ტვინების ბრძოლა! საქართველოს ჩემპიონატი გუნდურ-ინტელექტუალურ თამაშში!
2023 წლის 2 აპრილს ტვინების ბრძოლის იმერეთის რეგიონულ ჩემპიონატს, ქალაქ ზესტაფონში, კონსტრუქტ2 • Construct2 მასპინძლობდა .
ტვინების ბრძოლის მიზანია ახალგაზრდობის თვითრეალიზაციისთვის ხელის შეწყობა, წიგნიერების პროპაგანდა მოსწავლე ახალგაზრდებში და ცოდნის წახალისება.
სკოლა ანაბასისის გუნდმა „ ვარსკვლავები “ , რომლის წევრები არიან -დავით აბაშიძე, თეკლა ლუტიძე, მათე კობახიძე, ამირან კაკაურიძე, სანდრო ლეჟავა- წარმატებით იასპარეზა რეგიონულ ჩემპიონატზე და მონაწილეობას მიიღებს ფინალურ თამაშში, რომელიც გაიმართება 2023 წლის 23 აპრილს;
ფინალში გამოვლინდება სამივე ასაკობრივი კატეგორიის ქვეყნის ჩემპიონები.
ჩემპიონატის მთავარი პრიზი “ინტელექტუალური ფესტივალის საგზური” – იგივე ტვინების ბრძოლის საზაფხულო ბანაკია.
წარმატებები ანაბასისის „ვარსკვლავებს “
ტვინების ბრძოლის ხელმძღვანელი პედაგოგი თეა სამხარაძე.
2023 წლის 7 აპრილს, ჯანდაცვის მსოფლიო დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნა 75 წლის იუბილე. სკოლა ანაბასისში ეს დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია ,, ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა“ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა 15%-ით დამოკიდებულია სამედიცინო სამსახურის ორგანიზაციაზე, 15%-ით – გენეტიკურ თავისებურებებზე, ხოლო 70%-ით – კვებისა და ცხოვრების წესზე.
დღეს უკვე ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ რაციონალური კვება ჯანმრთელობის შენარჩუნების, ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ზრდისა და განვითარების ძირითადი პირობაა. სრულფასოვანი საკვები გულისხმობს არა მარტო მის ენერგეტიკულ ღირებულებას, ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით დაბალანსებული რაციონის არსებობას, არამედ მის უზრუნველყოფას ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და მინერალებით. სწორედ ვიტამინებზე გაკეთდა ძირითადი აქცენტი პრეზენტატორების მიერ. სკოლაში მოეწყო პოსტერების გამოფენა ჯანსაღი ცხოვრების წესის თემატიკაზე.
მოსწავლეები ეწვივნენ ზესტაფონში არსებულ მრავალფუნქციურ ქალთა ესთეტიკისა და ფიტნეს ცენტრს,სადაც არის გარემო ქალბატონებმა იზრუნონ სილამაზე , ჯანმრთელობაზე და პოზიტიურ განწყობაზე. მათ გულთბილად უმასპინძლა ცენტრის ხელმძღვანელმა თეო სუთიძემ.
მოინახულეს ვაჟთა ფიტნეს კლუბი, რომელშიც ჯანმრთელობას ვაჟები იკაჟებენ.
ბლექსი საცურაო აუზში სტუმრობისას წარმომადგენელი მოსწავლეებს ცურვის მნიშვნელობაზე ესაუბრა .,, ცურვა საოცრად კარგი გზაა თქვენი სხეულისა და გულ-სისხლარღვთა სისტემის ასამუშავებლად. ერთსაათიანი ცურვა იმდენ კალორიას წვავს, რამდენსაც სირბილი , თანაც ძვლები და სახსრები ბევრად ნაკლებ ზეწოლას განიცდის. ‘’ აღნიშნა მან.
ჩატარებულმა ღონისძიებებმა მოსწავლეები კიდევ ერთხელ დაარწმუნა ჯანმრთელობა უფლებაა და არა პრივილეგია. მას დიდი გაფრთხილება უნდა.
ღონისძიებებს ორგანიზება გაუწია სამოქალაქო, მკვლევართა და ეკოლოგთა კლუბებმა. კურატორები: თეა სამხარაძე, ქეთევან ედიბერიძე, თამარ მალაღურაძე.
სკოლა ანაბასისში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები და აქტივობები იმართება.
მე-7 ბ კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის ღონისძიება ჩაატარეს, რომელსაც ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი თამარ მალაღურაძე.
ღონისძიების დევიზი იყო – „გაზაფხული -რწმენა, იმედი…“ .
ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული, რაც საოცარ სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა.მხატვრულ ნომერს სიმღერა და ცეკვა ცვლიდა. ყველა ნომერი დიდი მონდომებით და პასუხისმგებლობით წარმოადგინეს მეშვიდე კლასელებმა. ამ ლამაზი ნომრების მომზადებაში მათ მუსიკის პედაგოგი თეა მიქაბერიძე და ცეკვის პედაგოგი სოფო ცქიტიშვილი დაეხმარათ.
ღონისძიების მომზადების პროცესში აქტიურად იყო ჩართული სკოლის ბიბლიოთეკარი თამარ გვალია.
მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინეს და ლამაზი საღამო აჩუქეს თავიანთ მშობლებს და სხვა დამსწრე საზოგადოებას.
ღონისძიების კონკრეტული ადრესატები მოსწავლეთა დედიკოები იყვნენ.თავიანთი დამოკიდებულება ლექსში , გამონათქვამებში გააცოცხლეს და მოეფერნენ დედებს. ,,დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის.’’ – ოტია იოსელიანი. ,,თუ დედა არ გენატრება და არც არაფრის გეშინია, სიცოცხლეს ფასი არ ჰქონია შენთვის. დედის მონატრებაა ადამიანობა“’… – ოთარ ჭილაძე.
ემოციურად მიულოცეს გაზაფხული დამსწრე საზოგადოებას„გაზაფხულივით ლაღები და ლამაზები ყოფილიყავით ძვირფასო ქალბატონებო, ყოველი დღე გეამაყოთ საკუთარი თავითა და საყვარელი ადამიანების მზრუნველი მზერით. დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გისურვებთ! ‘’ მიმართეს მათ დარბაზს.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს . წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს.
2013 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მიღებული დადგენილების თანახმად, 2014 წლიდან, ყოველი წლის 6 აპრილს, საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ თარიღს. ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად ღირსეულად უერთდება ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.
სკოლა ანაბასისში სპორტის საერთაშორისო დღისადმი რამდენიმე აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა მოსწავლეთა თვითმართველობისა და სკოლაში არსებული კლუბების ხელმძღვანელობით. ( კურატორები: ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე, თამარ მალაღურაძე, სპორტის პედაგოგი კობა სვიანაძე)
მოეწყო სემინარი ,, სპორტი ჩვენს ცხოვრებაში“ , რომელზეც მე-9 კლასის მოსწავლეები ანზორ მაღლაკელიძემ და ნიკოლოზ ცხადაძემ საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს მოსწავლეებს . ისაუბრეს რატომ აღვნიშნავთ ამ დღეს.მათ აღნიშნეს:
ეს დღე ყოველწლიურად იძლევა შესაძლებლობას აღვნიშნოთ სპორტის ძალა, რომელიც ხელს უწყობს სოციალური ცვლილებების განვითარებას, საზოგადოების განვითარებას, სამართლიანობისა და ჩართულობის წახალისებას და მშვიდობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას ინდივიდებს, თემებსა და ერებს შორის.
ამ დღის აღნიშვნით ჩვედნ ვიზიარებთ ხედვას, რომ სპორტი ხელს უწყობს სამყაროში პოზიტიურ ცვლილებებს.
6 აპრილი სიმბოლურად იქნა შერჩეული, რადგან სწორედ ამ დღეს – 1896 წლის 6 აპრილს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები. ასე რომ, სპორტის საერთაშორის დღე ოლიმპიადების აღორძინების თარიღს უკავშირდება.
სპორტი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს,გარდა იმისა რომ იგი წარმოადგეს ჯამრთელობის წინაპირობას ასევე მას შეუძლია უამრავი სასიკეთო რამ მოუტანოს.
“ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული”ეს ფრაზა ყველასთვის კარგად არის ცნობილი და თუ ჩვენ გვინდა რომ გვქონდეს როგორც ჯანსაღი სხეული ასევე სულიც მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მივაქციოთ და გავითავისოთ ის რომ სპორტი ამისათვის არის ის პირველი საშუალება რომელიც დაგვეხმარება ჩვენი მიზნის მიღწევაში,სპორტი ადამიანში უამრავ დადებით რეაქციას იწვევს მაგალითად.აძლიერებს იმუნიტეტს,ანვითარებს ტვინის უჯრედებს და ა.შ
სემინარი ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რა ადგილი უჭირავს სპორტს მათ ცხოვრებაში.
სკოლის ეზოში არსებულ სპორტულ მოიდანზე გაიმართა კლასებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატი და გამოვლინდა ფინალში გადასული ორი გუნდი.
მოსწავლეებმა განახორციელეს ფეხით მსვლელობა ზესტაფონში და ესტუმრნენ სპორტულ სკოლას, სადაც სკოლის დირექტორმა ბატონმა ზაზა მახათაძემ გულთბილი მასპინძლობა გაუწია მათ, ესაუბრა იმ წარმატებაზე, რომელიც ზესტაფონელმა სპორტსმენებმა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწიეს. შედეგები ნამდვილად არ არის მოკრძალებული. ორი სახელოვანი მწვრთნელის სიმონ საყვარელიძის და ჯონდო ჯანიაშვილის ვარსკვლავი სწორედ ამ დღეს გაიხსნა და სკოლის კიბის საფეხურებზევე შებიჯებისას გრძნობ პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ , რომლებმაც სასახელო სპორტსმენები გაუზარდეს სამშობლოს. მოსწავლეებმა სვლა განაგრძეს სპორტის სასახლისაკენ , დაესწრნენ რაიონულ ჩემპიონატს მაგიდის ჩოგბურთში, გაიზიარეს გამარჯვებულთა სიხარული. ანაბასისის რამდენიმე მოსწავლე ჩართული იყო რაიონის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.
განხორციელებული ღონისძიებები ემსახურებდა სპორტის პოპულარიზაციას, რომელიც მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.
2007 წელს 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აპრილის თვე აუტიზმის მსოფლიო თვედაა აღიარებული და აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება.
სკოლა ანაბასისის ეკოლოგთა, მკვლევართა, სამოქალაქო კლუბის წევრებმა ჩაატარეს სემინარი სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლის მიზანი აუტიზმთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება იყო. მე-8 კლასის მოსწავლეებმა ანი კობერიძემ და ანასტასია ჯუღელმა წარმოადგინეს პრეზენტაცია და ისაუბრეს აუტიზმზე, აუტისტური სპექტრის დამახასიათებელ ნიშნებზე, გამომწვევ მიზეზებზე, მკურნალობის მეთოდებზე, თერაპიის ტიპებზე. აუტიზმის მქონე ცნობილი ადამიანების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია, მათი რიცხვი არცთუ ცოტაა. ბილ გეიტსი, ლიონელ მესი, ენტონი ჰოპკინსი ….
აუტიზმის მქონე პირებს გააჩნიათ გამორჩეული უნარები: მათემატიკური შესაძლებლობები, კომპიუტერული მუსიკალური შესაძლებლობები, ვიზუალური აზროვნება, გარემოში ორიენტაციის უნარი ..
მონაწილეები აქტიურად ჩართნენ სემინარის მუშაობაში და საერთო დაკვნა გამოიტანეს:
აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები ისეთივე უნიკალურები არიან, როგორც თითოული ჩვენგანი.
ანაბასისის მე-3 ბ კლასის მოსწავლეები (მასწავლებელი ეკა ჯიმშიაშვილი, სკოლის ბიბლიოთეკარი თამარ გვალია)ესტუმრნენ რაიონის საბავშვო ბიბლიოთეკას. საბავშვო ლიტერატურის საერთაშორისო დღისა და გამოჩენილი დანიელი მწერლის ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღის აღსანიშნავად.
ყველასათვის ცნობილია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის თვალსაწიერის გაფართოება და მათთვის წიგნების შეყვარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ბავშვების სტუმრობა ბიბლიოთეკაში.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ანდერსენის ბიოგრაფიაზე და შემოქმედებაზე. წაიკითხეს ანდერსენის ზღაპრები და იმოგზაურეს ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროში.
დიდი მადლობა რაიონის საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლებს გულთბილი მასპინძლობისათვის , მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების გაწეული საქმიანობის მაღალ დონეზე შეფასებისათვის ! თანამშრომლობა ყველა კარგი საქმის წარმატების საწინდარია!
ყოველწლიურად, დაწყებული 2011 წლის 4 აპრილიდან მსოფლიოში აღინიშნება უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღე. ეს დღე უპატრონო ქუჩის ცხოველების თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების დღეა . სკოლა ანაბასისის ეკოლოგთა, მკვლევართა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით სამუშაო შეხვედრები გამართეს სკოლის მოსწავლეებთან, წარუდგინეს მათ საინტერესო პრეზენტაცია. პასუხები გასცეს დასმულ შეკითხვებს. ბარბარე კაპანაძემ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილა იმაზე ,რომ მსოფლიოში დაახლოებით 600 000 000 მეტი უპატრონო შინაური ცხოველია და მათ სჭირდებათ ყურადღება და დახმარება. ძაღლებს და კატებს უნდა ჰქონდეთ სახლი და მასზედ უნდა ზრუნავდნენ, მაგრამ მსოფლიოში ძალიან დიდ რაოდენობა უპატრონოა და ისინი ცხოვრობენ ქუჩაში. მათ აწუხებთ სიცივე, სიცხე, უწყლობა, შიმშილი. ხშირად ისინი დაავადებული არიან. უპატრონო ქუჩის ცხოველები ხშირ შემთხვევაში იდევნებიან მოსახლეობისა და ხელისუფალთა მხრიდან, ხშირია მათ მიმართ სისასტიკე და არაჰუმანური დამოკიდებულება.
ჩვენ, ადამიანებს, გვაქვს იმის საშუალება, რომ თანავუგრძნოთ უპატრონო ცხოველებს, დავეხმაროთ მათ, მივცეთ სახლი და გავუწიოთ მზრუნველობა და პატრონაჟი.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა მოუწოდეს მთელი მსოფლიოს ადამიანებს უპატრონო ცხოველებისადმი გამოიჩინონ ჰუმანური დამოკიდებულება, იზრუნონ მათზე, მისცენ სახლი და დაეხმარონ!
2023 წლის 30 მარტს სკოლა ანაბასისის მეშვიდე ბ კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში პროექტის -„ ვიქტორიანული ინგლისი“. პრეზენტაციები წარმოადგინეს. პედაგოგები ნაზიბროლა სვანიძე , ნანა ფერაძე. მოსწავლეებმა ისაუბრეს დედოფალ ვიქტორიასა და დეფოფალ ელიზაბეტ ll ის მეფობის პერიოდზე და იმდროინდელ განათლებაზე. პარალელები გაავლეს თანამედროვე ეპოქასთნ . არგუმენტირებულად დაასაბუთეს თავიანთ მოსაზრებები , გაგვაცნეს ის გზა რაც გაიარეს პროექტის განხორციელების პროცესში , რა სირთულეები შეხვდათ , როგორ გადაჭრეს პრობლემები, რა ცოდნა და უნარები შეიძინეს პროექტზე მუშაობის პროცესში , როგორ შეივსო მათი ლექსიკური მარაგი ინგლისურ ენაში და დანვითარდა მათი სამეტყველო , საკომუნიკაციო უნარები, ობიექტურად მოახდინეს თვითშეფასება და გამოხატეს მზადყოფნა ინგლისურ ენაზე სხვადასხვა თემატიკის პროექტები გნახორციელონ. გაკვეთილზე მონიტორინგს ახორციელებდა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი და უცხოური ენების კათედრა.
„ადამიანი ბუნების გარეშე არაფერია და ბუნება ადამიანის გარეშე“.
ანაბასისის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ეკა ჯიმშიაშვილი) საინტერესო და მრავალფეროვანი გზა გაიარეს პროეტის განსახორციელებლად თემაზე „ადამიანი ბუნების გარეშე არაფერია და ბუნება ადამიანის გარეშე“.
ბუნება როგორც ცნობილია სხვადასხვა სახის ცოცხალი სამყაროს ყველაზე დიდი შემოქმედია. გაზაფხული ყველაზე მშვენიერია წელიწადის დროთაგან. გაზაფხულზე ბუნება ძალიან ლამაზია, მზე თავის მოციქულს გზავნის დედამიწაზე, იღვიძებს ბუნება და აყვავებას იწყებს გასაოცარი სურნელების, გარეგნობისა და ფერის ყვავილები.
პროექტის მიზნები:
• მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის მოძიება როგორც წიგნებიდან ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ყვავილოვან მცენარეებზე და ინფორმაციის პრეზენტაცია საკლასო ოთახში.
• მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ წერითი და შემოქმედებითი უნარები.
• გაიღრმაონ ცოდნა ყვავილოვან მცენარეებზე როგორც ბუნებაში ასევე ლიტერატურული თვალსაზრისით.
• მოსწავლეებმა შეძლონ ყვავილოვანი მცენარეების დახასიათება აგებულების მიხედვით.
მოსწავლეებმა წიგნებისა და თანამედროვე ტენოლოგიების გამოყენებით მოიძიეს ინფორმაცია ყვავილებზე და ყვავილოვან მცენარეებზრე, ისწავლეს ლექსები სხვადასხვა ყვავილებზე, ბუნებაში შეისწავლეს ყვავილოვანი მცენარეების აგებულება, მათი მნიშვნელობა და გამოყენება, ხელოვნებაში გააფერადეს და დახატეს ყვავილები. საკლასო ოთახში წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია და შემდეგ სკოლის ეზოში დარგეს ყვავილოვანი მცენარეები.
ვულოცავთ IIIბ კლასის მოსწავლეებს და მათ პედაგოგს ეკა ჯიმშიაშვილს საინტერესო პროექტის წარმატებით განხორციელებას!
ანაბასისში მოქმედმა სასკოლო კლუბებმა- მკვლევართა კლუბმა, ეკოკლუბმა, სამოქალაქო განათლების კლუბმა- ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სტუმრად მოიწვიეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრის დირექტორი თამარ გველესიანი, ეპიდემიოლოგები თიკო ფირჩხაძე და მადონა რაბაროვსკი, რომლებმაც მოსწავლეებს მუნიციპალიტეტში ტუბერკულოზის პრევენციის, სტატისტიკის და მკურნალობის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გააცვნეს.
შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს ტუბერკულოზის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე, 1982 წლიდან, ყოველწლიურად აღინიშნება, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკრობაქტერია აღმოაჩინა და საფუძველი დაუდო დაავადების მკურნალობას.