიურად ვაქცინებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უნდა ვუმადლოდეთ. COVID-19-ის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შემუშავება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის პროცესში, იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს და ჩვენ კვლავ დავუბრუნდეთ საყვარელი საქმეების კეთებას, საყვარელ ადამიანებთან ერთად კვლევასა და განვითარებაში ჩადებული უპრეცედენტო ინვესტიციების და გლობალური თანამშრომლობის შედეგად, მეცნიერებმა COVID-19–ის წინააღმდეგ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შემუშავება რეკორდულ დროში მოახერხეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმარმა ამომწურავად უპასუხა მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს. დიდი მადლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ ცენტრს სკოლასთან თანამშრომლობისათვის.