ეტალონი · Etaloni
Etaloni.ge · ეტალონი განათლება
გვჯერა წინ თანამოაზრეობითა და თანამშრომლობით სავსე, კიდევ არაერთი წელი გველის !
ეტალონი · Etaloni
Etaloni.ge · ეტალონი განათლება
გვჯერა წინ თანამოაზრეობითა და თანამშრომლობით სავსე, კიდევ არაერთი წელი გველის !
2021 წლის 30 ნოემბერს გაიმართა „იუნესკოს“ მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილი მე-2 რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში!
„იუნესკოს“ მიერ ქართული ჭიდაობისათვის მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების მე-3 წლისთავის აღსანიშნავად, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ, წელს მეორედ ჩაატარა „იუნესკოს“ მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს 16 მუნიციპალიტეტის 2003-2005 წლებში დაბადებულმა 120 მოჭიდავემ მიიღო მონაწილეობა.
ტურნირი, რომელიც 27 ნოემბერს დაიწყო და „იუნესკოს“ მსოფლიო აღიარების დღეს – 29 ნოემბერს დასრულდა, გახსნა და ამ ისტორიული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა
ჯემალ წულუკიძემ.
„ეს გადაწყვეტილება, ქართული ჭიდაობისთვის მსოფლიო მნიშვნელობის სტატუსის მინიჭების შესახებ, ძალზედ ღირებულია, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ჭიდაობის ფენომენის პოპულარიზაციას და განვითარებას“, – აღნიშნა ფედერაციის პრეზიდენტმა, რომელმაც „იუნესკოს“ მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების, აჭარაში ქართული ჭიდაობის განვითარების და ხელშეწყობის საქმეში შეტანილი პირადი მნიშვნელოვანი წვილისათვის, ფედერაციის მადლობის სიგელი უსახსოვრა საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, გელა ბერუაშვილს, რომელმაც აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციას მადლობა გადაუხადა ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის და ხაზი გაუსვა „იუნესკოს“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების განუზომელ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „შემდგომ წლებში ქართული ჭიდაობა კიდევ უფრო პოპულარული გახდება, რადგან ის მოჭიდავეები, რომლებიც ქართულ ჭიდაობას ჭიდაობენ, წარმატებას აღწევენ მსოფლიოს ასპარეზზე, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე. ჩვენი მხრივ გპირდებით, რომ საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, მისი ხელმძღვანელობა, პირადად, მე, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი, მაქსიმალურად დაიხარჯება სპორტის ამ ეროვნული სახეობის კიდევ უფრო განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის
ჯემალ წულუკიძემ, „იუნესკოს“ მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ ტურნირში აქტიური მონაწილეობისათვის, ფედერაციის მადლობის სიგელები გადასცა მოწვეული ქართული ჭიდაობის ნაკრები გუნდების წარმომადგენლებს.
ტურნირის ფინალურ შეხვედრებს ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე და აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე.
6 წონით კატეგორიაში გამართულ მეტად საინტერესო და სანახაობრივ ორთაბრძოლებში, საპრიზო ადგილები დამსახურებულად მოიპოვეს სპორტსმენებმა;
ჩვენთვის სასიხარულოა ის ფაქტი,რომ გამარჯვებულთა შორისაა ანაბასისის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე .
გაგა ჯუღელი გაგა ჯუღელი(ზესტაფონი)
ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ თასებით, მედლებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა, ხოლო საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ, გამარჯვებულ სპორტსმენებს ფასიანი საჩუქრები (ვაუჩერები) გადაეცათ.
ვულოცავთ გაგას და მის პედაგოგ კობა სვიანაძეს მორიგ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!
2021 წლის 30 ნოემბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების VIII- XI კლასის მოსწავლეებისთვის დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, რომელიც უკვე წლებია ერთგულად დგას განათლებული მომავალი თაობების სადარაჯოზე .
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ანაბასისის 28 მოსწავლიდან , 12-მა მოსწავლემ წარმატებით გადალახა პირველი ტური და ხვალ, 1 დეკემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე სკოლის სახელით იასპარეზებს ეტალონის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპზე.
წარმატებები მათ!
„ეტალონის“ პედაგოგი თეა სამხარაძე.
ანაბასისის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ბუნების პედაგოგის რუსუდან გურგენაშვილის ხელმძღვანელობით სკოლა ანაბასისის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
დასუფთავების აქცია მოეწყო სასკოლო პროექტის „ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია“ ფარგლებში;
ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრება ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ამ უფლების დაცვა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სოციალური კამპანიის მიზანია გარემოს დაცვაზე ზრუნვა და ახალგაზრდების გარემოს დაცვით სამუშაოებში აქტიური ჩართულობა, ჯანმრთელობისათვის აუცილებელი სუფთა გარემოს შენარჩუნება.
დასუფთავების აქციის მიზანი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთანაა შესაბამისობაში.
დასუფთავების აქციის ფარგლებში წამახალისებელი შეჯიბრი სისტემატიურად მოეწყობა, გარემოს ყველაზე აქტიური დამცველი კლასი გამოვლინდება წლის ბოლოს და დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით.
ჭადრაკის პედაგოგის ვიოლეტა შეყილაძის და ბიბლიოთეკის გამგის თამარ გვალიას ინიციატივით მეორე კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ბიბლიოთეკაში დაცულ საჭადრაკო ლიტერატურას, რომელიც მოგვითხრობს ჩვენი სახელოვანი მოჭადრაკეების ნონა გაფრინდაშვილის და მაია ჩიბურდანიძის საჭადრაკო მიღწევებს.
მოსწავლეებმა მეტად საინტერესო ინფორმაცია მიიღეს ჭადრაკის წარმოშობის და თამაშის წესების შესახებ.
კომპლექსური დავალების საბოლოო პროდუქტის წარდგენა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფის წინაშე ქიმიაში.
პედაგოგი ქეთევან ედიბერიძე.
ანაბასისის 2ა კლასში დავიწყეთ კომპლექსურები ბუნებისმეტყველებაში.
თემა: ცოცხალი სამყარო.
მცენარეთა ზრდა განვითარება.
საექსპერიმენტოდ შევქმენით მინი ლაბორატორია, სადაც დავთესეთ სხვადასხვა მცენარის თესლი. ნაწილი დავაბინავეთ მზიან ადგილზე. ნაწილი კი- ბნელ ადგილზე დავდგით. წარმოუდგენელი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში.
სკოლა ანაბასისის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ ტოლერენტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის მიზანია მოსწავლეებს შორის ადამიანის უფლებების და ტოლერანტობის მნიშვნელობის კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათ პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ანაბასისის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ონლაინ პრეზენტაცია გამართეს, სადაც ისაუბრეს ტოლერანტობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, მოეწყო ვიდეო ფილმების “მრავალფეროვანი გარემო”, “თანასწორობა და დისკრიმინაცია” ჩვენება/განხილვა.
კლუბის წევრებმა ჩაატარეს გამოკითხვა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში, თუ რას ფიქრობდნენ პატარები ტოლერანტობაზე, შემდეგ კი მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნეს მათ ტოლერანტობის მნიშვნელობა. მადლობას ვუხდით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კონკურსში აქტიური ჩართულობისთვის.
საბაზო საფეხურისმოსწავლეებთან საინტერესოდ წარიმართა ესეების და ნახატების კონკურსი თემაზე „ყველა განსხვავებულია,ყველა თანასწორია“, სადაც მოსწავლეებმა მხატვრულად გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულებები ტოლერანტობასთან დაკავშირებით. მოსწავლეებთან ერთად მადლობას ვუხდით ქართულის პედაგოგ მარეხი ფორჩხიძეს და ხელოვნების პედაგოგ ნანა გიორგაძეს კონკურსში აქტიური თანამშრომლობისთვის.
ტოლერანტობის თემაზე დამზადდა საინფორმაციო გაზეთი და ფლაიერები, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.
კლუბის წევრების მიერ ტოლერანტობის თემაზე დამზადებული კედლის გაზეთი „ტოლერანტობა – თავისუფლება მრავალფეროვნებაში“ საპრეზენტაციო დაფაზე განთავსდა , ხოლო ფლაიერები ქუჩაში ჩატარებული გამოკითხის შემდეგ დაურიგდა რესპოდენტებს. გამოიკითხა სხვადასხვა პროფესიის ათობით რესპოდენტი, საინტერესო იყო მათი დამოკიდებულებების მოსმენა ტოლერატობასთან დაკავშირებით.
კონკურსში აქტიურად მონაწილე მოსწავლეებთან ერთად სკოლის დირექციამ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა პედაგოგები: კლუბის მეურვე თეა სამხარაძე, ქართულის პედაგოგი მარეხი ფორჩხიძე, ხელოვნების პედაგოგი ნანა გიორგაძე.
ტოლერანტობა ,,მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა.
მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება.
ტოლერანტობა – ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში.
ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც.
ტოლერანტობა – სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება.”
ანაბასისის ნორჩ მკითხველთა კლუბი თავის საქმიანობას აქტიურად განაგრძობს:
13.10.2021- მკითხველთა კლუბმა განიხილა ნოდარ დუმბაძის მოთხრობები: ,,ძᲐღლი”, ,,ხაზარულა”. 20.10.2021-მკითხველთა კლუბმა განიხილა ვაჟა-ფშაველას მოთხრობები: ,,ია”, ,,მთის წყარო”, ,,ხმელი წიფელი”. 27.10.2021-მკითხველთა კლუბმა განიხილა რევაზ ინანიშვილის მოთხრობა-,,კეთილი ბებერი ბუები”. 10.11.2021- კლუბმა განიხილა ნოდარ დუმბაძის მოთხრობა ,,უმადური”.
კლუბის ხელმძღვანელი ქეთი ყიფიანი. ქეთი ყიფიანი
16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა!
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) აცხადებს კონკურსს სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს შორის საუკეთესო ღონისძიების ავტორის გამოსავლენად.
კონკურსის მიზანია მოსწავლეებს შორის ადამიანის უფლებების და ტოლერანტობის მნიშვნელობის კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათ პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ანაბასისის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ონლაინ პრეზენტაცია გამართეს, სადაც ისაუბრეს ტოლერანტობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, მოეწყო ვიდეო ფილმების “მრავალფეროვანი გარემო”, “თანასწორობა და დისკრიმინაცია” ჩვენება/განხილვა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტოლერანტობა გულისხმობს განსხვავებული მსოფლაღქმის, ცხოვრების წესების, ქცევისა და ჩვეულებების ატანას.
მათ ასევე ისაუბრეს იმის შესახებ,რომ ტოლერანტობა არ ნიშნავს გულგრილობას ან განურჩევლობას, არც განსხვავებული მსოფლმხედველობის ან ცხოვრების წესის იძულებით მიღებას. ის ნიშნავს სხვებისთვის უფლების მიცემას, იცხოვრონ თავიანთი ინდივიდუალური მსოფლმხედველობის შესაბამისად. ის მოიცავს ადამიანის თავისუფალი არჩევანის, ზოგადი უფლების პატივისცემას და არა რომელიმე კონკრეტული არჩევანის პატივისცემას, სხვისი აზრების ქცევისა და შეხედულებების შეწყნარებას.
მოსწავლეებმა აღნიშნეს,რომ ტოლერანტობა გამორიცხავს ძალადობასა და აგრესიის ყოველგვარ გამოვლინებას. ადამიანის შესაძლებლობაა აღიაროს, პატივი სცეს ან გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ქცევა, ღირებულებები. მიიღოს ადამიანი ისეთი როგორიც არის, მთავარია ადამიანური ღირებულებები და არა მისი წარმომავლობა ან თუნდაც სოციალური მდგომარეობა.
1995 წელს, პარიზში ხელმოწერილ იქნა ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაცია, მის თანახმად ტოლერანტობა – ,,მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება.
ტოლერანტობა – ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც.
ტოლერანტობა – სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება.”
კლუბის მეურვე თეა სამხარაძე.