Categories
სკოლა ანაბასისი

ჩვენი ონკანის წყალი

ჩვენი ონკანის წყალი

სასმელი წყალი — წყალი რომელიც უსაფრთხოა დასალევად ან საკვების მოსამზადებლად. კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭირო სასმელი წყლის რაოდენობა განსხვავდება და ეს დამოკიდებულია ფიზიკურ აქტივობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და გარემო პირობებზე.

ჩვეულებრივ, განვითარებულ ქვეყნებში ონკანის წყალი აკმაყოფილებს სასმელი წყლის სტანდარტებს. როგორი წყალი მოედინება ჩვენს ონკანებში ? ამ კითხვაზე კომპეტენტური პასუხის მისაღებად ეკოლოგთა, მკვლევართა და საოქალაქო განათლების კლუბის წევრები ( კლუბების ლიდერები : თეა სამხარაძე, ქეთევან ედიბერიძე, თამარ მალაღურაძე)საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ზესტაფონის სერვის ცენტრს ეწვიენ და გაესაუბრნენ ხარისხის კონტროლის სპეციალისტებს მარიამ ღიბრაძეს და რუსუდან სარალიძეს . მდინარე ყვირილას წყალი მიწისქვეშა ბუნებრივი ფიტრატის გავლით შემოდის წყალშემკრებებში, მუშავდება ქლორით , ვიდრე ქსელში წავა მოწმდება ორგანოლეპტიკურად, ბაქტეორიოლოგიურად და ქიმიურად. წყალი რომელიც სტანდარტს აკმაყოფილებს ქსელში ნაწილდება და ჩვენს ონკანებში მოედინება. თუმცა წყლის კონტროლი გეგმიურად ყველა ქუჩაზე ხდება . ყოველდღიურად 4 ქუჩის წყალი მოწმდება ადგილზე, შედეგები რეგიონალურ ლაბორატორიაში გადამოწმდება, თვეში ერთხელ კი საქართველოს წყალმომარაგების კომპანია ამოწმებს ჩვენს წყალს, კვარტალში ერთხელ სურსათის უვნებლობა. წყლის შემოწმება არაგეგმიურადაც ხდება დაზიანების დროს, რეზერვუარის დამუშავების შემდეგ. ასე რომ ჩვენი ონკანის წყალი არაერთგზის შემოწმებას გადის. ჩვენმა მასპინძლებმა მოსწავლეებს უჩვენეს როგორ ახორციელებნენ წყლის ორგანოლეპტიკურ, ბაქტეოროლოგიურ და ქიმიურ შემოწმებას. ამ პროცესებზე დაკვირვება ძალიან საინტერესო იყო. რაც მთავარია მივიღეთ კომპეტენტური პასუხი კითხვაზე როგორი წყალი მოედინება ჩვენს ონკანებში. დიდი მადლობა ჩვენს მასპინძლებს ქალბატონ მარიამს და ქალბატონ რუსუდანს.

Categories
სკოლა ანაბასისი

მასწავლებლის პროფესიული განვითარება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 14 მარტის N 291575 ბრძანების „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“- შესაბამისად შექმნილმა კომისიამ შეისწავლა სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის ქიმიის მასწავლებლის ქეთევან ედიბერიძისთვის , სამოქალაქო განათლების მასწავლებლისთვის თეა სამხარაძისთვის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის კობა სვიანაძისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების საკითხი.

კანდიდატების საქმიანობა შეფასდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) ეროვნულ დონეზე არსებული მასწავლებლის კომპლექსური შეფასება;

ბ) საერთაშორისო დონეზე არსებული მასწავლებლის კომპლექსური შეფასება.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად , სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის ქიმიის მასწავლებელს ქეთევან ედიბერიძეს და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს თეა სამხარაძეს მიენიჭათ სქემით განსაზღვრული მენტორი მასწავლებლის სტატუსი,

ხოლო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელს კობა სვიანაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

ვულოცავთ ჩვენს პედაგოგებს დამსახურებულ აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს ჩვენი მომავალი თაობის სასიკეთოდ და საკეთილდღეოდ.

Categories
სკოლა ანაბასისი

გვიყვარს ჯანსაღი და სუფთა დედამიწა!

სკოლა ანაბასისის მეორე ბ კლასში ( ხელმძღვანელი ანი კახნიაშვილი ) განხორციელდა პროექტი თემაზე „ გვიყვარს ჯანსაღი და სუფთა დედამიწა“. ყოველის წლის 22 აპრილს გარემოს დაცვის მიზნით მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება . მეორე ბ კლასიც დიდი მონდომებით შეუერთდა ამ დღეს. დედამიწა ჩვენი სახლია, მას კი ჩვენგან მოვლა და მზრუნველობა სჭირდება. პროექტის მიზნებია: . . მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის მოძიება, როგორც სახელმძღვანელოებიდან ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. . მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ წერითი და შემოქმედებითი უნარები, გაიღრმაონ ცოდნა დედამიწის შესახებ და ისწავლონ რომ დედამიწას გაფრთხილება სჭირდება. მოსწავლეებმა წიგნებიდან და თანამედროვე ტექნოლოგიებიდან მოძიებული ინფორმაცია გადმოსცეს. ისაუბრეს დედამიწაზე, მის კონტინენტებზე, ტყის ბინადარ ცხოველებსა და მცენარეებზე. საფრთხეებზე, რომელიც დედამიწას ემუქრება ადამიანების დაუდევრობის გამო და ამ საფრთხეების აღმოფხვრის გზებზე. ასევე ლამაზი ლექსებით მოეფერნენ დედამიწასა და ულამაზეს ბუნებას. პროექტის შემდეგ კი დაასუფთავეს ეზო და მცირედი წვლილი შეიტანეს დედამიწაზე ზრუნვაში. პროექტში ჩართული იყო პედაგოგი ეკა ჯიმშიაშვილი. ვულოცავთ პედაგოგ ანა კახნიაშვილს და მის აღსაზრდელებს პროექტის წარმატებით განხორციელებას.

Categories
სკოლა ანაბასისი

წიგნი ერთგული მეგობარი!

წიგნი ერთგული მეგობარი!

“არც ერთი მეგობარი არაა ისეთი ერთგული, როგორც კარგი წიგნი,” – ამბობდა ჰემინგუეი. მართლაც, წიგნებს სხვანაირი მაგია აქვთ, ფაქტობრივად, არასდროს გიღალატებენ…. 23 აპრილს – წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება . 2019 წელს ამ დღეს საქართველოში ასევე დაწესდა წიგნის ჩუქების დღეც, რომლის მიზანიც საქართველოში ზოგადად წიგნის და წიგნიერების პოპულარიზაცია იყო. რაც შეეხება წიგნის საერთაშორისო დღეს, ის სათავეს 1923 წლიდან იღებს. ანაბასისის მეოთხე კლასისის მოსწავლეები( დამრიგებელი -ლანა ჩუბინიძე) შეუერთდნენ ამ აღსანიშნავ და მეტად საინტერესო ღონისძიებას,თავინთი სურვილით შეარჩიეს სხვადასსხვა წიგნიდან როგორც ლექსები, ასევე გამონათქვამები… ბიბლიოთეკარმა თამარ გვალია მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის საერთაშორისო დღის შესახებ , აჩვენა წიგნის სხვადასხა სახეები მინიატურული , დიდი ზომის ილუსტრირებული წიგნები, ხმოვანი წიგნები , 3D ფორმატის წიგნები, წიგნები რომელსაც ახლავს საინტერესო ფაზლები და სხვა. როგორიც არ უნდა იყოს

წიგნი, ის საშუალებას გვაძლევს დავფიქრდეთ, ვეძიოთ და აღმოვაჩინოთ ჩვენთვის ფასეული რამ, რომელიც დიდ სიხარულს მოგვანიჭებს.ამისთვის კი მხოლოდ სამი რამ უნდა გავაკეთოთ-ავიღოთ ჩვენთვის სასურველი წიგნი, მოვკალათდეთ და დავიწყოთ კითხვა.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნები გაუცვალეს, რომელიც საგულდაგულოდ შეარჩიეს ამ დღისათვის და იმედოვნებენ მეგობრები ინტერესით გაეცნობიან მათში მოთხრობილ ამბებს.

წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგ ლანა ჩუბინიძეს.

Categories
სკოლა ანაბასისი

,, ვკითხულობთ, ვიაზრებთ , გადმოვცემთ“

,, ვკითხულობთ, ვიაზრებთ , გადმოვცემთ“

23 აპრილი წიგნის დღეა, მკითხველის დღესასწაულია, მკითხველის, რომელიც წიგნიდან წიგნამდე მოგზაურობა, იზრდება , სწავლობა, იცვლება. სწორედ ამ დღესთან იყო დაკავშირებული პროექტი: ,, ვკითხულობთ, ვიაზრებთ , გადმოვცემთ“ , რომელიც წარმატებით განხორციელდა პირველ ბ კლასში, მასწავლებელ მარინა ჭულუხაძის ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დედა ენიდან თავიანთი სურვილით აირჩიეს ნაწარმოებები , რომელშიც მოთხრობილი ამბებზე ნახატები შექმნეს, და პრეზენტაციები გააკეთეს თანაკლასელების წინაშე. პრეზენტაციების წარმოდგენისას , მოსწავლეებმა გამოავლინეს წაკითხულის აღქმის უნარი, მეტყველებდნენ გამართულად, მათ მიერ შექმნილ ნახატებში გამოჩნდა კარგად განვითარებული მოტორიკა და ის შთაბეჭდილებები რაც ნაწარმოების კითხვამ მოახდინა მათზე. წარმოდგენილმა გამართულმა პრეზენტაციებმა აჩვენა რომ ჩვენ პირველკლასელებში დიდია მოტივაცია, პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობის ხარისხი. მასწავლებელი იყო ფასილიტატორი და აფასებდა მოსწავლეთა ნამუშევარს. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის ფსიქოლოგი-მარიამ წერეთელი და დირექციის წარმომადგენლები, მათ დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევრები. წარმატებები პედაგოგს თავის აღსაზრდელებთან ერთად!

Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ,,ანაბასისის”კონტიგენტის გუნდმა , მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისში გამართულ გალა კონცერტში და ლაურიატის წოდება მიენიჭა

კლასიკური მუსიკის მე-16 ეროვნული კონკურს-ფესტივალის ფინალისტმა რ. ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის, სკოლა ,,ანაბასისის”კონტიგენტის გუნდმა , მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისში გამართულ გალა კონცერტში და ლაურიატის წოდება მიენიჭა.

ვულოცავთ გუნდის წევრებს მათ ღირსეულ პედაგოგს თეა მიქაბერიძეს მიღწეულ წარმატებას!

ვულოცავთ რ. ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლას შთამბეჭდავ შედეგებს!

თანამშრომლობა გვაძლიერებს და წარმატებებიც სახეზეა!

Categories
სკოლა ანაბასისი

,, ნუ შეაჩერებ სამყაროს სუნთქვას“

,, ნუ შეაჩერებ სამყაროს სუნთქვას“

სკოლა ანაბასისის მესამე კლასელებმა (პედაგოგები ლოლიტა ნებიერიძე , ეკა ჯიმშიაშვილი ) ,,დედამიწის დღის ‘’ კვირეული ფარგლებში , განახორციელეს პროექტი ,, ნუ შეაჩერებ სამყაროს სუნთქვას“.

პროექტის მიზანი: მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი მიმართულებით წარმატებით შესრულდა. მოსწავლეები გაეცნენ მასწავლებლების მიერ მომზადებულ პრეზენტაციას ,,დედამიწის დღე“, ნახეს და იმსჯელეს ვიდეორგოლებზე: ,,დედამიწა,’’ ,,გარემოს დაცვა’’, ,,ცხოველთა მიგრაცია.’’მათ გააცნობიერეს რით განსხვავდება სუფთა და დაბინძურებული გარემო, რა აბინძურებს ჰაერს, წყალსა და ნიადაგს, რა არის ნარჩენი, როგორ აბინძურებენ ისინი გარემოს. შესაბამისი არგუმენტირებული დასკვნებიც გააკეთეს: დედამიწა ცოცხალი არსებაა და მას ისეთივე მოფრთხილება სჭირდება, როგორც ნებისმიერ ცოცხალ არსებას. განახორციელეს ასევე რამდენიმე საინტერესო აქტივობა: შექმნეს სლოგანები, საჰაერო ბურთები გამოიყენეს დედამიწის მოდელად და და მოხატეს ისინი, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, დარგეს მცენარეები.

ჩვენმა მოსწავლეებმა უკვე იციან , რომ 22 აპრილი არის ყველაზე სასარგებლო და ჰუმანური დღესასწაულია, რომელიც ეძღვნება გარემოს დაცვას, პლანეტის გამწვანებას და ბუნებასთან ფრთხილად მოპყრობის ხელშეწყობას. დედამიწის დღე გვახსენებს, როგორი აუცილებელია ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა და მოფრთხილება. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს წელიწადის განმავლობაში, და არა მხოლოდ დედამიწის დღეს.

წარმატებები მესამე კლასელებს და მათ პედაგოგებს ამ დიდ საქმეში რასაც დედამიწაზე ზრუნვა და გაფრთხილება წარმოადგენს!

#ჩვენგვიყვარსჩვენიპლანეტა!

#დავასუფთაოთგარემო!

#დავრგოთმცენარეები!

#დავეხმაროთდედამიწას!

Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისის ინტელექტუალების წარმატება

ანაბასისის ინტელექტუალების წარმატება!

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით საჯარო და კერძო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” გაიმართა.

👥🦉 კონკურსში 33 საჯარო და კერძო სკოლა იღებდა მონაწილეობას. პირველი ადგილი პირველი სვირის საჯარო სკოლას ერგო, მეორე ადგილზე სკოლა “ანაბასისი”, ხოლო მესამე საკონკურსო ადგილი მეხუთე საჯარო სკოლამ დაიკავა. თამაშის წამყვანი ცნობილი ტელეშოუს “რა? სად? როდის?” ავტორი გიორგი მოსიძე გახლდათ.

👥 ინტელექტუალური თამაშის მონაწილეებს ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, მერი, ვასილ გველესიანი, მაჟორიტარი დეპუტატი, ბეჟან წაქაძე, საკრებულოს, მერიის და რესურს ცეტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სკოლა ანაბასისის ინტელექტუალთა გუნდმა ღირსეულად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები! ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას გუნდის წევრებს: გიორგი ფერაძეს, თემო გოგიაშვილს, სანდრო ფუტკარაძეს, დავით ჯღამაძეს, თამარ კაპანაძეს, ანანო შერგელაშვილს. გუნდი მოამზადა სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერმა თეა სამხარაძემ.

Categories
სკოლა ანაბასისი

მაკულატურიდან მწვანე ნერგებამდე

მაკულატურიდან მწვანე ნერგებამდე !

სკოლა ანაბასისის ეკოლოგთა , მკვლევართა, სამოქალაქო კლუბის ინიციტივით სკოლაში მაკულატურის შეგროვების აქცია წარმატებით დასრულდა. აქციაში აქტიურად ჩაერთო ყველა კლასი. შეგროვებული იქნა 321 კგ მაკულატურა , რომელიც ერთ-ერთ კომპანიას ჩაბარდა და ნარგავების შეძენის ყულაბა 96 ლარით შეივსო. აღნიშნული თანხით შეძენილი იქნება მარადმწვანე ხის ნერგები სკოლის ეზოში დაირგვება, ისინი გალამაზებენ და გააჯანსაღებენ გარემოს.

ნარჩენების დახარისხებას და გადამუშავებას დღეს მსოფლიოში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მაკულატურა ნარჩენების ერთ-ერთი სახეა. მისი გადამუშავება, ტყის გაჩეხვასაც შეამცირებს, რადგან 1 ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხის გადარჩენას ნიშნავს.

ქაღალდის ნაწარმი შეგიძლია, გადაყრის ნაცვლად შეინახო, ამით მარტივად შეგვიძლია, რომ მეორეული ქაღალდის წარმოებას შევუწყოთ ხელი. ასევე ნაკლებად დავაბინძურებთ ისედაც უკვე ძალიან დაბინძურებულ გარემო და გადავარჩენთ ის ხეები, რომლებიც რეალურად ამ ქაღალდისთვის იჭრება. ქაღალდის წარმოების პროცესი მოითხოვს უამრავ დროსა და ენერგიას. მაკულატურის გადაამუშავებით – ნაკლები ენერგია იხარჯება.

როგორც წესი, ზოგადად, როდესაც ქაღალდს ვყრით ქუჩაში, ის ნაგავსაყრელად იქცევა, რაც ცუდად იმოქმედებს ეკოლოგიაზე. ამის შედეგად კი, ეს ნაგავსაყრელები აბინძურებენ ჰაერს სხვადასხვა ტოქსიკური აირის გამოყოფით. ქაღალდის გადამუშავება გვეხმარება, დედამიწა ნაკლებად ჭუჭყიანი და დაბინძურებული ადგილსამყოფელი გავხადოთ. ქაღალდის გადამუშავებას ნაკლები ენერგია სჭირდება, ამის შედეგად, ეს უზრუნველყოფს ატმოსფეროში ნაკლები რაოდენობის მეთანისა და ნახშიროჟანგის არსებობას. ასე, რომ ქაღალდის გადამუშავება და მაკულატურის ჩაბარება უკეთ სუნთქვის საშუალებას გვაძლევს. ქაღალდის დასამზადებლად, ხეების მოჭრა გარდაუვალია.ყოველწლიურად, ქაღალდის დასამზადებლად, ასობით ათასი ახალი ხე იჭრება.ქაღალდის გადამუშავებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს ხეების ჭრა და განადგურება. ეს კი საშუალებას იძლევა ეკოსისტემა გაჯანსაღდეს.

დიდი მადლობა ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს მაკულატურის შეგროვების აქციაში აქტიური ჩართულობისათვის.

ერთად ბევრი კარგი საქმის კეთებას შევძლებთ!

Categories
სკოლა ანაბასისი

ლეგენდები ტაურაგეზე

ლეგენდები ტაურაგეზე

საერთაშორისო პროექტის ,, ლეგენდები ტაურაგეზე“მოთხოვნებს სკოლა ანაბასისის მასწავლებლები და მოსწავლეები გულმოდგინედ და პასუხისმგებლობით გაეცნენ. ერთად წაიკითხეს ლეგენდები ტაურაგეზე , გაიაზრეს მიღებული ინფორმაცია, რომელიც გახდა მოსწავლეთა შთაგონების წყარო . სწორედ მათზე დაყრდნობით და ფანტაზიით შექმნეს მრავალფეროვანი ნახატები. ზესტაფონის მერიის ორგანიზებით კი პროექტში მონაწილე სკოლებიდან წარმოდგენილი ნახატები ზესტაფონის სამხატვრო გალერიის საგამოფენო დარბაზში განთავსდა და დამთვალიერებლების გულწრფელი მოწონება დაიმსახურა.სკოლა ანაბასისიდან წარმოდგენილი იყო მასწავლებლების მარიამ ჭულუხაძის , თამარ ვეფხვაძის, ეკა ჯიმშიაშვილის , ლანა ჩუბინიძის მოსწავლეთა ნამუშევრები.

შერჩეულ ნამუშევრებს შორის ორი ანაბასისელი მოსწავლის ნამუშევარი მოხვდა: სალომე შერგელაშვილის , (პედაგოგი მარიამ ჭულუხაძე) და ლუკა ხუსკივაძის (პედაგოგი ეკა ჯიმშიაშვილი.) ყველა მონაწილის ნანუშევრის ელექტრონული ვერსია გადაგზავნილია ტაურაგეში და ისინი საერთაშორისო კონკურსის მონაწილეები არიან. ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას. ჩვენი მოსწავლეთა ნამუშევრები პირველ ივნისს ტაურაგეში გამოიფინება და შეფასდება. პროექტის ხელმძღვანელი ზესტაფონის საპატიო მოქალაქე , ტაურაგეს ხელოვნების სკოლის დირექტორი იოლანტა კაზლაუსკიანეა, ზესტაფონში კი კოორდინირება ორგანიზაცია ,,ლიტველი მეგობრების“ დამფუძნებელმა ტაურაგეს საპატიო მოქალაქე ზეინაბ გველესიანმა გაუწია. დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს საინტერესო პროექტის შემოთავაზებისათვის, დიდი მადლობა მონაწილეებს აქტიური ჩართულობისათვის.