Categories
სკოლა ანაბასისი

ღია გაკვეთილი რუსულში

სკოლა ანაბასისის მერვე კლასში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მარინე კაპანაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: დღესასწაულები / მასლენიცა.ბერიკაობა/.გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა ქვეყნის სოციოკულტურულ კონტექსტებსა და კულტურებს შორის არსებული მსგავსებების და განსხვავების აღმოჩენას (მაგალითად, თავისებურ ტრადიციებს, ზნე-ჩვეულებებს, განსხვავებულ ქცევის წესებს, ცხოვრების სტილს, სამყაროსეულ ხედვას);სოციოკულტურულ თავისებურებათა გაგება-გააზრებას, რაც ხელს შეუწყობს და გაამდიდრებსმათ ცოდნა- გამოცდილებას, დაეხმარებათ მათ კულტურული თვითმყოფადობის მნიშვნელობისგაგებასა და საკუთარი ენისა და კულტურის უკეთ გაცნობაში.გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარადგინეს თავისი პრეზენტაციები, სადაც გამოკვეთილი ჰქონდათ თემა/მიზა-ნი; ისაუბრეს დღესასწაულზე, თუ რომელი ქვეყნის დღესასწაულია, როდის აღნიშნავენ და როგორ;მოსწავლეებმა საინტერესოდ და ინოვაციურად გამოკვეთეს თითოეული დესასწაულის მთავარი ატრიბუტი (ЧУЧЕЛО,БЕРИКИ) და რიტუალები;აღნიშნეს რა მზგავსება/განსხვავებებია მათ შორის;ისაუბრეს თავის დამოკიდებულებაზე დღესასწაულისადმი: რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ, ყველაზე მეტად რომელი აქტივობა მოეწონათ და რა ემოციებს იწვევს მათში ეს დღესასწაული;მოსწავლეები საუბრისას იცავდენ ინტონაციას, სათანადო გამოთქმას და მახვილებს.გაკვეთილზე დაკვირვებას ახორციელებდა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი, რომლის წევრები გაკვეთილის შემდეგ შეხვდნენ პედაგოგს და მიაწოდეს უკუკავშირი.გაკვეთილი საინტერესო და შემოქმედებით ვითარებაში წარიმართა.

Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას

სკოლა ანაბასისის ეკოკლუბის და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრთა ინიციატივით , სკოლის დირექციის და მთელი სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერით, მშობლების გვერდით დგომით და დახმარებით უკრაინელი თანატოლებისა და მათი ოჯახებისთვის წამოწყებულ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ აქციას ანაბასისელებიც შეუერთდნენ.სკოლაში შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება ანაბასისელებმა გამგეობაში არსებულ ცენტრში მიიტანეს, შეგროვებული თანხით კი სურსათ-სანოვაგე და ტკბილეულობა თავად მოსწავლეებმა შეარჩიეს თანატოლებისთვის პირველადი მოხმარების ნივთებთან ერთად, უკრაინაში გასაგზავნად თავად გაამზადეს ყუთები, რომელშიც თანატოლთა გასამხნევებლად სითბოთი და სიყვარულით სავსე წერილებიც ჩადეს და საქართველოს ფოსტის დახმარებით პირდაპირ უკრაინაში გაგზავნეს.უღრმესი მადლობა თითოეულ მოსწავლეს და მათ მშობლებს გაწეული დახმარებისთვის!#სიკეთეგადაგვარჩენს!#სიკეთეგადამდებია!#დიდებასაქართველოს!#დიდებადასოლიდარობაუკრაინელხალხს!#არაომსდაძალადობას!#მშვიდობაუკრაინას#არაომს#WeStandWithUkraine#СлаваУкраїні

Categories
სკოლა ანაბასისი

კიდევ ერთი წარმატება ანაბასისის მე-6ა კლასის მოსწავლეს

ანაბასისის მე-6 ბ კლასის მისწავლე ელენე შალამბერიძე გარემოს დაცვის არაერთ ღონისძიებაშია ჩართული. 3 მარტი მისთვის კიდევ ერთი წარმატების დღეა! იგი #21stdigiskillz გლობალური ბრენდის ამბასადორად (GBA) შერჩიეს! 21-ე DIGI Skillz-ის კომისიამ მიანიჭა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გლობალური ბრენდის Ambassador-ის წოდება, გამორჩეული გარემოსდაცვით ღონისძიებებისათვის ჯილდო 2022, მადლობისა და მონაწილეობის სერთიფიკატი, გლობალური საზოგადოების წევრობის სერთიფიკატი . მას მადლობის წერილით მიმართეს სადაც ნათქვამია: ,,გმადლობთ, რომ გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და მაქსიმალური წვლილი შეგაქვთ ჩვენი მისიის, UNSDG-ების, განსაკუთრებით SDG4-ის ხელშეწყობაში. გაიცანით ჩვენი ყველაზე ახალგაზრდა ბრენდის ელჩი #ელენე შალამბრიძე #12 წლის საქართველოდან. მან დაიწყო კამპანია მდგრადი განვითარების N13 მიზნის შესრულებისათვის , განახორციელა პროექტი თავის რეგიონში დაბინძურების შესახებ. სურს ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას, მისთვის მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების N4 მიზანი!”წარმატებები ელენეს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში! მდგრადი განვითარების N 4 მიზანი- ხარისხიანი განათლება; მდგრადი განვითარების N13 მიზანი კლიმატის მდგრადობის მიღწევა! https://www.facebook.com/groups/21stdigiskillzcommunity/permalink/2737600579879697/21ST DIGI Skillz GroupCongratulations!!! for being selected as the #21stdigiskillz Global brand ambassador (GBA). #CatchThemYoungThe commission of the 21ST DIGI Skillz has this day conferred to you as the one of the youngest Global brand Ambassador, the outstanding Environmentalist awards 2022, Certificate of appreciation and participation, Global community membership certificate and letter of appoint during our virtual interactive session, sharing is caring held on 3rd March 2022. Thank you for having shared your valuable knowledge and for your maximum contribution in promoting our mission, UNSDGs especially SDG4. Meet our Youngest Brand Ambassador #EleneShalambridze#12yearsold from Georgia. she has started the campaign on #SDG13 she has conducted many projects in her region on pollution. She wants to promote SDGs, especially SDG4! This is a clarion call… join us on this movement! Let’s show her some love! Together we can achieve more!!! #UNSDG2030#21stdigiskillzeminentspeakers#21stdigiskillzthrivingthursday#21stdigiskillzcommunitymembers#21stdigiskillz#globalbrandambassador#21stdigiskillzsharingiscaring

Categories
სკოლა ანაბასისი

მე-4ა კლასში ჩატარებული კომპლექსური გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში.

ანაბასისის მე-4 ა კლასში კომპლექსური დავალების ,,ხერხემლიანთა სამეფო”ერთ-ერთი ეტაპი განხორციელდა ბუნებისმეტყველებაში.პედაგოგი თეა გურაბანიძე. მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები კარგად და დამაჯერებლად წარმოადგინეს . პრეზენტაციებში ყურადღება გაამახვილეს შესწავლის ობიექტად შერჩეული ორგანიზმების სასიცოცხლო გარემოზე, მათ ზრდა , განვითარებაზე. თავიანთი ხედვა ნახატებშიც დააფიქსირეს. შეძენილი ცოდნის სიღრმე მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ინტერაქტიული ცხრილით წარმოჩინდა. წარმატებები მოსწავლეებს , პედაგოგთან ერთად!

Categories
სკოლა ანაბასისი

25 თებერვალი , მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. სწორედ 25 თებერვალს აიღო თბილისი რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ და დაასამარა ქართველთა ოცნება თავისუფლებაზე.საქართველოს ტერიტორიების უმნიშვნელოვანესი ნაწილები კვლავ ოკუპირებულია. დღევანდელი დღე კიდევ ერთი ისტორიული დასტურია იმისა, რომ ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება საქართველოსათვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. ანაბასისის სამოქალაქო განათლების კლუბის და ეკოკლუბის წევრებმა დღეს საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირთა ხსოვნას მიაგეს პატივი და სოლიდარობა გამოხატეს უკრაინელი ხალხის მიმართ!დიდება საქართველოს! დიდება და სოლიდარობა უკრაინას!მშვიდობა მსოფლიოს!

Categories
სკოლა ანაბასისი

პროექტო “გაეცანი შენი ქვეყნის კონსტიტუცია”

სკოლა ანაბასისის სამოქალაქო განათლების და ეკოკლუბის წევრებმა საქართველოს პირველი კონსტიტუციის 101 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმეს და განახორციელეს პროექტი სახელწოდებით „გაიცანი შენი ქვეყნის კონსტიტუცია“ . პ რ ო ე ქ ტ ი ს მ ი ზ ა ნ ი ა :

• საზოგადოების ინფორმირებულობა საქართველოს პირველი კონსტიტუციის შესახებ და კონსტიტუციონალიზმის პოპულარიზაციის გაზრდის ხელშეწყობა სკოლასა და თემში.

• კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობის გააზრება , როგორც დემოკრატიული საფუძვლების გამყარებისა და მისი ქმედითობის ერთ-ერთი მყარი საშუალება.

• სამართლებრივი კულტურის როლის გაანალიზება ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დამკვიდრებისთვის.პირველ რიგში მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში დაგეგმეს და წარმატებით განახორციელეს კვლევა, რომლის შედეგებიდან გაირკვა , რომ მოსწავლეთა უმრავლესობას სურს მეტი ინფორმაცია მიიღოს საქართველოში კონსტიტუციონალიზმის ისტორიის შესახებ.პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ითანამშრომლეს სამივე საფეხურის მოსწავლეებთან, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მოისმინონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პრეზენტაცია საქართველოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორიის შესახებ. პროექტის პრეზენტაცია გაიმართა სკოლის სააქტო დარბაზში კორონავირუსის პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით.კლუბის მეურვეები თეა სამხარაძე,ქეთევან ედიბერიძე,თამარ მალაღურაძე.

Categories
სკოლა ანაბასისი

სასკოლო პროექტი “ჯანსაღი ცხოვრება უალტერნატივოა“

სკოლა ანაბასისი ახორციელებს სასკოლო პროექტს „ ჯანსაღი ცხოვრება უალტერნატივოა“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით სამოქალაქო განათლების კლუბის და ეკოკლუბის ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წევრებს შორის , სადაც მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ყურადღება დაეთმო თამბაქოს ,მარიხუანას მოხმარებას და სხვა მავნე ჩვევებზე დამოკიდებულებას. მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ადიქციის შესახებ.მდგრადი განვითარების მიზანი N3. ჯანმრთელი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველასთვის, ყველა ასაკში;მოსწავლეებმა არგუმენტირებულად იმსჯელეს თავიანთ როლსა და ვალდებულებებზე ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისათვის.ფორუმ-თეატრის წარმოდგენით მოსწავლეებმა საინტერესოდ გამოხატეს თავიანთი პოზიციები ადიქციასთან მიმართებაში და ისაუბრეს პრობლემის მოგვარების გზებსა და საშუალებებზე.მოსწავლეებს პრეზენტაციის მომზადებით და სასკოლო საზოგადოების წინაშე წარდგენით განუვითარდათ პრევენციული და საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების დასახვა განხორციელების უნარ-ჩვევები. დაიგეგმა მოსწავლეებთან ამავე თემაზე საინფორმაციო შეხვედრების კვირეულის მოწყობა და მოსწავლეებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მავნე ჩვევებზე დამოკიდებულების უარყოფით მხარეებზე და ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე საუბარი, საინფორმაციო ბროშურების მომზადება და გავრცელება სკოლასა და თემში.კლუბის მეურვეები თეა სამხარაძე,ქეთევან ედიბერიძე,თამარ მალაღურაძე.

Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისის ეკოკლუბის მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი აქტივობა

სკოლა ანაბასისის ეკოკლუბელებმა მორიგი აქტივობა დაგეგმეს. მათ მეორე კლასელებს საინტერესო რესურსი შესთავაზეს , რომლის დახმარებითაც მათემატიკის გაკვეთილებზე შეძენილი ცოდნის განმტკიცება მოახდინეს. ეკოკლუბელმა ანასტასია ჯუღელმა გაიხსენა როგორ ისწავლა მამასთან ერთად შექმნილი რესურსით, თამაშ-თამაშით, ხალისით მეორე კლასში მათემატიკა და მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა მეორე კლასელებს დახმარებოდა მათემატიკური უნარების განვითარებაში. ეკოკლუბელმა მოდერატორებმა მონაწილეებს გააცნეს ინსტრუქცია: თამაშის დასაწყებად საჭიროა მოთამაშეები დაიყონ ჯგუფებად. თითო ჯგუფმა აირჩიოს სასურველი ფერის ფიგურა. იწყება თამაში. ერთი ჯგუფის მონაწილე აგორებს კამათელებს და მათზე ამოსული რიცხვების ჯამის ოდენობით გადაადგილდება სათამაშო დაფაზე. შეიძლება მოსწავლეებს შეხვდეთ “დავალებები” მაგალითად: +34 , ამ შემთხვევაში კამათელის ,,რიცხვს“ უნდა მიუმატონ 34 და მიღებული ჯამით გადასვას თავისი ჯგუფის ფიგურა მიღებულ რიცხვზე. ასე ხდება ყველა ჯგუფთან. მოგებულია ჯგუფი რომელიც ყველაზე მალე “მივა” “ფინიშთან” ანუ ფერადი ფიგურა მოთავსდება უჯრაზე ,,100“ ან გადასცდება ,,100“-ს. ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ გუნდებმა თამაში ორგანიზებულად დაიწყეს. თავი გაართვეს დავალებას, გაკვეთილებზე შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში კარგად გამოიყენეს . გამარჯვებული გუნდიც გამოვლინდა . მაგრამ ყველა მოსწავლე თავს თვლიდა გამარჯვებულად, რადგან გამოავლინეს 100 -ის ფარგლებში მიმატების, გამოკლების , ზეპირი ანგარიშის კარგად განვითარებული უნარები. პედაგოგმა ლოლიტა ნებიერიძემ მადლობა გადაუხადა ეკოკლუბელებს საინტერესო და სახალისო აქტივობის შეთავაზებისათვის. აღნიშნა , რომ ფსიქოლოგების აზრით , თამაშის წილი ადამიანის წარმატებაში ძალიან დიდია, ვინაიდან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც კოგნიტურ და მეტაკოგნიტურ, ისე ემოციურ და მოტორულ განვითარებასთან. თამაში ასევე ხელს უწყობს ბავშვებში ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე იყოს აქტუალური.ბავშვები ივითარებენ ვერბალური და არავერბალური, მარტივი და კომპლექსური კომუნიკაციის უნარებს.

Categories
სკოლა ანაბასისი

“ჯანსაღი ცხოვრება უალტერნატივოა” ფარგლებში მორიგი აქტივობა განხორციელდა

სკოლა ანაბასისში სასკოლო პროექტის “ჯანსაღი ცხოვრება უალტერნატივოა” ფარგლებში მორიგი აქტივობა განხორციელდა. ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ცხოვრების აქტიური კულტურული წესი, რომელიც უპირველეს ყოვლისა უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ეს არის ადამიანის ქცევა მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცების, დღეგრძელობის და სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელებისაკენ. პროექტის განხორციელების მიზანია სასკოლო საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და უსაფრთხოების დაცვა – ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რათა საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ამის გათვალისწინებით სკოლის საერთო კულტურა მოსწავლეს უნდა დაეხმაროს თავიდან აირიდოს ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედება, გააცნობიეროს ჯანსაღი ცხოვრების არსი (ზომიერება ყველაფერში, გაკაჟება, სწორი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, რისკების თავიდან აცილება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა და სხვ.) და გაიაზროს მისი მნიშვნელობა; პროექტის ამოცანებია: მოსწავლეთათვის ჯანსაღი ჩვევების დაუფლება, გარესამყაროს უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების შესწავლა, მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებაზე) უარის თქმა, ჯანმრთელი კვებისა და პროდუქტების ხარისხიანობისა და ნაადრევი ქორწინების უარყოფითი მხარეების შესახებ ინფორმირება, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვაზე ზრუნვა და და ფიზიკურად აქტიური ცხოვრების შესწავლა.პროექტის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის და ეკოკლუბის წევრთა ინიციატივით სკოლაში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“-მდგრადი განვითარების მიზანი N3;მოსწავლეებმა ისაუბრეს ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განმტკიცების მიზნით ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის აუცილებლობაზე, გადახედეს პანდემიების ისტორიას,საინტერესოდ იმსჯელეს ვაქცინაციის აუცილებლობაზე;კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს კონფერენციაზე მიღებული ცოდნა გაავრცელონ სკოლის საზოგადოებასა და თემში, დაიგეგმა შემდგომი აქტივობა,საინფორმაციო ბროშურების დარიგება საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით.კლუბის მეურვეები: ქეთევან ედიბერიძე, თამარ მალაღურაძე, თეა სამხარაძე;

Categories
სკოლა ანაბასისი

კომპლექური დავალება ქიმიაში

ანაბასისის მე-8 კლასელებმა ქიმიაში კომპლექსური დავალების -,, ჰაერის შედგენილობა; ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული პრობლემები და მისი თავიდან აცილების გზები .”პრეზენტაცია მრავალფეროვანი ფორმატით წარმოადგინეს. სტატია , პოსტერი , Pover Point საკუთარი გადაწვეტილებით აირჩიეს მოსწავლეებმა, რათა წარმოედგინათ ჰაერის შემადგენელი კომპონენტების მასური და მოცულობითი წილის ამსახველი დიაგრამები; ჰაერის დაბინძურების ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორები, ამ ფაქტორებით გამოწვეული პრობლემები; ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებელი პრევენციული ღონისძიებები;მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. მათი წვლილი კი ამ გლობალური პრობლემის გადაწყვეტაში საზოგადოებაში საინფორმაციო კამპანიის წარმოებითა და სკოლის ეზოში მცენარეთა დარგვა , მოვლა და პატრონობის სურვილით გამოხატეს.