Categories
სკოლა ანაბასისი

ბუნებისმეტყველებაში დასმული კითხვები

ბუნებისმტყველების გაკვეთილებზე ბავშვებს უამრავი კითხვა უჩნდებათ , რომელზეც არგუმენტირებული პასუხის მიღება მათ ინტერესს კიდევ უფრო აღრმავებს გარემომცველი გარემოში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ერთ-ერთი კითხვა რომელიც ანაბასისელ მეორე კლასელებს გაუჩნდათ ჰაერს უკავშირდება. როგორ დავადგინოთ , რომ ჩვენს გარშემო ჰაერია? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მასწავლებელმა ლოლიტა ნებიერიძემ მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა. საკუთარი ხელით დაემზადებინათ ხელსაწყო , რომლის გამოყენებითაც საინტერესო კითხვებზე პასუხს მიიღებდნენ. ყველა მოსწავლემ გულმოდგინედ დაამზადა ,,ჯადოსნური” ხელსაწყო ტრიალა.ექსპერიმენტიც ხალისით განახორციელეს სკოლის ეზოში. დაკვირვების შედეგად ბავშვებმა შეძლეს ეპასუხათ კითხვებზე:-რა მოსდის ტრიალას ქარიან ამინდში?-რა მოსდის ტრიალას სირბილის დროს?-რატომ მოძრაობს ტრიალა?-როგორ შეიძლება ოთახში ტრიალას ამოძრავება ხელის შეუხებლად?- რა იწვევს ტრიალას მოძრაობას? ექსპერიმენტით დაადგინეს, რომ ჩვენ გარშემო ჰაერი მოძრაობს,ეს მოძრაობა შეიძლება სხვადასხვა სიძლიერის იყოს. ექსპერიმენტში მონაწილეობა მოსწავლეებისათვის საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი იყო. მოსწავლეების კითხვები ამოუწურავია. ექსპერიმენტები , კვლევები….. მით უფრო მათი მონაწილეობით და აქტიური ჩართულობით მრავალ კითხვაზე აპოვნინებთ პასუხს! წარმატებები მოსწავლეებს ლოლიტა მასწავლებელთან ერთად!

Categories
სკოლა ანაბასისი

გლობალური ონლაინ პროექტი

სკოლა ანაბასისი გლობალური ონლაინ პროექტის “გაკვეთილი საზღვრების გარეშე”, აქტივობებში აქტიურად არის ჩართული. 20 იანვარს გამართულ ვიდეო კონფერენციაში ანაბასისელმა მე-7 კლასელებმა ინგლისურის პადაგოგ ნანა ფერაძესთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. კონფერენცის თემატიკა იყო ,, ახალი წლის ტრადიციები ჩემს ქვეყანაში”. მოსწავლეებმა მოისმინეს ვიეტნამელი და ინდოელი თანატოლების ქვეყნებში როგორ ხვდებიან ახალ წელს , ხოლო ქართულ საახალწლო ტრადიციებზე საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს: ელენე შალამბერიძემ , რევაზ კიკნაძემ , დავით გიგაშვილმა. პროექტში ჩართულობა არის შესანიშნავი შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის,რათა მიიღონ გამოცდილება, იურთიერთონ უცხოელ თანატოლებთან საერთაშორისო ენაზე და შეისწავლონ მსოფლიო კულტურა. მადლობა ინგლისურის პედაგოგ ნანა ფერაძეს და მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის!

Categories
სკოლა ანაბასისი

გლობალური განათლება

სკოლა ანაბასისი გლობალური განათლების ქსელის (GEN) მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,გლობალური საკლასო ოთახი”ჩაერთო 14 იანვარს,ინგლისურის პედაგოგ ნანა ფერაძესთან ერთად მოსწავლეებმა უცხოელ თანატოლებთან ერთად ონლაინ სემინარში მიიღეს მონაწილეობა. სადაც თავიანთი მოსაზრებები არგუმენტირებულად დაასაბუთეს ინგლისურ ენაზე .ყურადღება გაამახვილეს რამდენად მნიშვნელოვანია STEM? (STEM არის საერთო აბრევიატურა ოთხი მჭიდროდ დაკავშირებული კვლევის სფეროსთვის: მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) სკოლებმა უნდა შეუწყონ თუ არა ხელი STEM-ის განათლებას? მოსწავლეებს და მათი პედაგოგ ნანა ფერაძეს სერთიფიკატები გადაეცა სემინარში აქტიური ჩართვისათვის.წარმატებები მათ! პროექტი გრძელდება და ჩვენი მოსწავლეები ,,გლობალურ საკლასო ოთახში” ბევრ სასიამოვნო სიახლეს ელოდებიან!

Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისის მეოთხე კლასელებმა სკოლას საჩუქრად გადაცეს საკუთარი ხელით შექმნილი ნაძვის ხე

ოქროსფერი ნაძვის ხის ლამაზი ისტორია! ანაბასისის მეოთხე კლასელებმა (კლასის ხელმძღვანელი თეა გურაბანიძე) სკოლას საჩუქრად გადაცეს ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული ნაძვის ხე . ოქროსფერი ნაძვის ხე გირჩებისგან არის დამზადებული! იდეა ერთი თვის წინ გაუჩნდათ. რომლის განხორციელებაში მშობლებიც აქტიურად ჩაერთვნენ . გირჩები შეაგროვეს, გამოაშრეს. ნაძვის ხის ჩონჩხის ნახაზი შექმნეს, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთმა მშობელმა ხისაგან ნაძვის ხის ჩონჩხი დაამზადა. ნაძვის ხის შემოსვა კი მთელი კლასის მონაწილეობით სკოლაში მოხდა. პირველ რიგში კარკასს მუყაო შემოავლეს, დაამაგრეს , შემდეგ მუყაოზე ლამაზი ჟოლოსფერი ქსოვილი დაამაგრეს. მერე კი…. მერე დაიწყო აქტიური პროცესი , იყო ჟრიამული, ხალისი, ყველა ბავშვმა ოცნება გირჩად ქცეული, ნაძვის ხის კარკასს დაამაგრა, ცარიელი ადგილები სათამაშოებით შეავსეს. ნაძვის ხის შემოსვას ორი დღე მოანდომეს ! არ იყო იოლი, ხშირად მიმაგრებული გირჩი ძირს ვარდებოდა, თუმცა ნიკოს დედიკო ყველა გირჩს ხანგრძლივად ამაგრებდა ძირს რომ არ ჩამოცვენილიყო, წებოს გაშრობას ელოდებოდა, ასე ნელ-ნელა იფურჩქნებოდა ნაძვის ხე ! იგი ოქოსფრად შეღებეს და სკოლის დერეფანში ამაყად გამოაბრძანეს! ოქროსფერი ნაძვის ხის ისტორიაც შექმნეს! ბევრი პრაქტიკული უნარი შეიძინეს კრეატიულმა მოზარდებმა! გირჩებში ჩამალულ სურვილებს კი სკოლის დამთავრების შემდეგ მოაკითხავენ! ოცნებების და სურვილების ასრულება ჩვენ მეოთხე კლასელებს! გილოცავთ ახალ წელს, ფეხბედნიერი, ხვავიანი, წარმატებული და ახდენილი ოცნებების წელი ყოფილიყოს 2022 წელი !

50თქვენ, სკოლა ანაბასისი, ლოლიტა ნებიერიძე და 47 სხვა17 კომენტარი1 გაზიარება

სიყვარულიკომენტარის დატოვებაგაზიარება

Categories
სკოლა ანაბასისი

კომპლექსური დავალების განხორციელება ბუნებისმეტყველებაში

სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის მე-3 ა კლასში( პედაგოგი— ლანა ჩუბინიძე) დაიწყეს კომპლექსური დავალების განხორციელება ბუნებისმეტყველებაში. სამიზნე ცნება-ორგანიზმი. ქვეცნებები: ცოცხალი სხეული, სხეულის ნაწილები ორგანო, განვითარება , ზრდა, ცოცხალ ორგანიზმთა ჯგუფები. მოსწავლეები გაეცვნენ კომპლექსური დავალების პირობას. განსახორციელებელი ეტაპების თანმიმდევრობას. წინარე ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეებმა გაიხსენეს მცენარის თითოეული ნაწილის ფუნქცია და დანიშნულება, შექმნეს ნახატები, შეავსეს პოსტერი, რესურსებად გამოყენებული იქნა ყვავილოვანი მცენარეები, ინფორმაციის განსამტკიცებლად-ვიდეორგოლი. გაკვეთილის ბოლოს შეჯამდა და შეფასდა მათი ნამუშევრები , მოსწავლეები მოემზადნენ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც ითვალისწინებს საკლასო ოთახის გადააქცევას მინი ლაბორატორიად, სადაც ექსპერიმენტებს ჩაატარებენ პატარა მკვლევარები. წარმატებებს ვუსურვებთ მათ!

Categories
სკოლა ანაბასისი

პატარების მიერ წიგნთა ფონდის დათვალიერება

სკოლა ანაბასისის მე-3 კლასის მოსწავლეებმა(კლასის ხელმძღვანელები: შორენა მუმლაძე და ლანა ჩუბინიძე) ბიბლიოთეკაში დიდი ინტერესით დაათვალიერეს წიგნადი ფონდი, ყურადღებით გაეცნენ ჩვენი მშობლიური ზესტაფონისა და ლიეტუვის ქალაქ ტაურაგეს მეგობრობის ამსახველ გამოფენას, მოიწონეს სკოლის მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები , ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებზე და დაინტერესდნენ ახალი ლიტერატურით.

Categories
სკოლა ანაბასისი

მეორე ეტაპი კომპლექსურ დავალებაში

III ბ კლასი ბუნებისმეტყველებაში კომპლექსური დავალების “ყვავილოვანი მცენარეები” მეორე ეტაპზე გადავიდა. საკლასო ოთახი მინი ლაბორატორიად გადაკეთდა,სადაც მრავალფეროვანი ექსპერიმენტები წამოიწყეს პატარა მკვლევარებმა პედაგოგ შორენა მუმლაძესთან ერთად.

მოსწავლეებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკულადაც განიმტკიცეს. მცენარეთა ნიმუშებზე გაარჩიეს ფესვთა სისტემის სახეები და მცენარის სხვა ნაწილები. ექსპერიმენტებიც დაგეგმეს და იქვე დაიწყეს მათი განხორციელება.

შეიწოვს თუ არა წყალას ფესვი?

ატარებს თუ არა წყალს მცენარის ღერო?

ორთქლდება თუ არა ფოთლებიდან წყალი?

ამ კითხვებზე არგუმენტირებულ პასუხს მკვლევარები რამდენიმე საათში მიიღებენ და გადავლენ კომპლექსური დავალების მესამე ეტაპზე, დაუკვირდებიან ექსპერიმენტის შედეგებს,გააკეთებენ ჩანიშვნებს. მეოთხე ეტაპზე კი შეაჯამებენ გაწეულ მუშაობს და თანატოლებს გაუზიარებენ. მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ ყოფაცხოვრებაში.

Categories
სკოლა ანაბასისი

შეხვედრა გაგა ჯუღელთან და მის მწვრთნელთან კობა სვიანაძესთან

სკოლა ანაბასისში ახალგაზრდა ჩემპიონთან, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გაგა ჯუღელთან და მის მწვრთნელთან კობა სვიანაძესთან გაიმართა შეხვედრა.

გაგამ 2021 წლის 30 ნოემბერს „იუნესკოს“ მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილ მე-2 რესპუბლიკურ ტურნირში გაიმარჯვა ქართულ ჭიდაობაში და 17-19 დეკემბერს კვიპროსში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

სკოლაში ახალგაზრდა სპორტსმენთან და მის პედაგოგთან შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც საუბარი იყო როგორც წარმატებების მიღწევის გზებსა და გამოწვევების გამკლავების შესახებ, ასევე ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე;

შეხვედრა გაიმართა სასკოლო პროექტის „ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია“ ფარგლებში და მის ორგანიზებაში სკოლის თვითმმართველობის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ეკოკლუბისა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა.

ვულოცავთ გაგას და მის პედაგოგ კობა სვიანაძეს მორიგ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისის I ა და I ბ კლასის მოსწავლეები ესტუმრენ ბიბლიოთეკას

ანაბასისის I ა და I ბ კლასის მოსწავლეები ( კლასის ხელმძღვანელები: თამარ ვეფხვაძე და ეკა ჯიმშიაშვილი ) სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.

ბიბლიოთეკის გამგემ თამარ გვალიამ უმასპინძლა პირველკლასელებს და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა ბიბლიოთეკაში არსებული წიგნადი ფონდის შესახებ. პატარები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ სკოლის ბიბლიოთეკას და უსმენდნენ ქალბატონ თამარს.

Categories
სკოლა ანაბასისი

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა.

1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა შექმნეს

მნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ სახით. გაერომ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის დღედ 1950 წელს გამოაცხადა.

ანაბასისში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა კვირეული, რომელიც მოიცავს მდგრადი განვითარების მიზნებს;

სკოლაში მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა „ადამიანის უფლებათა დეკლარაციის“ სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის გაცნობის მიზნით.

საინფორმაციო პრეზენტაციის მიზანი იყო ადამიანის უფლებების და მოვალეობების არსის და მნიშვნელობის გააზრება; თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ადამიანის უფლებების სწორად იდენტიფიცირება და ამ უფლებების დაცვის აუცილებლობაზე არგუმენტების სწორად ჩამოყალიბება ; ადამიანის უფლებათა დარღვევის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება; პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

პრეზენტაციაზე მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად მოწვეული იყვნენ მშობლები.

პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია თემაზე „რისთვის გვჭირდება უფლებები?“, სადაც იმსჯელეს ადამიანის უფლებების მნიშვნელობასა და მათი დაცვის აუცილებლობის შესახებ.

ეკოკლუბის წევრებმა სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებთან ერთად დაგეგმეს კედლის გაზეთის გამოშვება და ბუკლეტების დამზადება თემაზე ” ჩვენი უფლებები საყოველთაო და მარადიულია“, რომელიც დარიგდება ქალაქში საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ბუკლეტებზე მუშაობისას მოსწავლეები იხელმძღვანელებენ “ადამიანის უფლებათა დეკლარაციით”.