Categories
სკოლა ანაბასისი

ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული

სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პედაგოგის თეა სამხარაძის ხელმძღვანელობით აქტიურად ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში,რომელიც სკოლებში ონლაინ სივრცეში ტარდება.

კამპანიის მიზანია ძალადობის (ბულინგი, ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და სხვა) პრევენცია და სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა; ბულინგის, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით მოსწავლეების, მათი მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ცნობიერების ამაღლება.

ძალადობის/ბულინგის წინააღმდეგ შექმნილი საინტერესო პრეზენტაციებით თანატოლების წინაშე წარსდგნენ მეშვიდე კლასის მოსწავლეები ქეთი ცერცვაძე,ანასტასია ჯუღელი,ანი კობერიძე, ანასტასია ჯაფარიძე,ნიკოლოზ ცხადაძე და სხვები. პრეზენტაციების ჩვენება/ განხილვა ონლაინ ფორმატში ჩატარდა და დიდი მოწონება დაიმსახურა .

Categories
სკოლა ანაბასისი

ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში , რომელიც სკოლებში ონლაინ სივრცეში ტარდება სკოლა ანაბასისში მოეწყო სასკოლო კონკურსი, სახელწოდებით ,,არა ძალადობას! ძალა უფლებას!”

მოსწავლეებმა კვირეულის ფარგლებში შექმნეს ელექტრონული სახის საინფორმაციო ბუკლეტი/ფლაერი, რომელშიც ნათლადაა ასახული შემდეგი საკითხები:

რა არის ბულინგი, ტერმინ “ბულინგის” ქართული შესატყვისები;

რა ფორმით შეიძლება იყოს გამოხატული ბულინგი? (კიბერ, ფქიქოლოგიური, ფიზიკური და სხვ.);

როგორ ვებრძოლოთ ბულინგს – რჩევები მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის;

წიგნები, ფილმები, რომლებიც ეხება ბულინგის თემას;

სხვა სახის საინტერესო ინფორმაცია, მათ შორის ფოტოები, ნახატები და ა. შ.

მნიშვნელოვანად მიგავჩნია ის ფაქტი,რომ კონკურსის პირობები მოითხოვდა კვირეულში მშობელთა აქტიურ ჩართულობას. ამ მიზნით , მშობლებთან ერთად ონლაინ მოვაწყვეთ დისკუსია,სადაც მათ ისაუბრეს ძალადობის/ბულინგის პრევენციის და მისი აღმოფხვრის გზებსა და საშუალებებზე.

აღნიშნული რჩევები მოსწავლეებმა გაითვალისწინეს თავიანთ ელექტრონული სახის საინფორმაციო ბუკლეტში/ფლაერში.

დიდ მადლობას ვუხდით მშობლებს აღნიშნულ კამპანიაში აქტიური ჩართულობისა და შემოთავაზებული რჩევებისათვის.

დღეს გთავაზობთ ანაბასისის მერვე კლასის მოსწავლის მარიამ გოგიაშვილის მიერ კონკურსის ფარგლებში დამზადებულ ბუკლეტს, რომლის პრეზენტაციაც ონლაინ გაიმართა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

Categories
სკოლა ანაბასისი

ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული

სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისი აქტიურად ჩაერთო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულში,რომელიც სკოლებში ონლაინ სივრცეში ტარდება.

კამპანიის მიზანია ძალადობის (ბულინგი, ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და სხვა) პრევენცია და სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა; ბულინგის, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით მოსწავლეების, მათი მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ცნობიერების ამაღლება.

ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თეა სამხარაძემ მოსწავლეებს დისტანციურ რეჟიმში ჩაუტარა გაკვეთილები ძალადობის თემაზე. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ძალადობისა და ბულინგის არსსა და ფორმებზე, მათ წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძიებსა და გადაჭრის გზებზე, აგრეთვე ძალადობასა და ბულინგს შორის მსგავსება -განსხვავებებზე.

ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში მოეწყო ფილმის „ კაპერნაუმი“ ონლიან ჩვენება; ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა მისი განხილვა, სადაც მოსწავლეებმა თავიანთ მშობლებთან ერთად დაგმეს ძალადობის ყოველგვარი ფორმით გამოვლინება და იმსჯელეს ძალადობის პრევენციულ ღონისძიებებში ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების როლზე .

Categories
სკოლა ანაბასისი

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ 3 დეკემბერი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 1992 წელს გამოცხადდა.
მისი მიზანი შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის და ღირსების პატივისცემაა.
სკოლა ანაბასისის VII კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის თეა სამხარაძის ხელშეწყობით ონლაინ პრეზენტაცია გამართეს აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით.
პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხელისუფლებასთან ერთად საზოგადოების თითოეული წევრის აქტიურობა და ჩართულობა შშმ პირთა უფლებების სათანადოდ დაცვისთვის და მათი ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფისთვის.
პრეზენტაცია დასრულდა მოსწავლეთა მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების გამოხატვით, მათ ერთხმად განაცხადეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და რომ ყველა თანასწორია უფლებების მხრივ საზოგადოებაში.

Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისში ჩატარებულ იქნა სადერატიზაციო, სადეზინსექციო და სადეზინფექციო სამუშაოები

შ.პ.ს „ვეტ-დეზ-ნოვაცია’’-ს მიერ 2020 წლის 22 ნოემბერს სკოლა ანაბასისში ჩატარებულ იქნა სადერატიზაციო, სადეზინსექციო და სადეზინფექციო სამუშაოები.

დამუშავებული იქნა: სკოლის შენობის კედლები, იატაკი, საკლასო ოთახები, კვების ბლოკი, ბიბლიოთეკა , სპორტული დარბაზი, მაგიდები, სკამები , დერეფნები, სველი წერტილები .

სკოლა მზად არის სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გასაგრძელებლად.

გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობიან სასწავლო პროცესს!

Categories
სკოლა ანაბასისი

წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მინიჭება

სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის ყველა მასწავლებელი აქტიურად ზრუნავს კარიერულ წინსვლაზე და შედეგიც სახეზეა.

კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში კიდევ ერთი საფეხურით წინ წაიწიეს და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ ანაბასისის შემდეგ პედაგოგებს: მარინე კაპანაძეს,შორენა მუმლაძეს,თეა მიქაბერიძეს,ნინო როინიშვილს,ვერა ნებიერიძეს.

სკოლა ანაბასისის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას!

Categories
სკოლა ანაბასისი

ღია გაკვეთილი IIა კლასში

შემოდგომის წითელ-ყვითელი ფერებით მორთულ ანაბასისის IIა კლასში, ჩატარდა ღია გაკვეთილი ი. გოგებაშვილის მოთხრობოს მიხედვით “ტყეში”. მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს თუ რაოდენ მნიშვენლოვანია ბუნება და მისი შემოქმედება ადამიანთა სიცოცხლისათვის.

Categories
სკოლა ანაბასისი

ჯადოსნური სასახლის სტუმრები

დღეს ანაბასისის 1 ა კლასში უძვირფასესი სტუმარი გვეწვია. ჯადოსნური სასახლის 33 ასო-ბგერამ ჩემი პატარების გულები გაახარა. წიგნის კითხვის დაუფლებას ამ ჯადოსნური დღით ვიწყებთ . წინ კი უამრავი ბედნიერი და საინტერესო მოგზაურობა გველოდება. ჩემო მოსწავლეებო, ცოდნისაკენ მიმავალი გზა გაცისკროვნებული და წარმატებული ყოფილიყოს თქვენთვის.

სიყვარულით-ლოლიტა მასწავლებელი

Categories
სკოლა ანაბასისი

რა,სად,როდის” მორიგი სეზონი გახსნა

სკოლა ანაბასისის მოაზროვნეთა კლუბმა მთავრობის რეგულაციების სრული დაცვით სკოლის ეზოში ინტელექტუალური თამაშის “რა,სად,როდის” მორიგი სეზონი გახსნა. თამაშში მოსწავლეები ინდივიდუალურად იღებდნენ მონაწილეობას და საერთო ჯამში სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა.

Categories
სკოლა ანაბასისი

დედა ენის გადაცემა პირველკლასელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ანაბასისის პირველკლასელებს საჩუქრად გადასცა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი “დედაენა”.

საჩუქარმა პატარები ძალიან გაახარა.